kazreTi
(erTdRiani laSqroba)
1. marSrutis maxasiaTeblebi
2. marSrutis mokle aRwera
3.marSrutSi Semavali istoriuli Zeglebi da maTi geografiuli mdebareoba
4. informacia transportis Sesaxeb
5. GPSmonacemebi:
6. >ruka
7. marSrutis detaluri aRwera
8. damatebiTi cnobebi
1. marSrutis maxasiaTeblebi
ხანგრძლივობა |
ერთ დღიანი |
კატეგორია |
უადვილესი |
გასავლელი მანძილი |
10 კმ |
ასაკრეფი ვერტიკალი |
200 მ |
საუკეთესო პერიოდი |
ნებისმიერი |
სარეისო ტრანსპორტი ღირებულება ორივე მიმართულებით |
7 ლარი |
2. marSrutis mokle aRwera.
დაბა კაზრეთი ცნობილია თავისი საბადოებით, სადაც ოქროს მოპოვება ხდება. თუმცა აქ არის უამრავი ისტორიული ძეგლი, სამარხები, ეკლესიის ნანგრევები და ა. შ.
3. marSrutSi Semavali istoriuli Zeglebi da maTi geografiuli mdebareoba.
სამების ეკლესია მდებარეობს დაბიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, მადნეულის ქარხნებთან ახლოს, გზის პირას.
სათხის ეკლესია მდებარეობს ტყეში, დაბიდან 5 კმ-ის დაშორებით სამხრეთის მიმართულებით, მდინარის მარცხენა ნაპირას.
4. informacia transportis Sesaxeb:
გამგზავრება:
სამარშრუტო ტაქსის რეისი: თბილისი-კაზრეთი;
გასვლის ადგილი: ვაგზლის მიმდებარე ტერიტორია, ფიროსმანის ქუჩა, ავტოსადგური "ექსპრესი";
გასვლის დრო: 07:00, 08:30;
ღირებულება: 3.5 ლარი;
შენიშვნა: 08:30-იანი გასვლის ბილეთები, ნახევარი საათით ადრე მაინც შეიძინეთ!
უკან დაბრუნება
სამარშრუტო ტაქსი რეისი: კაზრეთი-თბილისი;
წამოსვლის დრო: 16:30; (ბოლო რეისი)
ღირებულება: 3.5 ლარი;
5. GPS monacemebi:
ძეგლების კოორდინატები:
ძეგლის დასახელება |
Lat |
Long |
Elev |
სამების ეკლესია |
41 22.234 N |
44 25.9256 E |
757 მ |
სათხის ეკლესია |
41 20.8569 N |
44 26.0402 E |
959 მ |
წერტილების (waypoint) ფაილი Kkazreti.wpt
Google map– ის ფაილი kazreti.kml
6. ruka
7. marSrutis detaluri aRwera
მიუხედავად იმისა რომ დაბა კაზრეთი არც ისე შორსაა თბილისიდან (80 კმ), სამარშრუტო ტაქსი დაახლოებით 2 საათი უნდება ჩასვლას. (ბოლნისში ცოტა ხანი ჩერდება). დაბაში მოსახლეობის დახმარებით ძალიან ადვილად მიაგნებთ სამების ეკლესიას. იგი მდებარეობს მადნეულის ტერიტორიაზე, გრუნტის გზის პირას. დაცვა ფეხით მოსიარულეებს უპრობლემოდ შეგიშვებთ. ამ ადგილიდან ეკლესიამდე დაახლოებით ნახევარი კილომეტრია.
სამების ეკლესია რესტავრირებულია და მოქმედია. შიგნით მიმდინარეობს მოხატვა.
თუ შეამჩნევდით, შლაგბაუმიდან სამებისკენ მიმავალ გზაზე, ერთ ადგილას გზა იყოფა ორ ნაწილად, ერთი მიდის სამების ეკლესიასკენ, ხოლო მეორე კი შედარებით ვიწროა და მდინარეს გასწრივ მიუყვება. სათხის ეკლესიამდე მისასვლელად, სწორედ ეს გზა გჭირდებათ. სამების მონახულების შემდეგ, თქვენ მოგიწევთ უკან დაბრუნება და ამ გზაზე დაჯდომა. 700-800 მეტრის გავლის შემდეგ, მიადგებით მიტოვებულ სანატორიუმს. იქვე წყაროა. გირჩევთ აქ აავსოთ წყალი, რადგან შემდეგ უკვე აღარ შეგხვდებათ. რამოდენიმე წუთში გადაკვეთ პატარა ღელეს (რომელიც სქელი მილიდან გამოედინება). აქ ერთი გზა ზემოთ ადის, ხოლო მეორე მკვეთრად უხვევს მარცხნივ, გაყევით მარცხენა გზას. სათხის ეკლესიამდე სულ ამ გზას უნდა მიყვეთ და არსად გადაუხვიოთ. ერთი საათის მერე, მარცხენა მხარეს შეამჩნევთ რკინის ბადის ღობეებს და სულ მალე- ეკლესიასაც.
სათხის ეკლესია დაზიანებულია, ჩამონგრეული აქვს ჭერი. კედლებზე შეამჩნევთ მოხატულობის კვალს.
უკან დაბრუნება მოგიწევთ ისევ იგივე გზით.
წახემსება: ეკლესიასთან არის რკინის მაგიდა და სკამები. სამწუხაროდ, წყარო ამ ადგილას არ არის.
8. damatebiTi cnobebi:
|