Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

vaCnaZianT yvelawminda
(VIII-IX ss)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuili mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ღვთისმშობლის გუმბათიანი ტაძარი, სამეკლესიანი ბაზილიკა, სამონასტრო ნაგებობათა ნანგრევები.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ვაჩნაძიანის ღვთისმშობლის სახელობის გუმბათიანი ტაძარი გამორჩეული ნაგებობაა ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში. შეიძლება ითქვას, რომ იგი გარდამავალი ხანის ქართული ხუროთმოძღვრების ენციკლოპედიაა. მასში მკაფიოდ იკვეთება ეპოქის მხატვრული მისწრაფებები და არქიტექტურულ-კონსტრუქციული ელემენტების „არსენალიც“. ტრადიცია და სიახლე აქ ერთმანეთს ერწყმის. ძეგლის არქიტექტურაში ვხედავთ თამამ, მიზანსწრაფულ სვლას კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად. ეს ყველაფერი კი სიზუსტემდე გააზრებული და მაღალმხატვრულად გამთლიანებულია.

 

3. adgilmdebareoba

ვაჩნაძიანის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩნაძიანიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით (შრომის) 5 კმ-ში (პირდაპირი მიმართულებით), ტყეში.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

ეკლესია აგებულია VIII-IX საუკუნეებში.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

ვაჩნაძიანთა სამონასტრო სკოლაში, ხალხური თქმულების თანახმად, თამარის მეფობის დროს, მიუღია განათლება ქართველ პოეტს - ჩახრუხაძეს (1184-1212).

7. arqiteqturuli aRwera

vaCnaZianis yvelawminda

ღვთისმშობლის გუმბათიანი ტაძრის გარდა, მონასტრის შემოგარენში დაცულია სამეკლესიანი ბაზილიკა და სამონასტრო ნაგებობათა - პალატების ნანგრევები. პალატებში სამონასტრო სკოლა ყოფილა განთავსებული;

ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი კუპელჰალეს ტიპის,  დიდი ზომის (28X18 მ) და რთული კომპოზიციის ნაგებობაა. ცენტრში გამოყოფილია დიდი, O-W ღერძზე წაგრძელებული და აღმოსავლეთით აფსიდით დაბოლოვებული სივრცე, რომელსაც შვერილთა ორ წყვილზე დაფუძნებული გუმბათი აგვირგვინებს. ამ სივრცეს სამ მხარეს შემოუყვება სათავსები ორ სართულად; მეორე სართულის იატაკი დღეს ჩამონგრეულია. აღმოსავლეთით ორივე მხარეს ტრიკონქის ფორმის სათავსებია, რომელთა დასავლეთი მხარე დაგრძელებულია სწორკუთხა სათავსებით. მათგან ჩრდილოეთისას გასასვლელი აქვს დასავლეთით მდებარე სწორკუთხა სათავსში, რომელშიც მოთავსებული იყო მეორე სართულზე ასასვლელი კიბე. გარდა ამისა, პირველი სართულის გვერდით სათავსებს დასავლეთიდან ორივე მხარეს კიდევ თითო ეკლესია აქვს. ჩრდილოეთის ეკლესია სამხრეთისაზე ნაკლებია სიგრძით. ორივე აღმოსავლეთით აფსიდებით სრულდება, ხოლო დასავლეთიდან ისინი ერთმანეთს  ტაძრის მთელ სიგანეზე გაწოლილი ნართექსით უკავშირდება. ამ უკანასკნელის ცენტრი, რომელიც კარიბჭეს წარმოადგენს, გაგანივრებულია: საფასადო მხარეს იგი სწორკუთხა შვერილის სახით გამოდის და გეგმაში კვადრატულია.
საინტერესო აგებულება აქვს ცენტრალურ, გუმბათოვან სივრცეს. გუმბათის საყრდენი ორი შვერილი ადგილი გრძივ კედლებზე ისეა შერჩეული, რომ მათ შორის დიდი, კვადრატული მონაკვეთია გამოყოფილი, ხოლო აღმოსავლეთით და დასავლეთ მხარეს გაცილებით ნაკლები სიგანის მონაკვეთებია. ამის გამო, გრძივი კედლების გაყოლებაზეც სხვადასხვა ზომის უბეებია: მაღალი და განიერი, ოთხივე კუთხეში კი შედარებით ვიწრო და ნაკლები სიმაღლის. კუთხის უბეები ორიგინალური ხერხი არის გადახურული: კუთხეებში ტრომპებია ჩასმული, რომელთაც მეოთხედი სფერო ეფუძნება; ამ ნახევარგუმბათებს ოდნავ შეისრული კეხი და ნალისებრ მომრგვალებული ქუსლები აქვს. ასეთივე შეისრულ-ნალისებრი ფორმისაა გუმბათქვეშა თაღები. გუმბათქვეშა კონსტრუქციად აქ აფრებია გამოყენებული. გუმბათის ყელი ცილინდრულია. ნახევარსფეროს ზენიტში კი შეისრული მოხაზულობა აქვს. გარშემოსავლელის მეორე სართულიდან თითოეულ მკლავში ერთ ჰორიზონტალზე გაჭრილი სამ-სამი თაღი იხსნება. დასავლეთ და სამხრეთ მკლავებში ზედა რეგისტრში სარკმლებია, საკურთხევლის აფსიდის სამი სარკმელი კი ქვემოთაა ჩასმული. გუმბათის ყელში ოთხი სარკმელია გაჭრილი. ყველა ღიობი ნალისებრი დაბოლოვებითაა.

aRmosavleTi fasadi gegma grZivi Wrili
აფსიდის წინ მოთავსებული ბემიდან გასასვლელებია გვერდითა, ტრიკონქის ფორმის სათავსებში. იქ მოხვედრა აღმოსავლეთი კუთხის უბეებიდან გაჭრილი კარიდანაც შეიძლება. ამის გარდა, ცენტრალურ სივრცეში კიდევ სამი შესასვლელია – ერთი დასავლეთ მკლავშია, დანარჩენი კი ჩრდილო და სამხრეთ მკლავებში.
ინტერიერში პროპორციები ისეა შერჩეული, რომ ვერტიკალურ მიმართულებას გაესვას ხაზი. სარკმელთა. თაღთა ნალისებრი მოხაზულობა, კუთხის უბეების გადაწყვეტა დეკორატიულ იერს ანიჭებს ინტერიერს. საშენი მასალა რიყის ქვაა, კონსტრუქციული ნაწილებისთვის კი აგური გამოიყენება.
აღსანიშნავია, რომ ეკლესია მოგვიანებით, მეთექვსმეტე საუკუნეში მოიხატა ლევან კახთა მეფის (1520-1574 წწ.) დროს. მოხატულობა გარეჯის სკოლას ეკუთვნის, რომელმაც ხუთი საუკუნის განმავლობაში იარსება.

sameklesiani bazilika

გარედანაც ტაძარი რიყის ქვის სწორად დაწყობილი რიგებითაა ნაშენი. ოღონდ კუთხეებისა და ღიობის გამოყვანისთვის აქ შირიმის გათლილი ქვაა გამოყენებული. გარე მასების ცენტრს წარმოადგენს გუმბათი, რომელსაც თორმეტი წახნაგი და ოთხი სარკმელი აქვს. გუმბათის ყელის შირიმის თლილი ქვით მოპირკეთება გვიანია (XIV-XV სს.). ქვედა კორპუსი გარედანაც რთული სტრუქტურისაა. ცენტრში შუა ეკლესია ჯვრის მკლავები ოთხივე მხარეს მაღლდება. ამავე ეკლესიის კუთხის ნაწილები გაცილებით ნაკლები სიმაღლისაა და გარშემოსავლელთან საერთო ცალფერდა გადახურვაში ექცევა. ამის გამო თვით შუა ეკლესიის გარე მოცულობა იღებს ჯვრის ფორმას, რომელსაც ნაკლები სიმაღლის გარშემოსავლელი შემოუყვება. ჯვრის მკლავების გაყოლებაზე, გარშემოსავლელის ცენტრალური ნაწილებიც ამაღლებულია და სახურავით სრულდება. აღმოსავლეთის ფასადს სახასიათო იერს ანიჭებს მთელ სიმაღლეზე აყოლებული სამწახნაგოვანი აფსიდური შვერილი. მის აქეთ-იქით დაბალი ცალფერდა „ფრთებია“, რომელთა არეშიც ტრიკონქების აღმოსავლეთი ფასადები სამწახნაგა შვერილების სახით გამოდის . გრძივი ფასადების აღმოსავლეთ მონაკვეთებშიც ვხვდებით ასეთ შვერილებს, რომელთაც ერთგვარი ასიმეტრიულობა შეაქვთ ფასადთა გადაწყვეტაში. დასავლეთით შესასვლელის არე სწორკუთხა შვერილი მოცულობებითაა აღნიშნული; მას ორფერდა გადახურვა ასრულებს.


8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ვაჩნაძიანის კომპლექსი გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი მოქმედი არ არის.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. გ. აბრამიშვილი, პ. ზაქარაია, ი. ციციშვილი - "ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია", 2000წ.
2. ვ. ბერიძე -  "Архитектура Грузии", 1948წ.
3. შალვა ამირანაშვილი – "ქართული ხელოვნების ისტორია", გამომცემლობა „ხელოვნება“, თბილისი 1971წ.

4. ფოტოების ავტორი – გიორგი კიღურაძე

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

http://www.karavi.ge

http://heritagesites.ge

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016