Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

kaloubnis wm. giorgis eklesia
(XII s)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

წმ. გიორგის ეკლესია.

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

 

3. adgilmdebareoba

კალოუბნის წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთა-შიომღვიმის გზაზე, მცხეთის ჩრდილოეთით 5 კილომეტრზე, მტკვრის მარცხენა მხარეს, მაღალი მთის თხემზე.

 

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

კალოუბნის წმ. გიორგის ეკლესია აგებულია XII საუკუნეში.

რესტავრაცია ჩაუტარდა 1975 წელს.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

grZivi ganakveTi, gegma

კალოუბნის ეკლესია დარბაზულია (4,51X2,72 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. დასავლეთით მასზე მიდგმულია კოშკისებრი ორსართულიანი ნაგებობა, რომლის ცილინდრული კამარით გადახურული პირველი სართული ეკლესიის კარიბჭის როლს ასრულებს. მინაშენს სამხრეთიდან აქვს შესასვლელი. პირველი სართულის ჩრდილოეთ ნაწილში მეორე საეთულზე (სამრეკლოზე) ასასვლელი სწორკუთხა ხვრელობია.
ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა, ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო თაღოვანი ნიშია. საკურთხეველი გამოყოფილია აგურის კანკელით. სატრაპეზოს ქვის წყობაში ჩატანებულია სტელის ფრაგმენტი (ადრინდელია). აქვეა ქვის ემბაზი. სამხრეთ კედელში ერთი სარკმელია. შესასვლელის თავზე გაჭრილი სარკმელი მინაშენის მეორე სართულის სათავსში გადის.
ეკლესია მთლიანად მოუხატავთ XII საუკუნეში. მოხატულობა დაზიანებულია. დარბაზის კამარაში გამოსახულია მედალიონში ჩასმული ჯვარი. დარბაზის და საკურთხევლის მოხატულობა იყოფა ორ რეგისტრად. იატაკსა და ქვედა რეგისტრს შორის გავლებულია მარმარილოს იმიტაციის ფართო ზოლი. აფსიდის კონქში გამოსახულია ვედრება. დარბაზის მხატვრობის ზედა რეგისტრში სადღესასწაულო ციკლის ხუთი სცენაა ასახული: დასავლეთის კედელზე - ხარება; ჩრდილოეთის კედელზე - შობა, მირქმა; სამხრეთის კედელზე - ნათლისღება და ფერისცვალება. ქვედა რეგისტრში წარმოდგენილია წმინდანთა სადიდებელი კომპოზიციები. დასავლეთის კედლის ქვედა რეგისტრის დიდი ნაწილი თეთრ ცხენზე მჯდომ ტრიუმფატორ წმიდა გიორგის ფიგურას უჭირავს. მის მარცხნივ დარჩენილი ვიწრო ზოლი დაყოფილია სამ რეგისტრად. თითოეულში წმინდა დედათა ნახევარფიგურებია. ასეთივე პრინციპითაა დაყოფილი ჩრდილოეთ კედლის ქვედა რეგისტრი - დიდი ნაწილი აქ წაბლა ცხენზე მჯდომ წმიდა თევდორეს ფიგურას უკავია, ხოლო მარჯვენა მხარეს ვიწრო ზოლად სამ რეგისტრში წმინდა მამათა ნახევარფიგურებია. სამხრეთის კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში წარმოდგენილია წმიდა გიორგი პატრიცის სახით, ხოლო დასავლეთ მონაკვეთში - წმიდა დიმიტრი. მათ შორის სარკმლის ქვეშ მოთავსებულია წმიდა დედის ნახევარფიგურა.
მხატვრობა მონუმენტური და მშვიდია, მაგრამ შეიმჩნევა დეკორაციულ-დინამიური სტილისაკენ გადახრა (რეგისტრებს შორის შეუთანხმებლობა, გამოსახულებათა სხვადასხვა მასშტაბი, ფიგურათა სხვადასხვაგვარი შეთანხმება სივრცესთან, თავისუფალი ადგილების შევსება ნახევარფიგურებით). ხაზი მოძრავი და დენადია. კოლორიტი გამოირჩევა დახვეწილი ფერადოვანი გამით - ვარდისფერი, ცისფერი, თეთრი, ბაცი მწვანე ფერები შეხამებულია მოწითალო ყავისფერთან.


8. Zeglis daqvemdebareba da statusi

კალოუბნის წმ. გიორგის ეკლესია მცხეთა–თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

 

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა - 5ტ., 1990წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016