Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto

მანავის ღვთისმშობლის
ეკლესია
(1794 წ.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

მანავის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ძველი ქართული გუმბათოვანი ეკლესიების ერთი უკანასკნელი ნიმუშთაგანია, ზუსტად დათარიღებული წარწერით (რომელიც ახლა დაკარგულია). ის კუპელჰალეს ტიპის თავისებური რემინისცენციაა.

3. adgilmdebareoba

მანავის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მისგან აღმოსავლეთით 15 კმ–ში მდებარე სოფელ მანავის ჩრდილოეთით, მთის ფერდზე.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

მანავის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია დავით გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარს ეფთიმის აუშენებია. ამაზე მოგვითხრობდა ვრცელი სამშენებლო წარწერა. იგი დღემდე შემორჩენილი არ არის, თუმცა, გამოქვეყნებულია ლ. მელიქსეთ-ბეგის მიერ. წარწერა ასე იკითხებოდა: „დროსა ... მეფის ირაკლი მეორისას, მოწყალებით ქრისტე ღმრთისად, აღუაშენე დედისა, ღმრთისა შობისა წმინდა ეკლესია მრავალ მთის მონასტრის ... ადგილს შინა, ნათლიმცემლის არხიმანდრიტმან მეფისა ... ქრისტეს აქეთ ჩღ(დ) და ქართულისა ქორონიკონსა უპბ“. არქიმანდრიტი ეფთიმი აქ 1774-1798 წლებში მოღვაწეობდა. ამავე პერიოდში თავსდება მანავის ეკლესიის აგების თარიღიც – 1794 წელი.

ეკლესიას 2008 წელს ჩაუტარდა რესტავრაცია.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

gegma

მანავის ეკლესიის გეგმა (10,85X6,8 მ.) გარე სამკუთხედში მოთავსებულ, გრძივ ღერძზე მცირედ წაგრძელებულ შიდა სივრცეს წარმოადგენს, რომელსაც აღმოსავლეთით ფართო, მთელი მთელი ნავის სიგანის მომცველი აფსიდი აქვს. პასტოფორიუმები არ აქვს. გუმბათი კედლის ერთ წყვილ შვერილსა და საკურთხევლის კუთხეებზე გადაყვანილ თაღებს ეყრდნობა. შვერილები გრძივი კედლების ცენტრალურ ადგილასაა ამოყვანილი და დარბაზის სივრცეს ორ თანაბარ მონაკვეთად ჰყოფს (მესამე ნაწილი საკურთხევლის აფსიდია) ისე, რომ საკურთხევლისწინა არე, სადაც გუმბათია აღმართული, ჩრდილო-სამხრეთით წაგრძელებული  მართკუთხედის მოხაზულობისაა და არა კვადრატული. გუმბათი სამხრეთით და ჩრდილოეთით გრძივი კედლების კონქისებრ გადმოზნექის შედეგად მიღებულ თაღებს ეყრდნობა. ეს გადმოზნექილი კედლები საჭიროა, რათა მცირე დიამეტრის გუმბათისთვის გუმბათქვეშ კვადრატი შეიქმნას.
გრძივი კედლები, გარდა იმისა, რომ შვერილებითაა დანაწევრებული, საკმაოდ ღრმა, ერთნაირი სიმაღლისა და სიგანის ორ-ორი თაღითაც იყოფა. ეს თაღები მშვიდი, დამჯდარი პროპორციებით გამოირჩევა, მათ ზემოთ საკმაო სიმაღლის კედლის სიბრტყეა დარჩენილი. სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში თაღის თავზე სარკმელიც კია გაჭრილი. შიდა სივრცე საკმაოდ კარგადაა განათებული გუმბათის რვა სარკმლითა და ქვედა კორპუსის ოთხი სარკმლით, რომელთაგან ერთი აფსიდშია, ერთი დასავლეთ კედელში და ორი, ერთმანეთის თავზე, სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში (ქვედა თაღოვან ნიშაშია მოქცეული).

ganakveTi aRmosavleTisken

შესასვლელი ორია: სამხრეთისა გრძივი კედლის დასავლეთ კუთხეშია ჩაწეული, დასავლეთისა და ცენტრალურ ღერძზეა გაჭრილი და თაღოვანი ფორმა აქვს. სამხრეთი კარიც თაღოვანია, თუმცა კი შეისრული. მას ზემოდან ტიმპანიც ახლავს.
შიდა სივრცეში ორგვარი მოხაზულობის თაღებია გამოყენებული: გუმბათქვეშ მათ მკვეთრად შეისრული მოხაზულობა აქვს, ხოლო სარკმლები, კედლის უბე-თაღები – ნახევარწრიულია. საკურთხევლის აფსიდში რამდენიმე ნიშაა გაჭრილი. შვერილებსა და დასავლეთ კუთხეებში მოთავსებულ ნახევარპილასტრებს პროფილირებული იმპოსტები ასრულებს. მათი ფორმა თაროსა და მის ქვემოთ გამობურცული „ბალიშისაგან“ არის შედგენილი.
მასალად რიყის ქვა და აგურია გამოყენებული. ეს უკანასკნელი კონსტრუქციულად მნიშვნელოვან ნაწილებში იხმარება. დასავლეთი მონაკვეთის კამარა კვადრატულად დაწყობილი აგურის რიგებითაა ამოყვანილი; აგურის წყობითაა აქცენტირებული გუმბათქვეშა შეისრული თაღების მოხაზულობაც.

gumbaTi gumbaTi

გარე მასებშიც იგივე სამშენებლო მასალაა გამოყენებული. თუმცა, ზოგან აქ შირიმის ქვაც ემატება (კედლების ზედა ნაწილებში). გუმბათი და ზოგიერთი დეკორატიულ-კონსტრუქციული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაწილი აგურისაა. გუმბათი მკვეთრად მაღალი კონუსითა და დეკორატიული გაფორმებითაა აქცენტირებული. აღმოსავლეთითა და დასავლეთით ერთიან, ორფერდა გადახურვაა, სამხრეთითა და ჩრდილოეთით კი ჯვრის მკლავებია ამაღლებული საკუთარი, ორფერდა გადახურვითურთ.  ჩრდილოეთი ფასადი მთის ფერდთანაა და მის გაფორმებას არ ეთმობა დიდი ყურადღება. აქეთ ღიობებიც არ არის, მაგრამ ფრონტონის არეში სიბრტყული ჯვარი მაინც გამოუყვანიათ.  აღმოსავლეთ ფასადი არ არის  გულმოდგინედ გაფორმებულს. აქაც იმგვარივე ჯვარია, როგორც ჩრდილოეთით და, ამას გარდა, საკურთხევლის სარკმელიც გამოდის.
ჯვარი ფრონტონის არეზე სამხრეთითაც გვაქვს. მას აქ ორ მხარეს რომბებიც ემატება. ეს ფასადი ღიობებითაცაა გამოცოცხლებული. აქ არის მკლავის არეზე ორ ერთი მეორის თავზე განლაგებული სარკმელი და ფასადის დასავლეთ მონაკვეთში გაჭრილი კარი, რომელსაც შეისრულ-თაღოვანი დაბოლოვება ჰქონდა. ის სწორკუთხა ნიშაშია ჩასმული.

dasavleTi fasadi

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დასავლეთ ფასადს, სადაც გაფორმების ახლებურ სახე ჩანს. აქ კარით, მის თავზე განთავსებული სიბრტყეში აგურის ჯვრითა და სარკმლით ცენტრალური ღერძია აქცენტირებული. ცენტრალურ არეს აგურით ამოყვანილი პილასტრები და მასზე გადაყვანილი აგურისავე თაღი შემოწერს. პილასტრებს თაღის ქუსლთან რამდენიმე საფეხურიანი იმპოსტებიც ახლავს, რომელნიც ერთმანეთთან ჰორიზონტალური თაროთია დაკავშირებული. ამ ხერხით გამოყოფილია თაღის „ლუნეტი“ მასში გაჭრილი სარკმლით. დასავლეთი ფასადის გაფორმების ეს მოტივი გამოყენებულია გუმბათის ყელის გაფორმებაში, ბუნებრივია, მცირე ზომებით: წიბოებზე აყოლებულ ლილვებს ებჯინება საფეხურიანი „პილასტრები“ თავისი იმპოსტებითა და ზედ გადაყვანილი ნახევარწრიული თაღებით, რომელთა ქუსლებსაც ჰორიზონტალური თარო აერთებს.
აგურისავეა გუმბათის ყელის ლავგარდანი და მაღალი, წახნაგოვანი კონუსი.

ვ. ბერიძის დაკვირვებით, ფასადები, აგურის დეკორატიული ელემენტების გამოკლებით შელესილი ყოფილა. მანვე შეამჩნია გუმბათის ყელის ზემო ნაწილში და სამხრეთი შესასვლელის ნიშის ზედა მონაკვეთზე ლურჯი საღებავის კვალი. ლურჯი ჭიქურის ფრიზი გაყოლებული უნდა ყოფილიყო გუმბათის კარნიზის ქვემოთაც.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

მანავის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. ვ. ბერიძე –  „ძველი ქართული ხუროთმოძღვრება“,  1974წ.
2. ნ გენგიური – „კუპელჰალე“, 2005წ.
3. ფოტოების ავტორი – ლიდა კაპანაძე;

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

http://novators.comoj.com

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016