sruli sia

ამ საიტზე წარმოდგენილი სამოგზაურო მარშრუტების საშუალებით, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ეწვიოთ და მოინახულოთ  საქართველოში არსებული ძეგლები და არამარტო.
თითეული მარშრუტის აღწერა შედგება რამოდენიმე პუნქტისაგან. ყოველ მათგანს თან დართული აქვს სხვადასხვა ტიპის რუკა და  გლობალური სანავიგაციო სისტემის მიმღებით (
GPS) ჩაწერილი ბილიკები. საიტზე დეტალურად არის აღწერილი ნებისმიერ ძეგლამდე მისასვლელი გზა და ამ გზის მდგომარეობა. ამ ინფორმაციას თან ერთვის სარეისო ტრანსპორტის მიმოსვლის განრიგი.

გისურვებთ სასიამოვნო მგზავრობას და დასვენებას!


ახლად დამატებული მარშრუტები


აბულის ციხე
ეს სალაშქრო ბილიკი გაძლევთ შესაძლებლობას, მოინახულოთ საქართველოს ერთ-ერთი მეგალითური ძეგლი, რომელიც პატარა აბულის მთის ფერდობზე მდებარეობს. ამ მთიდან შესაძლებელია ფარავნის ტბის და დიდი აბულის მთის დანახვაც.
უფრო ვრცლად >>>> აბულის ციხე


წინწყარო-ხრამი-ნახიდური
ამ მარტივ სალაშქრო ბილიკის მთელ სიგრძეზე უამრავი ძეგლის მონახულებაა შესაძლებელი. მდინარე ხრამის ხეობაში კლდეებში გვიანბრიჯაოს ხანაში გამოკვეთილ ბილიკებსაც დაინახავთ. მარშრუტის ბოლოს აგვირგვინებს სოფელ ნახიდურში მდებარე ყვითელი ეკლესია.
უფრო ვრცლად >>>> წინწყარო-ხრამი-ნახიდური


წილკანი-ბაზალეთის ტბა
ამ სალაშქრო ბილიკის დასაწყისში შესაძლებელია წილკნის ეკლესიის მონახულება, ხოლო შემდეგ, ლტოლვილების დასახლებული ადგილის გავლის შემდეგ, ჩაუვლით პატარა მუხნარში ახლად აშენებულ უფრეთის ეკლესიას. მარშრუტის დაგვიგვინებას წარმოადგენს ბაზალეთის ტბა, სადაც სურვილისამებრ იბანავებთ, ითევზავებთ ან უბრალოდ დაისვენებთ.
უფრო ვრცლად >>>> წილკანი-ბაზალეთის ტბა


არახვეთი-ლომისი-მლეთა
ეს სალაშქრო ბილიკი, რომელიც იწყება მთიულეთის ერთ-ერთი სოფლიდან, აგიყვანთ ლომისის წმ. გიორგის მონასტრამდე. ხოლო მარშრუტის ბოლოში კი იხილავთ XIX და გვიან საუკუნეებში აშენებულ ეკლესიებს.
უფრო ვრცლად >>>> არახვეთი-ლომისი-მლეთა


megobari saitebi

 

 

   

14.02.2017