oZisis wm. marines
eklesia
(ganviT. Sua ss)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ეკლესია.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
ოძისის წმ. მარინეს ეკლესია მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მისგან აღმოსავლეთით, მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირას მდებარე სოფელ ოძისის ჩრდილოეთით, 700–800 მეტრზე, ტყით დაფარულ გორაკზე.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
1988-91 წლებში, სპეციალურმა სამეცნიერო–სარესტავრაციო საწარმო სახელოსნომ ძეგლზე ჩაატარა სარემონტო–სარესტავრაციო სამუშაოები (ხელმძღვანელი ნ. თათარაშვილი).
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
|
|
samxreTi fasadi da ganakveTi samxr-ken |
aRmosavleTi fasadi
gegma
|
ოძისის წმ. მარინეს ეკლესია დარბაზულია (8,2X5,4 მ), რიყისა და ნატეხი ქვის შერეული წყობით ტლანქად არის ნაგები. საკურთხევლის სარკმლის საპირე, შესასვლელის გადახურვა და ლავგარდანი ქვიშაქვისაა. ეკლესიის შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი. კარი ტიმპანითაა დასრულებული, აღმოსავლეთით ღრმა, გეგმით კოლოფა თაღის ფორმის აფსიდია, რომლის ღერძე თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს თითო მცირე სწორკუთხა ნიშია. მსგავსი ნიშია სამხრეთის ნიშის თავზე, სარკმლის თაღის წვერის დონეზე. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ტრაპეზია მიშენებული. აფსიდი გადახურულია კონქით, რომლის თაღი ნახევარწრიული ფორმისაა და თაროსებრ იმპოსტებს ეყრდნობა. საკურთხევლის სარკმლის გარდა თითო თაღოვანი სარკმელია სამხრეთ და დასავლეთ კედელშიც.
ეკლესიის ფასადები სქელი ბათქაშითაა შელესილი. აღმოსავლეთ სარკმელი მორთულია. მისი საპირის პროფილს ქმნის გარედან ორმაგ და შიგნით ცალმაგ გრეხილ ლილვებს შორის მოქცეული ამობურცული ზედაპირი, რომელიც შემკულია ურთიერთგადამკვეთი ორღარიანი წრეების უწყვვეტი ჯაჭვით. სარკმლის გადამხურავ ქვაზე, თაღის ორივე მხარეს ქვის დარჩენილ ნაწილებზე, ამოკვეთილია XII-XIII საუკუნეების ოთხ–ოთხსტრიქონიანი ასომთავრულით შესრულებული წარწერა. ყველა სტრიქონი დაზიანებულია (ჩამტვრეულია ქვის ნაპირები) და ტექსტის სრული აღდგენა შეუძლებელია. ეკლესიის კედლები დასრულებულია მაღალი ლავგარდნით, რომელიც შედგენილია ფესტონებიანი თაროთი, მცენარეული და გეომეტრიული მოტივების კომბინაციით მორთული წრეთარგით და სადა ლილვით. სავარაუდოა, რომ ლავგარდანი და სარკმლის საპირე სხვა ნაგებობას ეკუთვნოდა და, ალბათ, ამ შენობაში მეორედ არის გამოყენებული.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
ოძისის წმ. მარინეს ეკლესია წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ5, 1990წ.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
არ მოგვეპოვება.
|