sruli sia

არმაზი

1. marSrutis maxasiaTeblebi
2. marSrutis mokle aRwera
3. marSrutSi Semavali istoriuli Zeglebi da maTi geografiuli mdebareoba
4. informacia transportis Sesaxeb
5. GPS monacemebi:
6. ruka
7. marSrutis detaluri aRwera
8. damatebiTi cnobebi

1. marSrutis maxasiaTeblebi

ხანგრძლივობა 1 დღიანი
კატეგორია უადვილესი
გასავლელი მანძილი 4 კმ
ასაკრეფი ვერტიკალი 450 მ
საუკეთესო პერიოდი წელიწადის ნებისმიერი დრო
სარეისო ტრანსპორტის ღირებულება ორივე მიმართულებით

2 ლარი

2. marSrutis mokle aRwera.
Aარმაზის ხეობის სიახლოვემ თბილისთან, თვით ხეობის სიმყუდროვემ და სილამაზემ, აგრეთვე მასში მდებარე ორი ისტორიული ძეგლის არსებობამ, განაპირობა ამ ადგილის ძალზედ პოპულარობა. აქ აღწერილი მარშრუტი საკმაოდ მარტივია: იგი მიუყვება მდინარეს გასწრივ და მონასტრამდე პრაქტიკულად აღმართები არ არის. უმრავლესობა აქ ჩერდება და ციხეზე არ ადის.

3. marSrutSi Semavali istoriuli Zeglebi da maTi geografiuli mdebareoba.

არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს ქართლში, მცხეთის რაიონში, მდინარე არმაზისხევის მარჯვენა ნაპირას.

არმაზის ციხე მდებარეობს ქართლში, მცხეთის რაიონში, მდინარე არმაზისხევის მარცხენა ნაპირას, პატარა მთის მწვერვალზე

4. informacia transportis Sesaxeb:

გამგზავრება:
სამარშრუტო ტაქსის რეისი: თბილისი-ძეგვი, თბილისი-წინარეხი, თბილისი-ნიჩბისი;
გასვლის ადგილი: დიდუბის ავტოსადგური
გასვლის დრო: 08:30, 09:00, 10:00, 11:00, 12:00; (ინფორმაცია სრული არაა);
ღირებულება: 1 ლარი
შენიშვნა: წელიწადის დროის ცვლილებასთან ერთად, იცვლება დილის სამარშრუტო ტაქსების გასვლის დრო.

უკან დაბრუნება
სამარშრუტო ტაქსის რეისი: ძეგვი-თბილისი, წინარეხი-თბილისი, ნიჩბისი-თბილისი;
ღირებულება: 1 ლარი;


შენიშვნა: წელიწადის დროის ცვლილებასთან ერთად, იცვლება საღამოს სამარშრუტო ტაქსების გამოსვლის დრო.
გზატკეცილზე ტრანსპორტის ლოდინს, გირჩევთ იმოძრაოთ თბილისის მიმართულებით და 2,2 კილომეტრში მიადგებით მოედანს, საიდანაც მცხეთიდან გამოსული რომელიმე სამარშუტო ტაქსითაც შეძლებთ დაბრუნებას დედაქალაქში.

5. GPSmonacemebi:

ძეგლების კოორდინატები: 

ძეგლის დასახელება Lat Long Elev

არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია

41 50.0000 N

44 40.8888 E

559 m

არმაზის ციხე

41 49.6094 N

44 40.8294 E

772 m

წერტილების (waypoint) ფაილი giorgicminda-iyalto.wpt

ტრეკის ფაილი giorgicminda-iyalto.ptl  giorgicminda-iyalto.kmz


6. ruka

---

7. marSrutis detaluri aRwera

არმაზის ხეობაში მდებარე ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევამდე მისვლა შესაძლებელია სამი გზით: სოფელ კარსანიდან გადასვლა, (იხილე კარსანი-არმაზის მარშრუტი) სამანქანო გზით ასვლა და თავად ხეობის ბოლოდან შესვლა. ყველაზე მარტივი ეს უკანასკნელია და სწორედ მას ავღწერთ აქ.
სამარშრუტო ტაქსი როგორც კი შევა სოფელ არმაზში, მარჯნივ გზის პირას მდებარე რესტორან "არმაზის წყარო"-სთან უნდა შეაჩერებინოთ, თუმცა უკეთესი იქნება, თავად მძღოლი წინასწარ გააფრთხილოთ.
გადაივლით რა ლიანდაგებს, შეხვალთ პატარა ვიწრო ხეობაში. ბილიკის მახლობლად გაყვანილ წყლის მილებს შენიშნავთ. უნდა მიუყვეთ ხეობას. რამოდენიმეჯერ მოგიწევთ მდინარე არმაზისხევის (ძალზედ პატარაა) გადაკვეთა. ადგილ-ადგილ ბუჩქებს და ტანდაბალ ხეებს შორის მოგიწევთ გავლა. ხეობის შესასვლელიდან ერთ კილომეტრში, მიადგებით ხისგან გაკეთებულ ჯვარს და ყვითელ დაფას, რომელიც ღვთისმშობლის ეკლესიის მდებარეობას გიჩვენებთ.
არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია და მის ახლო-მახლო მდებარე ნაგებობები მოშიშვლებულ ადგილას დგანან. ძეგლი რესტავრირებული არ არის, თუმცა ამ ადგილას ცხოვრობენ ბერები. იქვე მათთვის საცხოვრებელი ორ სართულიანი ხის სახლია აშენებული. ეკლესიის პატარა ნაწილი გადახურულია ტენტით, სადაც ღვთის მსახურებას ატარებენ. ამ ადგილამდე სხვა გზიდან ორ ხიდიანი მანქანითაც შესაძლებელია ამოსვლა (დეტალური ინფორმაცია ამ გზის შესახებ არ გვაქვს). ამ ადგილამდე მობილური იჭერს.
ხის ჯვართან ახლოს მეორე ნიშნულია, რომელიც არმაზის ციხის მიმართულებას გიჩვენებთ. Aაქ გზა ორად იყოფა: პირველი მიუყვება მდინარეს გასწრივ, ხოლო მეორე კი მდინარეს კვეთს და მაღლა ადის. ბოლოში ორივე გზა ერთმანეთს უერთდება, თუმცა ჩემი რჩევაა, რომ გაყვეთ ზედა ბილიკს (მეორეს), რომელიც თავის მხრივ ორად იტოტება: ერთი მარცხნივ, ხოლო მეორე კი მარჯნივ (ზემოთ) ადის. არჩევანი მარცხენა გზაზე გააკეთეთ. იგი მოექცევა მდინარეს ზემოდან და მალევე პირველ ბილიკს შეუერთდება. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, რომელიც ნიშნულიდან მდინარეს გასწრივ მიყვება, იგი ადგილ-ადგილ დატბორილია წყლით. Mმდინარეს ადიდების პერიოდში, არ გირჩევთ ამ გზას გაყვეთ.
ამ ორი ბილიკის შეერთებიდან, მდინარის გადაკვეთა მოგიწევთ მხოლოდ ორჯერ. მეორესთან, წყარო შეგხვდებათ. ბოლოსკენ, აღმართები უფრო მატულობს. მარცხენა მხარეს მდებარე მთაზე ციხეს შეამჩნევთ. ბილიკი ციხემდე აგიყვანთ.
არმაზისხევის ციხიდან ლამაზი ხედი იშლება: დასავლეთით, იქვე გამოქვაბულს შენიშნავთ, რომელსაც არსენას გამოქვაბულს ეძახიან, მარჯნივ, ხეობის გაღმა მხარეს ლამაზი კლდეებია აღმართული, ხოლო ჩრდილოეთით მტკვრის ხეობის მარცხენა ნაპირას მდგომი მთები მოჩანს. ციხეზე მობილური იჭერს.
უკან დაბრუნება იგივე გზით მოხდება. თუმცა, ამ ადგილიდან შესაძლებელია სოფელ კარსანში გადასვლა, რომელიც აღწერილია კარსანი-არმაზი –ის მარშრუტში.
წახემსება: ამისათვის ბევრი ადგილი არსებობს არმაზის ხეობაში: მონასტრის დაბლა, არმაზის ციხის ნიშნულიდან რამოდენიმე მეტრში ხეობის გაყოლებაზე რამოდენიმე კარგი საპიკნიკე ადგილია. პიკნიკი თავად ციხეზეც შეიძლება, მაგრამ უმრავლესობა ციხის ქვემოთ (სამხრეთი მიმართულებით), მდინარის პირას ტყით დაბურულ ადგილებში ამჯობინებს.

შენიშვნები:

ზამთრის პერიოდში ან შემდგომ, როცა ხდება უცაბედად დათბობა, არმაზისხევის წყალი საკმაოდ დიდდება და ნაპირიდან ნაპირზე გადასვლა-გადმოსვლა უკვე დასველების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.

8. damatebiTi cnobebi:

---



megobari saitebi

 

 

   

13.02.2017