Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

dedoflis mindori
sataZro kompleqsi
(qvis xana - Zv. w. II_I s)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

I. ტემენოსი:
ა) მთავარი ტაძარი
ბ) მცირე ტაძარი
გ) 6 სხვა ტაძარი
დ) კარიბჭეები
ე) სხვა ნაგებობები

II ტაძრის მსახურ-ქურუმთა საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები

III ტაძრის მონების დასახლებები (ნასოფლარები) და სამაროვნები
ა) სახელოსნოები და მონა-ხელოსანთა სამოსახლო
ბ) გვიანდელი ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანის ნასოფლარი და სამაროვანი
გ) ყორღანული სამაროვანი.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

აქემენიდური ხანიდან სასანიანთა გამეფებამდე (ძვ. წ. VI - ახ. წ. III სს.) ზოროასტრიზმი საქართველოში ვრცელდებოდა უპირატესად ირანთან მშვიდობიანი ურთიერთობის გზით. ამ უძველესი პერიოდის ირანულ-ზოროასტრული მძლავრი გავლენის კვალი დღემდე შემორჩა ქართულ ენაში (ტაძარი, კერპი, ზვარაკი, ეშმა, ჯოჯოხეთი, მართალი, წარმართი, ბაგინი, დროშა, ანდერძი, დასტური და სხვა). ზოროასტრიზმი განსაკუთრებით ფეხმოკიდებული ჩანს ქართლის სამეფოს მმართველ ზედაფენაში, რისი მაჩვენებელიცაა მათ შორის გავრცელებული ირანულ-ზოროასტრული თეოსოფიური სახელები (ფარნავაზი, ფარნაჯომი, არტავაზი, არშაკი, ბაგრატი, ბაკური, ბარტომი, მირდატი, ადარნასე, აზორკი და სხვა). ერთ ხანს, "ქართლის ცხოვრების" ცნობით, როდესაც ქართლის სამეფო ტახტზე არშაკიანების დინასტიის ერთ-ერთი შტო დამკვიდრდა, ზოროასტრიზმის რომელიღაც სახეობა, შესაძლებელია სამეფო კულტურის დონემდეც კი ამაღლდა. ამის საბუთი უნდა იყოს დედოფლის მინდორზე (ქართლის რაიონი) აღმოჩენილი ძვ. წ. II-I სს. სატაძრო კომპლექსი, რომელიც უეჭველად უკავშირდება ცეცხლთაყვანისცემას (დედოფლის მინდვრის არქეოლოგიური ძეგლები). ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ძვ. ქართული წარმართული პანთეონის უმაღლესი ღვთაება არმაზის სახელიც აქემენიდური ხანის აჰურამაზდას უკავშირდება. მცხეთაში ძველთაგანვე არსებობდა ცეცხლთაყვანისმცემელთა - მოგვთა ცალკე უბანი და ცხოვრობდა ზოროასტრიზმის მიმდევართა თემი.

3. adgilmdebareoba

დედოფლის მინდორის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, მდინარეების აღმოსავლეთ და დასავლეთ ფრონეებს შორის, სოფელ არადეთიდან დასავლეთით, 3 კილომეტრზე.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

დედოფლის მინდორზე, ქარელის რაიონში, შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარეებს აღმოსავლეთ და დასავლეთ ფრონეს შორის. დედოფლის მინდვრის სამხრეთ ნაწილში, ე. წ. არადეთის ორგორაზე, დადასტურებულია ადრინდელი და გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელი რკინისა და ანტიკური ხანის ნამოსახლარი ფენები. 1926 წელს აქ აღმოჩნდა ანტიკური ხანის საკულტო და სხვა ნივთების განძი (ოქროს საკიდი ფირფიტები მთვარის ქალღმერთისა და სხვა გამოსახულებებით, ხარის ქანდაკება, ბეჭედი, ძვ. წ. 73 რომის რესპუბუბლიკის დენარი, ბრინჯაოს სამსხვერპლო ნიჩბები - ბატილუმები, პატერა, რელიეფით შემკული სპილოს ძვლის კოლოფი, მინის სანელსაცხებლეები და სხვა). დედოფლის მინდორზე მიკვლეულია გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის 2 სამაროვანი, ანტიკური ხანის და ადრინდელი შუა საუკუნეების რამდენიმე ნამოსახლარი და სამაროვანი, მდინარე ფციდან გამოყვანილი სარწყავი რუს ნაშთები. აქვე ზედაპირზე აკრეფილია აშელისა და მუსტიეს ხანის ქვის იარაღი.
1972-1976 წლებში გათხრების შედეგად (ხელმძღვანელიი. გაგოშიძე) დედოფლის მინდვრის ცენტრში აღმოჩნდა ძვ. წ. II-I საუკუნეებში ერთიანი გეგმით აგებული გრანდიოზული სატაძრო კომპლექსი, რომელსაც 6 ჰა ფართობი უკავია. გაითხარა 2 ტაძარი, აღმოსავლეთ და დასავლეთ სვეტებიანი კარიბჭეები, ერთ სისტემად გაერთიანებული რამდენიმე სხვა სატაძრო ნაგებობა. მოპოვებული მასალა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება. კვლევა გრძელდება.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება;

7. arqiteqturuli aRwera

I. ადგილი, სადაც ტემენოსი აღმოჩნდა, წმინდა გიორგის ნიშის სახელითაა ცნობილი. კმართკუთხედის ფორმის (255X150 მ) ყველა ნაგებობა გრძივი ღერძით დამხობილია სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ და ოდნავ (6 გრადუსით) გადახრილია დასავლეთისაკენ. მისი ცენტრალური ნაწილი უკავია შიდა ეზოს (105X105 მ), რომელსაც სამხრეთიდან ესაზღვრება მთავარი ტაძრის ჩრდილო კარიბჭე, ჩრდილოეთიდან – მცირე ტაძარი, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან – კარიბჭეეები.
ა) მთავარი ტაძარი სწორკუთხა გეგმისაა (46X30 მ). მისი კედლები ნაგებია ალიზით რიყის ქვის საფუძველზე. კედლები ორი მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. შელესილია ბზენარევი თიხის ხსნარით და თითქოს შეღებილიც ყოფილა (აღმოჩენილია წითლად, თეთრად და ლურჯად შეღებილი ბათქაშის ნატეხები). ტაძრის ბირთვს შეადგენს ცელა – ოთხსვეტიანი კვადრატული დარბაზი აღჭურვილი ისევე ოთხსვეტიანი ფართო კარიბჭით. მას სამი მხრიდან გარს უვლის გარშემოსავლელი, რომელიც ტიხრებითაა დანაწევრებული. ცელას ცენტრში დაბალი კვადრატული ბაქანია (1,6X1,6 მ) საკურთხევლისათვის. იატაკი თიხითაა მოსწორებილი. ჩრდილოეთის მხრიდან ტაძარს ეკვრის ორსვეტიანი ლოჯია. მისი სვეტები იატაკში ამოღებულ კვადრატულ ფოსოებში იდგა. სვეტები ხისა ყოფილა – ლოჯიაში მრგვალი, ხოლო მთავარ ტაძარში და კარიბჭეში ორმაგი, შეწყვულებული მრგვალი სვეტები. ცელას ცენტრში, საკურთხევლის თავზე აღმართული ყოფილა თავისუფლად მდგომ სვეტზე დაყედნობილი ორსაფეხურიანი გვირგვინი ღიობით ცენტრში (ერდო). გარშემოსავლელს ცალფერდა კრამიტტის სახურავი ჰქონია. კარიბჭის სვეტები დასრულებული იყო მოყვითალო ფერის ქვიშაქვის ზარისებრი კაპიტელებით, რომლებზეც ლოტოსის გაშლილი ყვავილის რელიეფური ფურცლებია ამოკვეთილი. მისი აბაკა კი შემკულია წნულში მოქცეული ვარდულებით. ცელა, კარიბჭე და ლოჯია ბანური გადახურვისაა, სვეტებზე დაყრდნობილი და ლურსმებით გადაბმული ხის კოჭებით.
ბ) შიდა ეზოს ჩრდილოეთის მხარეს, ცენტრში დგას მცირე ტაძარი. ტაძარში შესასვლელი სამხრეთიდან, ორსვეტიანი კარიბჭიდანაა. ცელას ცენტრში იდგა ქვის კაპიტელით დაგვირგვინებული ერთი სვეტი. ცელას აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ეკვრის გარშემოსავლელი. მასში მოხვედრა პორტიკიდან Dშეიძლება. საკურთხეველი მოწყობილი იყო ცელას სამხრეთ-დასავლეთ კუთხესთან. შემორჩენილია თიხატკეპნილი ბაქანი, ისეთივე, როგორც მთავარ ტაძარშია, მაგრამ უფრო მომცრო. ტაძარი გადახურული იყო კრამიტის ორფერდა სახურავით. კეხზე ნახმარია სპეციალური კეხის კრამიტი.
გ) მცირე ტაძრის აღმოსავლეთით და დასავლეთით კედლებით ყოველმხრივ შემოზღუდული და ერთმანეთისაგან გამოყოფილი სამ-სამი ეზოა. ტემენოსის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სიმეტრიულად სამ-სამი კედლით გამოყოფილი სამი ნაგებობაა (ტაძარი) მოთავსებული (13X20 მ), თითოეული მათგანი შედგება კვადრატული ოთახის, ოთახის დასავლეთით მდებარე დერეფნის და სამხრეთის მხარეს ღია პორტიკისაგან. ტაძრებს სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აკრავს ეზოები. ყოველი მეზობელი ტაძრის ეზო ერთმანეთთან გასასვლელითაა დაკავშირებული. ეს სატაძრო კომპლექსები მცირე ტაძრის აღმოსავლეთით მდებარე ეზოებისაგან გამოპყოფილია ფართო ქუჩა-გასასვლელით. ტემენოსის ჩრდილო-დასვლეთ ნაწილი ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის სიმეტრიულია და იქაც სამი სატაძრო კომპლექსი გამოვლინდა.
დ) კარიბჭე (20X22 მ) ორია, ისინი მდებარეობენ შიდა ეზოს აღმოსავლეთითა და დასავლეთით. თითოეული შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული ორ-ორი დიდი და მცირე პორტიკისაგან. დიდი პორტიკები ოთხსვეტიანია და გახსნილია გარეთ. მცირე პორტიკები კი ორსვეტიანია და ეზოში გადის. მცირე პორტიკების ჩრდილოეთით და სამხრეთით სწორკუთხა სათავსებია, რომლებიც კარით უკავშირდებიან პორტიკს. შიდა პორტიკების სვეტისთავები მცირე ტაძრისა და მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ აივნის სვეტისთავების მსგავსია. გარეთა პორტიკების კაპიტელები კი მათგან აბაკას ორნამენტით განსხვავდება. აქ ამოკვეთილია ნახევარწრიული ღეროებით ერთმანეთთან დაკავშირებული ლოტოსის სამფურცლიანი პალმეტები და მათ შორის ჩასმულია ექვსფურცლიანი ვარდულები.
ე) სატაძრო კომპლექსის აღმოსავლეთით, 70 მ მანძილზე, გაითხარა 3 მ სიგანის კედლის (გალავანი ?) მონაკვეთი. აქვე აღმოჩნდა ქვის ორი კაპიტელის ნატეხები, ანალოგიური ნაშთები მიკვლეულია ტემენოსის დასავლეთით და აღმოსავლეთით.
II. სატაძრო კომპლექსის აღმოსავლეთით, უშუალოდ მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოვლინდა რიყის ქვით ნაგები კედლების ნაშთები, ძვ. წ. II-I საუკუნეების კერამიკული ნაწარმი და სხვა. სავარაუდოა, აქ მდებარეობდა ტაძრის ქურუმთა სამოსახლო და სამეურნეო ნაგებობები. ამავე მიმართულებით ტემენოსიდან 1 კმ მანძილზე დაბალ ბორცვზე აღმოჩნდა ელინისტური ხანის დასასრულის სასახლის ტიპის კაპიტალური შენობის ნაშთები და ამავე ხანის სამაროვანი. ნაგებობა გადახურული იყო დამახასიათებელი წითლად შეღებილი კრამიტით.
III. სასახლის ბორცვის დასავლეთ ფერდობზე მდებარეობდა ვრცელი სოფელი. ანტიკური და გვიანდელი ფეოდალური ხანის ნასოფლარზე დიდი რაოდენობით ყრია თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ხელსაფქვავები და სხვა.
ა) ტემენოსის ჩრდილო-აღმოსავლეთით 400 მ მანძილზე გამოვლინდა ძვ. წ. II-I სს. ტაძრის კუთვნილი სახელოსნოები და მონა-ხელოსანთა სამოსახლო. აქ გაითხარა ორი ქურა: ერთი თიხის ჭურჭლის გამოსაწვავი კამაროვანი ქურა, რომელშიც აღმოჩნდა კერამიკული სადგარები და ჭურჭლის ნამტვრევები; მეორე კერამიკული სწორკუთხა ქურა, რომელსაც სავარაუდოდ კრამიტის გამოსაწვავად იყენებდნენ. ქურების სიახლოვეს მიკვლეულია თიხის კარიერი, რომელიც შევსებული იყო საკერამიკე ნედლეულიდან გამორჩეული კიროვანი კონკრეციებით და წუნდებული ან ტრანსპორტირების დროს დალეწილი კერამიკული ნაწარმით. კარიერში მოპოვებული კრამიტი სხვადასხვა ტიპისაა. მათგან მხოლოდ ერთი ტიპი გამოყენებული იყო სატაძრო კომპლექსის შენობათა გადახურვაზე, დანარჩენი ორი ტიპის კრამიტი, როგორც ჩანს, გამოყენებული იყო ტაძრებით დაკავშირებული სხვა ნაგებობებისათვის, რომლებიც ჯერჯერობით არაა მიკვლეული.
ბ) სატაძრო კომპლექსის ირგვლივ მიკვლეულია რამდენიმე გვიანდელი ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანის ნასოფლარი და სამაროვანი. გაითხარა რიყის ქვის ნაგებ ნახევრად მიწურ შენობათა ნაშთები, ნაპოვნია მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მასალა. ნაპოვნია წითლად და შავად გამომწვარი კერამიკა (მათ შორის კოლხური ქვევრები და დასავლეთ საქართველოდან შემოტანილი თიხის სხვა ნაწარმი), ხელსაფქვავები, კირქვის ბონომის ფრაგმენტი, წისქვილის დოლაბი, ფერადი ქვისა და მინის მძივები, ბრინჯაოს სამაჯურები და სხვა სამკაული. ნაპოვნია აგრეთვე ბრინჯაოს კოლხური ცული და ძვ. წ. VII-V საუკუნეების რამდენიმე სხვა არქეოლოგიური ნივთი.
გ) ე.წ. დამპალას წყაროსთან, სატაძრო კომპლექსის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 600 მეტრზე მდებარეობს გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ყორღანული სამაროვანი. ორ დაზიანებულ სამარხში აღმოჩნდა ძვ.წ. II ათასწლეულის მიწურულის ლეგად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.
დედოფლის მინდორზე ზედაპირულად აიკრიფა და გათხრების დროს გამოვლინდა ძვ. ქვის ხანის (უპირატესად გვიანდელი აშელური და მუსტიერ) კაჟის, არგილისთისა და ბაზალტის აირაღები და ანატკეჩები, მათ შორის ორი აშელური ხელნაჯახი.
დედოფლის მინდორზე სატაძრო კომპლექსი მიეკუთვნება ძველ-აღმოსავლური ტაძრების ტიპს, რომელმაც დასრულებული სახე აქემენიდთა ხანაში მიიღო. ტაძრისა და ტემენოსის სხვა ნაგებობათა გეგმას, სამშენებლო ხერხებსა და ცალკეულ ხუროთმოძღვრულ დეტალებს ანალოგები მოეძებნება წინა აზიისა და შუა აზიის ელინისტური ხანის ძეგლებშიც (პერსეპოლისის ე.წ. ფრატადარას ტაძარი, სირიის ნაბატეველთა ტაძრები, პართული ნისას ოთხსვეტიანი კვადრატული დარბაზი და სხვა). ამავე დროს დედოფლის მინდვრის ნაგებობებს ახასიათებს რიგი თავისებურებებისა, რომელთაც არ მოეძებნებათ ანალოგები აღმოსავლეთში (მაგალითად: მთავარი ტაძრის ჩრდილოეთის პორტიკი, სრულიად თავისაბურია კაპიტელებიც).
აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე წინაქრიასტიანური ხანის კაპიტალურ საკულტო ნაგებობათა მთელი სისტემის აღმოცენა ადასტურებს მაღალორგანიზებული წარმართული კულტის, რთული საკულტო რიტუალისა და განვითარებული სატაძრო მეურნეობის არსებობას ანტიკური ხანის იბერიაში.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

დედოფლის მინდორის კომპლექსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 5ტ. 1990წ.
2. გ. აბრამიშვილი, პ. ზაქარაია, ი. ციციშვილი – "ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია", 2000წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016