თელოვნის ჯვარპატიოსნის ეკლესია
(VIII-IX სს)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ეკლესია და გალავანი.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
თელოვნის ჯვარპატიოსნის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო-დასავლეთით 27 კმ-ში მდებარე სოფელ ქსოვრისის აღმოსავლეთით 2 კმ-ში, მინდორში.
ძეგლის მდებარეობის კოორდინატები: 41°58'48.97"N; 44°32'52.37"E;
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
XVIII საუკუნეში ეკლესია შეუკელებიათ. განუახლებიათ გუმბათის კონუსი, გაუმაგრებიათ დასავლეთის მკლავის კედლები, ამოუშენებიათ დასავლეთის სარკმელი და სამხრეთის კარი, დასავლეთით მიუშენებიათ სამრეკლო.
1952-54 წლებში სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნომ ეკლესიას რესტავრცია გაუკეთა (ავტ. ვ. ცინცაძე). გაიწმინდა, გამაგრდა კონსტრუქციული ელემენტები, აღდგენილ იქნა კედლებისა და გუმბათის ყელის დანგრეული ნაწილები, მთლიანად შეიცვალა სახურავი, ეკლესიას ძველი გეგმის მიხედვით შემოავლეს ახალი გალავანი.
|
|
samxreT-aRmosavleTis xedi |
samxreT-dasavleTis xedi |
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
|
gegma |
თელოვნის ჯვარპატიოსნის ეკლესიის (9,7 X10,5 მ) დასავლეთის სწორკუთხა მკლავის სამივე კედელში, თითო კარია. საკურთხევლის ფართო და დაბალ შეკრილ აფსიდში ერთი სარკმელია. აფსიდებიან სამკვეთლოსა და სადიაკვნეში შესასვლელების ბემიდანაა. ორივე სათავსს აღმოსავლეთით თითო სარკმელი აქვს. სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავების ვიწრო, გარედან სწორკუთხა აფსიდებშიც თითო სარკმელია. მკლავების გადაკვეთით მიღებული სწორკუთხა სივრცე სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან დამატებული თაღებით კვადრატთანაა მიახლოებული. კვადრატიდან გუმბათის ყელის რვაკუთხედზე გადასვლა ტრომპებით ხდება. ტრომპების კიდევ ერთი რიგით რვაკუთხედიდან გუმბათის წრიული საფუძველია მიდებული. რვაწახნაგა გუმბათის ყელში ოთხი პატარა სარკმელია.
ეკლესიაში შემორჩენილია IX–X საუკუნეების მოხატულობის ძლიერ დაზიანებული ფრაგმენტები. IX საუკუნის მოხატულობა შემორჩენილია მხოლოდ საკურთხეველში. საკურთხევლის აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს ნაცრისფერ ფონზე გამოსახულია მოციქულთა ფიგურები, რომლებსაც დიდი თავი და ფართო, თითქმის კვადრატული სხეულები აქვთ, დიდი ზომის ხელის მტევნები ფიგურათა მოძრაობას ექსპრესიულ ხასიათს ანიჭებს. ქვემოთ, წმინდანთა ფეხებთან გავლებულია უსწორმასწორო ფართო შავი ზოლი. სარკმლის თავზე მედალიონში მაცხოვრის ბიუსტია მოთავსებული. საკურთხევლის მოხატულობის ქვედა რეგისტრში შემორჩენილია მხოლოდ კედლის კიდეებში სიმეტრიულად განლაგებული მოწითალო აგურისფერი საღებავით შესრულებული ორი სწორკუთხედი, რომლებშიც გამოსახული ყოფილა განედლებული ჯვრები. მოხატულობაში გამოყენებულია ნაცრისფერი, ღია ვარდისფერი, მოწითალო-აგურისფერი, მუქი წითელი და მოვარდისფრო-ღვინისფერი საღებავები. სახის ნაკვთები, შარავანდები შესრულებულია შავი ხაზით.
|
|
aRmosavleTi fasadi |
ganivi ganakveTi aRmosavleTisaken |
X საკუნის მხატვრობა შემორჩენილია ეკლესიის დასავლეთის მკლავის წყვილ პილასტრზე გამოსახულია ორი წმინდანი მთელი ტანით, სამხრეთ პილასტრზე წმ. მეომარი, წმინდანის ფიგურა ამავე მკლავის სამხრეთ კედელზეც გაირჩევა. მისი სახე დიდი თვალებით, თხელი ცხვირით, სოლისებრი წვერითა და მოგრძო ყვრიმალებიანი ოვალით მეტად მეტყველია. ეკლესიის ჩრდილოეთ აფსიდში მცენარეული ორნამენტის ფრაგმენტია შემორჩენილი. მხატვრობის კოლორიტში გაბატონებულია ოქროსფერი ოქრა, მოწითალო-ყავისფერი, ნაცრისფერი და მუქი ლურჯი.
|
|
moxatuloba sakurTxevelSi |
gumbaTis yeli |
ფასადებზე კარების ზღუდარები და სარკმლების თავსართები შემკულია. გუმბათის ყელს შემოვლებული აქვს დეკორატიული თაღედი.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
თელოვნის ჯვარპატიოსნის ეკლესია მცხეთა-თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ5. 1990წ.
2. ფოტოების ავტორი - ზაზა ქარდავა
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
http://ka.wikipedia.org
http://www.nplg.gov.ge
http://dzeglebi.com
http://saunje.ge
|