gardatenis wm. ninos
eklesia
(gviand. feod. xana)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ეკლესია
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
გარდატენის წმ. ნინოს ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით მდებარე 6 კმ–ში სოფელ გარდატენში, მახათაანთ უბანში.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
არ მოგვეპოვება.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
გარდატენის წმ. ნინოს ეკლესია თარიღდება გვიანდელ ფეოდალურ ხანით. ეკლესია დარბაზულია (7,65X5,6მ), ნაგებია ქვიშაქვის კვადრებით. ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია: ნაწილობრივ ჩანგრეულია კამარა და ქონქი, ჩამოცვენილია კედლების საპირე წყობა, ინტერიერში აქა - იქ შემორჩენილია შელესილობის ფრაგმენტები. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილში და ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში. ორივე შესასვლელი სწორკუთხაა, გარედან გადახურულია არქიტრავით. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მცირე შვერილი მხრებითა და ქვის კანკელით. აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია, რომლის ქვემოთ კედელთან, ქვით ნაწყობი სატრაპეზო დგას. სარკმლის ორივე მხარეს მცირე სწორკუთხაა ნიშებია. ეკლესიის სამხრეთით კედელში კიდევ ერთი სარკმელია, რომელიც ორივე მხრიდან დახურულია ბრტყელი ქვის ფილით. ეკლესიას სამხრეთით და ჩრდილოეთით მინაშენები ჰქონია.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
გარდატენის წმ. ნინოს სახელობის ეკლესია სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 5ტ. 1990წ.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
http://ka.wikipedia.org
http://www.dzeglebi.com
|