Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

oZisis RvTismSoblis
eklesia
(
ganviT. Sua ss)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

მცირე ეკლესია, დიდი ეკლესია, საძვალე და გალავანი.

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

ოძისის ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მისგან აღმოსავლეთით, მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირას მდებარე სოფელ ოძისის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში, ახალგორისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს, ფერდობზე.

 

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

არ მოგვეპოვება.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

grZivi ganakveTi Crd-ken ganivi ganakveTi aRmosavleTisaken

ა) მცირე ეკლესია დარბაზულია (6,5X4,5 მ), ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი დიდი ეკლესიიდანაა, ჩრდილოეთიდან. კარს გარედან ნახევარწრიული თაღი აქვს, შიგნით კი ბრტყლადააგადახურული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, და დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო, ბრტყლად გადახურული, სარკმელია. ჩრდილორთ სარკმელს ამ მხრიდან მიშენებული დიდი ეკლესიის კედელი ფარავს. აფსიდის სარკმლის გვერდზე თითო მაღალი თაღოვანი ნიშია, რომლებშიც თითო სათოფურია მოწყობილი. საკურთხეველში, სარკმლის ქვემოთ, რიყის ქვით ნაგები ტრაპეზი დგას. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონკით, დარბაზი – ცილინდრული კამარით.

gegma

ბ) დიდი ეკლესია (11,7X6,8 მ), მცირე ეკლესიაზე XVIII საუკუნის ბოლოს მიუშენებიათ. იგი აგურითაა ნაგები, აქა–იქ ჩართულია რიყის ქვაც. ჩრდილოეთითა და დასავლეთით თითი თაღოვანი შესასვლელი აქვს. აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდში ერთი ფართო თაღოვანი სარკმელია (ამოშენებულია), რომლის ორივე მხარეს თითო მაღალი, გეგმით ნახევარწრიული და თაღოვანი ნიშია. მათგან ჩრდილოეთის ნიშის გვერდით ერთი მცირე ნიშია. დარბაზის დასავლეთ კედელში ერთი თაღოვანი სარკმელია, ჩრდილოეთისაში – ორი. საკურთხევლის ბაქანიერთი საფეხურითაა ამაღლებული და შუაში ნახევარწრიული ამბიონი აქვს. აფსიდში, სარკმელთან ახლოს, აგურით ნაგები ტრაპეზია. გრძივი კედლები და კამარა ორი წყვილი პილასტრით და მათზე დაყრდნობილი ნახევარწრიული საბჯენი თაღით სამ, თითქმის თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი. ერთი საბჯენი თაღი კამარის დასავლეთ კიდეშია, რომელიც კუთხის პილასტრებს ეყრდნობა. პილასტრებს შორის მოქცეული კედლის შეღრმავებული ნაწილები ისრული თაღებითაა დასრულებული. ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ შეღრმავებაში კარია გაჭრილი. დანარჩენ ორში თითო ფართი თაღოვანი სარკმელია. სამხრეთ კედლის თაღებიდან აღმოსავლეთისა ყრუა; შუა გახსნილია და გარედან მცირე ეკლესიის ჩრდილოეთ კედელი ფარგლავს; დასავლეთისაში კი მცირე ეკლესიაში გასასვლელი ვიწრო თაღია. ეკლესიაში შემორჩენილია აგურის იატაკის ფრაგმენტები და რამდენიმე საფლავი, მათ შორის – ნიკოლოზ ბარათაშვილის დის საფლავი.
შიგნით ეკლესიას აგურით ნაწყობი ცილინდრული კამარა ხურავს, რომელსაც წვერში, საბჯენ თაღებს შორის, თითო ნახევარსფერული შეღრმავება აქვს გამოყვანილი.
ეკლესიის ჩრდილოეთ შესასვლელის წინ აგურით ნაგები, ოთხ კვადრატულ ბურჯზე დაყრდნობილი და ნახევარწრიული თაღებით გახსნილი კარიბჭეა (3,8X3,2 მ), რომელსაც გადახურვა და ჩრდილოეთის თაღი ჩამოშლილი აქვს. ეკლესიის ფასადები შელესილი და შეთეთრებულია. აღმოსავლეთის ფასადის ფრონტონზე აგურის წყობის შეღრმავებით გამოყვანილია საფეხუროვან პოსტამენტზე შედგმული ჯვარი. დასავლეთ შესასვლელის თავზე ხატის დასასვენებლად მოწყობილია თაღოვანი ნიში. ფრონტონის არეში კი ერთი შეღრმავებული რომბი და მასზე შედგმული ტოლმკლავა ჯვრის ქვედა და განივი მკლავებია გამოსახული. ეკლესიის გვერდის ფასადზე კედლის ზედა ნაწილი, სარკმელთა გადახურვის დონიდან, რამდენადმე გათხელებულია, რაც კედლის მთელ სიგრძეზე დაახლოებით 0,25 მ. სიგანის საფეხურს ქმნის. კედლები დასრულებულია კუთხურად დალაგებული აგურის ორი რიგისგან შედგენილი ლავგარდნით. ეკლესიას ღარიანი კრამიტით დახურული ორფერდა სახურავი აქვს. მცირე ეკლესია კი გადახურულია ცალფერდა სახურავით, რომელიც დიდი ეკლესიის სახურავის სამხრეთის ფერდთან ერთ სიბრტყეშია მოქცეული. დიდი ეკლესიის დასავლეთ კედელზე დგას აგურით ნაგები პატარა სამრეკლო, რომელიც ოთხივე მხარეს ნახევარწრიული თაღებითაა გახსნილი და პირამიდული გადახურვა აქვს.
გ) საძვალე (5,3X3,3 მ) ეკლესიების ჩრდილო–დასავლეთით დგას. აგებულია XIX საუკუნეში. ნაშენია აგურით. სამხრეთიდან სწორკუთხა შესასვლელი აქვს. კარის ორივე მხარეს მაღალი (სიმაღლე 1,6 მ) თაღოვანი ნიშია. ჩრდილოეთ კედელში მაღალი სარკმელი (ამოშენებულია) და ორი ნიშია. თითო სარკმელია დანარჩენ კედლებშიც. შემორჩენილია ხის იატაკის საყრდენი ძელების ბუდეები. შენობა გადახურულია ნახევარსფერული გუმბათით, რომლის წრიული საფუძველი კუთხეებში მოწყობილი აფრისებრი კონსტრუქციითაა შექმნილი. გუმბათის წვერზე დადგმულია ვიწრო და დაბალი, შიგნით წრიული და გარედან რვაწახნაგა გუმბათი. გუმბათის თითოეულ წახნაგში თითო მაღალი თაღოვანი ღიობია. შენობას აგურის საფეხუროვანი ლავგარდანი და დაბალი პარაპეტი აქვს.

დ) რიყის ქვით ნაგები გალავნის მხოლოდ ფრაგმენტია შემორჩენილი.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ოძისის ღვთისმშობლის ეკლესია წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.


9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ5, 1990წ.

 

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

არ მოგვეპოვება.

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016