sruli sia

წოდორეთი-ნათლისმცემლის მთა

მარშრუტის მოკლე აღწერა
ხანგრძლივობა და ტიპი
ერთდღიანი; წრიული
სირთულე
საშუალო
დალაშქვრის საუკეთესო პერიოდი
ნებისმიერი, ცხელი ამინდის გარდა
გასავლელი მანძილი
11.7 კმ
ასაკრეფი ვერტიკალი
800 მ
დასაგდები ვერტიკალი
840 მ
მაქსიმალური სიმაღლე
1405 მ - ნათლისმცემლის მთის წვერი
მინიმალური სიმაღლე
810 მ - მდ. დიღმისწყალზე გადასასვლელი ხიდი
ღირსშესანიშნაობები
  • ხედები რომელიც გადაგეშლებათ ნათლისმცემლის მთის წვერიდან
  • მამათა მონასტერი
დამატებითი ინფორმაცია
  • ამ ბილიკზე სასმელი წყალი არსად არ შეგხვდებათ, თუმცა მამათა მონასტერში აქვთ;
  • მდ. დიღმისწყალზე გადასვლა შეიძლება გართულებული იქნას გაზაფხულზე, ან ხშირი წვიმების დროს, თუმცა საშიში არანაირად არ არის;
  • ამ ბილიკზე შეგიძლიათ ისარგებლოთ სოფელ წოდორეთისკენ N107 მოძრავი ავტობუსით.
  • წოდორეთიდან მუხაწყაროსკენ ამოსასვლელი ბილიკის ბოლოში მოგიწევთ პატარა ნაგავსაყრელზე გავლა.
  • თუ მარშრუტიდან ნათლისმცემლის მთის წვერს ამოაგდებთ, მაშინ გასავლელი მანძილი შემცირდება 11 კმ-მდე, ხოლო ასაკრეფი ვერტიკალი კი - 70 მ-ით.
  • მამათა მონასტერთან მიახლოებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე, ვინაიდან მათ ჰყავთ დიდი ძაღლები, რომლებიც შეიძლება დაბმულნი არ იყვნენ.
GPS ნავიგატორში ჩაწერილი მარშრუტი
codoreti-natlismcemlis mta.kml
codoreti-natlismcemlis mta.gpx
რუკა

map

მარშრუტის ჩაწერის დრო

მარშრუტი ჩაწერილია VI.2016-ში



megobari saitebi

 

 

   

13.02.2017