Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto

მელაანის სამების ეკლესია
(XVIII-XIX სს
)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ეს ძეგლი საინტერესოა, როგორც ამ დროს ამოტივტივებული ტიპის – გუმბათოვანი ეკლესიის ერთ-ერთი ვარიანტის – კუპელჰალეს ნიმუში.

3. adgilmdebareoba

მელაანის სამების ეკლესია მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით მდებარე სოფელ მელაანიდან 2-3 კმ-ში, პატარა გორაკზე.

ძეგლის მდებარეობის კოორდინატები: 41°39'.33"N; 45°47'35"E;

4. ruka

 

 

 

 

 

 

 

 

5. istoriuli mimoxilva

მელაანის სამების ეკლესიის შესახებ ისტორიული ცნობები თითქმის არ მოიპოვება. ძეგლზე არაა არც დამათარიღებელი წარწერა. თუმცაღა, იგი იმდენად ახლოს დგას გურჯაანის ქვაშვეთის გადაწყვეტასთან, რომ ამავე პერიოდს – XVIII – XIX საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს.

warwera samxreT fasadze warwera samxreT fasadze

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

მელაანის სამების ეკლესია გუმბათოვანი ეკლესიის ერთ-ერთი ტიპის – კუპელჰალეს ნიმუშია. ეკლესიის გეგმა  დასავლეთ-აღმოსავლეთ ღერძზე მკვეთრად წაგრძელებულ ოთხკუთხედს წარმოადგენს. შიდა სივრცე ორი წყვილი შვერილის საშუალებით აქაც სამ ნაწილად იყოფა. ცენტრალური ნაწილი განიერია აღმოსავლეთ და დასავლეთ მონაკვეთებზე. გრძივი კედლების გაყოლებაზე თითქმის ერთი სიმაღლის კედლის თაღებია (იგივე უბეები) – სამ-სამი თითოეულ მხარეს.

gumbaTi gumbaTis yeli

გუმბათი აღმოსავლეთით ვიწრო საკურთხევლის წინა მონაკვეთებზეა ამოყვანილი და არა ცენტრალურ, განიერ ნაწილზე. გუმბათი აქაც მცირე დიამეტრიანია და სამხრეთითა და ჩრდილოეთით ეყრდნობა თაღებს, რომელნიც, თავის მხრივ, საკურთხევლის სატრიუმფო თაღსა და აღმოსავლეთ შვერილებზე გადაყვანილ თაღს ებჯინება.

sakurTxeveli

ეკლესიის საკურთხევლის აფსიდი ნავის მთელ სიგრძეს მოიცავს და პასტფორიუმები არ ახლავს. მასში სამისწორკუთხა ნიშაა დაყოლებული. გუმბათქვეშა თაღები მცირედ შეისრულია, სხვა ყველა თაღი ნახევარწრიულია, მხოლოდ ერთ ნიშას აქვს შეისრულთაღოვანი დაბოლოვება და მასში სამხრეთი შესასვლელია ჩასმული. კამარის საბჯენსა და გუმბათქვეშა თაღებს ქუსლებთან იმპოსტები ახლავს. განათების სისტემა კახეთის სხვა ამ ხანის ძეგლების მსგავსია – აღმოსავლეთით და დასავლეთით თითო სარკმელია გაჭრილი, გრძივ კედლებში კი თითოეულ მხარეს ორ-ორი. ისინი ქვემოთაა ჩასმული თაღოვან ნიშებში. სამხრეთ თაღს ზემოთ, გუმბათქვეშა ნაწილში კიდევ ერთი სარკმელია გაჭრილი, გუმბათის ყელში კი ექვსი მაღალი და ვიწრო ღიობია მოთავსებული. ქვედა კორპუსის სარკმელთა თავისებურება ისაა, რომ ისინი საფასადო მხარესაც ფართოვდება. შესასვლელი ორია – სამხრეთით და დასავლეთით.

aRmosavleTi fasadi samxreTi fasadi

გარე მასებში ვიწრო და მაღალი გუმბათი აღმოსავლეთით არის გადაწეული. დასავლეთით კეხზე ოთხმხრივ ღიობებით გახსნილი მცირე ფანჩატურია. კორპუსი სამნავიან მოცულობას წარმოადგენს.
საშენ მასალად აგური და ნატეხი ქვაა გამოყენებული. ალაგ-ალაგ ჩართულია საფლავის ქვებიც. განსაკუთრებული გულმოდგინებთ გუმბათია გაფორმებული – რომბებს ჯვრების მწკრივებით, სარკმლებზე შემოყოლებული ლეკალური აგურის ლილვებით. ფასადებზე გარკვეული სიახლეა: ვხედავთ ახლებური კომპოზიციების შედგების მცდელობას. მაგალითად, მკლავის სარკმლის ორსავ მხარეს ოთხი ჯვრის კომპოზიციაა; დასავლეთით თაღოვანი ელემენტებიც შემოდის. თანაც ეს ფორები ახლებურად, ლეკალური აგურითაა გამოყვანილი და არა ძველებურად – სიბრტყეთა დონის ცვალებადობით.  თუმცა ამ უკანასკნელი ხერხით შექმნილი ორი ჯვარი აღმოსავლეთ ფასადზე შეიძლება ვიხილოთ. სახასიათოა საფასადო მხრიდან შესასვლელების პერსპექტიულად ჩაღრმავებულ ორ თაღში მოთავსება. ასეთი ფორმა გვიან შუა საუკუნეების მიწურულის ძეგლებს ახასიათებს.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi
მელაანის სამების ეკლესია გურჯაანისა და ველისციხის ეპაარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. ნ. გენგიური – "კუპელჰალე", 2005წ.
2. ფოტოების ავტორი - თამარ გულუა და ლიდა კაპანაძე;

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org
http://www.nplg.gov.ge

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016