lavrisxevi
(X s)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ეკლესია.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
ლავრისხევის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით 18 კმ–ში მდებარე სოფელ თელათგორის სამხრეთით მდებარე სოფელ ლავრისხევიდან სამხრეთით, 1,5 კმ–ში, ტყეში.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
1980–იან წლებში ძეგლს ჩაუტარდა რესტავრაცია.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება..
7. arqiteqturuli aRwera
|
|
aRmosavleTi fasadi |
ganivi ganikveTi aRm-ken |
|
zeda cixis gengegma |
ლავრისხევის ეკლესია თარიღდება X საუკუნის პირველი ნახევრით. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი თავისუფალი ჯვრის ტიპის ნაგებობაა (9,5X9 მ). ნაგებია საშუალო ზომის მოყავისფრო-მოყვითალო ნატეხი ქვიშაქვით. გამოყენებულია ბაზალტი და ტუფიც. XIX საუკუნეში ეკლესია შიგნიდან და გარედან შელესეს და მოხატეს, დააგეს ხის იატაკი, დადგეს კანკელი და გადახურეს თუნუქით. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს – ჩრდილოეთი მკლავის ჩრდილოეთ კედელში და დასავლეთ მკლავის სამხრეთ კედელში (XIX საუკუნეშია გაჭრილი). აღმოსავლეთ მკლავი დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით. დანარჩენი მკლავები სწორკუთხაა. რვაწახნაგა გუმბათი ოდნავ წაგრძელებეულ მართკუთხედს ემყარება. გუმბათზე გადასვლა ხორციელდება ტრომპის მაგვარი კონსტრუქციის მეშვეობით. გუმბათის ყელის ყოველ წახნაგში და ოთხივე მკლავში თითო სარკმელია. გუმბათი გადახურულია შეკრული კამარით. მკლავების პირით კედლებში ამოყვანილია თაღები, რომლებსაც კონსტრუქციული და დეკორატიული მნიშვნელობა აქვთ. აღმოსავლეთი სარკმელი სამი ჯვრის ქვაზე კვეთილი რელიეფითაა შემკული. ეკლესიაში შემორჩენილია XIX საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები.
1980–იან წლებში ჩატარდა ძეგლის რესტავრაცია.
|
|
moxatuloba |
moxatuloba |
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
ლავრისხევის ეკლესია სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და მოქმედი არ არის.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 5ტ, 1990წ.
2. ფოტოების ავტორი – ზაზა ქარდავა
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi http://ka.wikipedia.org
http://novators.comoj.com
|