ალბი–ერდის ეკლესია
(IX-XVI სს)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ეკლესია.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
ალბი–ერდის ეკლესია მდებარეობს რუსეთის ფედერაციაში, ჩრდილო–კავკასიის ფედერალურ ოლქში, ინგუშეთის რესპუბლიკაში, ჯეირახის რაიონში, მდინარე ასას მარცხენა ნაპირას, მცირე ზომის ტაფობში.
4. ruka
ზუსტი მდებარეობა ვერ დავადგინეთ.
5. istoriuli mimoxilva
არ მოგვეპოვება.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
|
eklesiis gegma |
ალბი-ერდის ეკლესია გეგმაში წაგრძელებული (8,75X5,3 მ) სწორკუთხა მოხაზულობისაა. ღრმა ნალისებური ფორმის აფსიდა კედლის სიღრმეშია მოქცეული. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარეს შეიმჩნევა მინაშენების ნაშთები. საშენად ძირითადად ფიქალია გამოყენებული, შემკრავად – კირის ხსნარი, ინტერიერი შელესილია. სავარაუდოდ შელესილი იყო საფასადე მხარეც.
დარბაზში შესასვლელი სწორკუთხა, გლუვწირთხლებიანი კარი სამხრეთის კედელშია გაკეთებული. ანალოგიური კარია დასავლეთის კედელშიც; ეს მხარე მიწითაა დაფარული გარედან და კედელში კარის არსებობა იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამ მხარეზეც უნდა ყოფილიყო მინაშენი, ამასთან როგორც ეს, ისე სამხრეთისა და ჩრდილოეთის მინაშენები დარბაზის თანადროულია.
სამხრეთის კედელში 4 მ სიმაღლეზე სამი ვიწრო, მაღალი სარკმელია გაკეთებული. მათგან მთელ სიმაღლეზე შემორჩენილია შუა, რომლის ზედა მხარე ნალისებური თაღითაა დასრულებული. სარკმლის კვალი შეინიშნება დასავლეთის კედელშიც.
სამხრეთის კედლის საფასადე მხარეს ორი მასიური პილასტრია ამოყვანილი, რომელთა ზედა ნაწილებში თაღებად გადასაყვანი ქუსლები ქართული გამომწვარი აგურითაა შესრულებული. როგორც ჩანს, ამ არსებული მცირე სამლოცველოს ცილინდრული კამარა აღნიშნულ და მათ საპირისპიროდ მდებარე პილასტრებზე აყვანილ თაღებს ეყრნობოდა.
ალბი-ერდის კედლებზე შემორჩენილია შელესილობა მხატვრობის მკრთალი კვალით, განსაკუთრებით დასავლეთის, ჩრდილოეთის კედლებზე და აფსიდაში. გაირჩევა რამდენიმე შარავანდის მოხაზულობის კადრის გამყოფი ზოლებისა და ფიგურების დეტალების გარჩევა. დამახასიათებელია აგრეთვე მხატვრობის საერთო ლურჯი-მოყავისფრო შეფერილობა, რაც მას შუა საუკუნეების რიგში აყენებს. კადრის გამყოფი მკრთალი, მოყავისფრო ზოლები მეტყველებს მასზედ, რომ მხატვრობა კარგად იყო მორგებული შენობისათვის, რაც გამოცდილი მხატვრის ხელს ავლენს.
ამჟამად, ძეგლის ქვედა ნაწილი დაფარულია ქვით და ღორღით.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
არ მოგვეპოვება.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
ანზორ ქალდანი – „ქართული წარმომავლობის ქრისტიანული ძეგლები ინგუშეთში“; ჟურნალი „ძეგლის მეგობარი“ #79; 1988წ.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
არ მოგვეპოვება.
|