Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

wromis taZari
(626-634 ww.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

Eეკლესია და გალავანი.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება

3. adgilmdebareoba

წრომის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, მისგან აღმოსავლეთით 15 კმ-ში მდებარე სოფელ წრომში.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

ჯერ კიდევ IV საუკუნეში წრომში ყოფილა საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკლესია, სადაც მემატიანის გადმოცემით, 457 წელს, აგვისტოში, წამებით მოუკლავთ რაჟდენი, რომელმაც ვახტანგ გორგასლის დროს ქრისტიანობა მიიღო. ამ ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, როგორც აკადემიკოსი გ. ჩუბინიშვილი აღნიშნავს, 626-63 წლებში ერისმთავარ სტეფანოზ II-ს აუგია წრომის დღევანდელი გუმბათიანი ტაძარი. წრომის ტაძარი 626-634 წლებში, ერისმთავარ სტეფანოზ II-ის დაკვეთით აიგო. ტაძარი რამდენჯერმე დაზიანდა და გადაკეთდა: XI და XII საუკუნეებს შორის და XVI-XVII საუკუნეებში. 1731 წლის 24 სექტემბერს ლეკთა შემოსევის დროს დაინგრა გალავანი. 1940 წლის 8 მაისის მიწისძვრამ ძალზე დააზიანა ტაძარი.
1940 წლის 8 მაისის მიწისძვრამ ძალზე დააზიანა ტაძარი: დაინგრა გუმბათი, გუმბათქვეშა კვადრატის კედლები, ნართექსისა და დასავლეთ-სამხრეთ მკლავების ცილინდრული თაღების დიდი ნაწილი, გადაიხარა დასავლეთის კედელი. 1949, 1959, 1974-75 წლებში ჩატარებულმა სარესტავრაციო სამუშაოებმა ტაძარს პირვანდელი სახე დაუბრუნა.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება;

7. arqiteqturuli aRwera

gegma

წრომის ტაძარი ჯვარ–გუმბათოვანი ნაგებობაა (25,6X19,85 მ), დგას ორ სამსაფეხურიან ცოკოლზე. ნაშენია კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით (ნაწილობრივ გამოყენებულია მუქი ნაცრისფერი და მოყვითალო პორფირი). წყობა მწყობრად ჰორიზონტალურია. ტაძარს სამი შესასვლეი აქვს დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან.
გუმბათი ეყრდნობა ცენტრალურ სივრცეში მოთავსებულ ოთხ ცალკე მდგომ ბურჯს. კვადრატული სივრციდან გუმბათის ყელზე გადასვლა ხდება ტრომპების მეშვეობით. ინტერიერში გამოკვეთილია სიგრძივი ღერძი. დასავლეთით მოთავსებულია პატრონიკე. პატრონიკე თავდაპირველად საზოგადოების მაღალი წრის წარმომადგენელთათვის იყო განკუთვნილი, მოგვიანებით კი — მგალობელთა, მუსიკოსთა და ორღანისთვის.

patronike trompi

პატრონიკეს ქვეშ არის წაგრძელებული ნართექსი (ქრისტიანულ ტაძარში დასავლეთით მოთავსებული სადგომი, რომელიც განკუთვნილი იყო მათთვის, ვისაც მლოცველთა მთავარ სივრცეში შესვლის უფლება არ ჰქონდა. ძირითადად –კათაკმეველებისთვის (მოუნათლავებისთვის)), რომლის შუა ნაწილი გადახურულია ცილინდრული კამარით, ხოლო გვერდითები – ჯვრული კამარით. სამხრეთ–დასავლეთით იყო საქალებო. საკურთხევლის ორსავ მხარეს მდებარე ოთახებში სადიაკვნე და სამკვეთლო.
განათების მთავარი წყარო გუმბათის ყელში გაჭრილი ოთხი და მკლავებში გაჭრილი თითო დიდი სარკმელია, რასაც რამდენიმე მრგვალი სარკმელიც ემატება.

samxreTi fasadi perspeqtiuli xedi aRmosavleTi fasadi
dasavleTis fasadi ganivi Wrili

ფასადები სადაა, მოურთავი, რაც მკაცრ მონუმენტურ იერს აძლევს. აღმოსავლეთი ფასადი სამნაწილიანია, კედელში ამოკვეთილი ორი სამკუთხა ნიში კონსტრუქციული დანიშნულებისა (გამონათავისუფლებულია კედელი ზედმეტი მასებისგან. ეს ელემენტი მოგვიანებით დამკვიდრდა როგორც დეკორატიული ელემენტი) და საკურთხევლის სარკმლის ნიშა, რომელიც ერთმანეთთან სამი თაღით არის დაკავშირებული. მოურთავ ფასადებზე რამდენიმე ადგილას არის რელიეფური ჯვრის გამოსახულება. სამხრეთ ფასადზე შუა სარკმლის მარცხნივ ასომთავრული წარწერაა რომელშიც მოხსენიებულია ქართლის ერისმთავარი სტეფანოზ II ადარნასეს ძე.

mozaika

საკურთხევლის კონქი შემკული იყო მოზაიკით (VII საუკუნის I ნახევარი), რომლის უმეტესი ნაწილი დღეს განადგურებულია. გადარჩენილი ფრაგმენტები საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია გადატანილი. დღეს საკურთხეველში მხოლოდ მოსამზადებელი ნახატის კონტურებია დარჩენილი. წარმოდგენილი იყო „ქრისტრეს დიდების“ კომპოზიცია. მეორე რეგისტრში მოციქულთა ფიგურების ფრაგმენტებია შემორჩენილი. საკურთხევლის სარკმლის თაღში – სამი მედალიონია, ცენტრალურ მედალიონში ჯვარია გამოსახული. ქვემოთ ორნამენტული ზოლი გასდევს აკანთის ფოთლების მოტივით. კოლორიტი მოცისფრო–ფირუზი ფერის, სისანისფერის, მოყვითალო და მოვარდისფრო ფერების შეხამებაზეა აგებული. ტაძრის დანარჩენი ნაწილი მოუხატავი იყო.

1940 წლის 8 მაისის მიწისძვრამ ძალზე დააზიანა ტაძარი: დაინგრა გუმბათი, გუმბათქვეშა კვადრატის კედლები, ნართექსისა და დასავლეთ-სამხრეთ მკლავების ცილინდრული თაღების დიდი ნაწილი, გადაიხარა დასავლეთის კედელი. 1949, 1959, 1974-75 წლებში ჩატარებულმა სარესტავრაციო სამუშაოებმა ტაძარს პირვანდელი სახე დაუბრუნა.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

წრომის ტაძარი ურბნისისა და რუისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და მოქმედია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 5ტ, 1990წ.
2. ფოტოების ავტორი – დავით მიქავა

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.regions.ge

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://wapedia.mobi/ka

http://saunje.ge

http://shidakartli.gov.ge

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016