Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

წყაროსთავი (ჯავახეთის)
(VI-X ss
)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

წყაროსთავის ტაძარი მდებარეობს თურქეთში, არტაანის პროვინციაში, ჩილდირის (ჩრდილი) (Çıldır) რაიონში, ისტორიულ მხარე ჯავახეთში, სოფელ წყაროსთავთან (იონჯიულ) (Öncül), კარწახის ტბის მახლობლად.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

წყაროსთავი, საეპისკოპოსო კათედრალი ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში, ხოზაფანის (კარწახის) ტბის მახლობლად (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია) მდებარეობდა. მემატიანე ჯუანშერის (XI ს.) ცნობით, ტაძარი ააგო მეფე ვახტანგ I გორგასალის ძემ - მირდატმა, თავისი ძმის დაჩის გამეფების შემდეგ, როდესაც მან უბოძა მას ჯავახეთი. ტაძრის აშენების ზუსტი თარიღი წყაროში დასახელებული არ არის, მაგრამ შეიძლება დავადგინოთ, რომ ის აგებული იყო მეექვსე საუკუნეში, არაუგვიანეს 523 წლისა. წყაროსთავის საეპისკოპოსო ერთ-ერთი უძველესი იყო საქართველოში. მისი ეპარქია მოიცავდა ტერიტორიას მდ. მტკვრის აღმოსავლეთით: არტაანიდან ყარსის მთამდე და ხავეთამდე. ამჟამად ძეგლი აღარ არსებობს, 70-იან წლებში იგი მთლიანად დაანგრიეს. წყაროსთავი წარმოადგენდა VI საუკუნის სამნავიან ბაზილიკას, რომელიც X საუკუნის შუა ხანებში ან II ნახევარში გადაკეთდა გუმბათოვან ტაძრად. 1902 წლის მოინახულა და აღწერა ქართული კულტურის მკვლევარმა ე. თაყაიშვილმა.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

სამწუხაროდ დღეს შეუძლებელია ტაძრის დაზუსტებული არქიტექტურული აღწერა, ვინაიდან გასული საუკუნის 70–იან წლებში ტაძარი ააფეთქეს და იგი სრულიად განადგურებულია. ჩვენამდე შემორჩენილია მხოლოდ ე. თაყაიშვილის აღწერა და ნახაზები. წყაროსთავი წარმოადგენდა VI საუკუნის სამნავიან ბაზილიკას, რომელიც X საუკუნის შუა ხანებში ან II ნახევარში გადაკეთდა გუმბათოვან ტაძრად.  თაყაიშვილის დაკვირვებით ტაძრის დასავლეთ ნახევარში გუმბათქვეშა კვადრატამდე გაირჩეოდა თავდაპირველი სამნავიანი ბაზილიკა, რომლის ცენტრალური ნავი იყო საგრძნობლად განიერი, ვიდრე გვერდითები. ტაძარს გეგმაში დასავლეთ ნაწილში ოთხკუთხა და რვაკუთხა (დასავლეთი წყვილი) სვეტების 3 წყვილით დაყოფილი 3 ნავი ჰქონდა. აღმოსავლეთ ნაწილში 3 მკლავი იყო. აქედან აღმოსავლეთ მკლავს საკურთხევლის აფსიდით დასრულებული ღრმა ბემა ჰქონდა. სამხრეთი და ჩრდილოეთი მკლავები უაფსიდო იყო. სამივე მკლავი გუმბათქვეშა კვადრატს ეკვროდა. საკურთხევლის ორივე მხარეს გეგმით მართკუთხა სათავსები იყო, ხოლო სამხრეთით და დასავლეთით - თაღებით გახსნილი გალერეა. შესასვლელები დასავლეთიდან და სამხრეთიდან ჰქონდა. წყაროსთავის ტაძრის თავისებურებას ჩრდილოეთის მინაშენი წარმოადგენდა. ის დარბაზს უერთდებოდა კარებით, ჰქონდა  მართკუთხა გეგმა, აფსიდით დასავლეთის მხრიდან. ასეთ გადაწყვეტას არ აქვს ანალოგიები.  მთელი ტაძარი შემოსილი იყო სწორ რიგებად ნაწყობი, სუფთად გათლილი მსხვილი კვადრებით. რვაწახნაგა გუმბათის ყელში გაჭრილ 4 სარკმელს გარედან შეწყვილებულ სვეტებზე ამოყვანილი თაღედი ამკობდა. სარკმლის სათაურები სადა იყო, უსარკმლო სიბრტყეები გუმბათის ყელზე - კვეთილი ორნამენტითა და ჯვრის გამოსახულებით შემკული, თაღების შეერთების ადგილზე მოთავსებული იყო ღვთისმშობლის, იოანე ნათლისმცემლისა და სხვა რელიეფური გამოსახულებანი. აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახული იყო ღვთისმშობელი ყრმით. ე. თაყაიშვილი, ფრაგმენტების სახით შემორჩენილი ქართული წარწერებისა და აგრეთვე წარწერების ძვ. პირების მიხედვით, ვარაუდობდა, რომ ტაძარი დასრულებული სახით XI-XII საუკუნეებში იყო აგებული. შემდგომი შესწავლის საფუძველზე ხუროთმოძღვრებისა და დეკორის ხასიათით იგი X საუკუნის შუა წლების ძეგლებს მიაკუთვნეს.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi
წყაროსთავის ტაძარი თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დაყოფით სამცხე–ჯავახეთის და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. პ. ზაქარაია – „Зодчество Тао-Кларджети“, 1990წ.
2. ვ. ბერიძე – „Архитектура Тао-Кларджети“, 1981წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016