Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto

კავკასიის დიდი კედელი ანუ საინგილოს გრძელი გალავანი
(V-VI სს ?)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

გალავანი, სწორკუთხა ნაგებობა, სამლოცველო, ციხე-გალავანი.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე წარსულში მდებარეობდა ჩინეთის კედლის მსგავსი ორი საფორტიფიკაციო დანიშნულების ნაგებობა: საინგილოს ტერიტორიაზე კავკასიის დიდი კედელი, ანუ საინგილოს გრძელი გალავანი, (სიგრძე 150 კმ) და დასავლეთ საქართველოში აფხაზეთის დიდი გალავნის ანუ კელასურის დიდი კედელი.

3. adgilmdebareoba

კავკასიის დიდი კედელი მდებარეობს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ მხარე ჰერეთში, ბელაქნისა და ზაქათალას რაიონებში – სოფ. კატეხისა და სოფ. მაწეხის ახლოს, ლაგოდეხ–ზაქათალას მაგისტრალური გზის მარცხენა მხარეზე.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

კავკასიის დიდი გალავნის დათარიღების შესახებ მკვლევართა საერთო აზრი ჯერ კიდევ არაა დადგენილი. უცხოელ მწერალთა და მოგზაურთა უძველეს წერილობით წყაროებში ამ ძეგლის დათარიღების შესახებ რაიმე პირდაპირი მითითება არ მოიპოვება, გარდა X საუკუნის არაბ მოღვაწეს იბნ–ალ–ფაკიხსა, რომელსაც აღნიშნული აქვს, რომ "...სასანიდმა ხოსრო I ანუშარვანმა 531–578 წლებში აღაშენა ალბანების მიწაზე ამბვაბი შქი და ამბვაბი.“... როგორც ცნობილია, არაბი გეოგრაფები "ამბვაბს" უწოდებდნენ მთის ხეობებში გასასვლელ კარებს, მაგრამ აქ ზუსტად არ არის მითითებული იგი ნამდვილად ეხება თუ არა "კავკასიის დიდი გალავნის" "აღშენებას".
ანალოგიური ცნობა მოცემული აქვს X საუკუნის სომეხ ისტორიკოსს კალანკატუელს, სადაც წერია, რომ "სპარსელთაგან დადგენილ მთავარმმართებელმა ალბანიისამ (ანუშირვანმა) ნახა, რა დაემართა გასაოცარ კედელზე მდგომარე ჯარებს, კედლის ასაშენებლად კასპიის ზღვისა და კავკასიის მთის შუა, სპარსეთის ხელმწიფეებმა შეაწუხეს ალბანია და მოღალეს ხალხი ხუროთმოძღვრების ძებნითა და მასალის ზიდვითა.
1936 წელს ამ კედლის მიდამოებში გათხრები აწარმოა ა. პოხომოვმა, მისი აზრითაც, იგი აგებული უნდა იყოს სასანიდების მიერ (V - VII ს.).
ი. ადამიას აზრით, კავკასიის დიდი კედელი აშენებული უნდა იყოს ქვეყნის თავდაცვის მიზნით ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, სახელდობრ „26 ენაზე მოლაპარაკე ტომების“ მიერ, ჯერ კიდევ ადრე ფეოდალურ ხანაში დაახლოებით V–VI საუკუნეების მიჯნაზე.
დამოწმებული ამონაწერიდან აშკარად ჩანს, რომ ალბანეთში (ჰერეთში) არსებობდა რაღაც "გასაოცარი კედელი" რომლის ასაგებად საჭირო "მასალის ზიდვითა" და მშენებელ სპეციალისტთა (ხუროთმოძღვართა) ძებნით ხალხი ძლიერ მოქანცულა. აქვე მითითებულია აღნიშნული კედლის გეოგრაფიული მდებარეობა. კასპიის ზღვისა და კასპიის მთის შუა ტერიტორია , რომელიც დაახლოებით მოიცავს თანამედროვე საინგილოს ტერიტორიაზე" კავკასიის გრძელი კედლის" დღემდე დარჩენილი ნაშთების ადგილმდებარეობას.
ამ ძეგლის შესახებ (პირდაპირი მნიშვნელობით) არაფერია ნათქვამი "ქართლის ცხოვრების" ფურცლებზე, არც ვახუშტი ბაგრატიონი გვაწვდის მასზე რაიმე ცნობას.
თვით სახელწოდება "დიდი ანუ გრძელი კედელი" იმაზე მიუთითებს, რომ იგი დიდ მანძილზე უნდა ყოფილიყო გადაჭიმული–ნუხიდან მოყოლებული, საბუემდე, რაც დაახლოებით 150 კმ-ს შეადგენს. მისი ანალოგიური კედლის ე. წ. აფხაზეთის დიდი გალავნის ანუ კელასურის კედლის სიგრძე, დიუბუა დე მონპერეს გადმოცემით, 160 კილომეტრს უდრიდა.
საყურადღებოა ხანდაზმული ინგილოების გადმოცემა, – დედოფალ ფერის, აქ ჰქონია სასახლე. იგი განაგებდაო ქვეყნის საქმეებს. მას ჩვენი ადგილ – მამულები შემოუზღუდავს ქვის გალავნით. სანამ ფერი ცოცხალი ყოფილა, მტრებიც დაჩოქილი ჰყოლია, მაგრამ ფერის შემდეგ მტრებს ჩვენები გალავნიდან გადაურეკიათ. გალავანი დაუნგრევიათ და ჩვენი მამა–პაპის ადგილებს თვითონ დაჰპატრონებიან. ეს გალავანი (ზღუდე) გაჭიმული ყოფილა კასპიამდე (კასპიის ზღვამდე) და დარუბანდის ციხე–სიმაგრის გალავანს უერთდებოდა. როგორც ირკვევა, ახალი პერიოდის პუბლიკაციების ავტორების უმრავლესობა ძირითად ცნობებს "გრძელი კედლის" მშენებლობის შესახებ ხალხური ზეპირი წყაროებიდან იმოწმებს.
ამ თქმულებების საფუძველზე ზოგიერთი ავტორი თამარ მეფის მოღვაწეობის ხანის ფაქტებს იშველიებს და გალავნის მშენებლობის თარიღსაც 1184 და 1212 წლებს უკავშირებს.
ყველაზე კარგად ამ კედლის ნაშთები ბელაქნისა და ზაქათალას რაიონებში – სოფ. კატეხისა და სოფ. მაწეხის ახლოსაა შემორჩენილი.

kedlis fragmenti

ძეგლის ნაშთების კვალი დიდ მანძილზე შეინიშნებოდა დაწყებული ლაგოდეხიდან ნუხამდე, მაგრამ თანდათანობითმა ნგრევამ და მოსახლეობაში სახლების მშენებლობისათვის და გზების გასაყვანად მისმა გამოყენებამ ამ კედლის კვალი ბევრგან წაშალა. სამწუხაროდ ეს კედელი, როგორც უნიკალური ძეგლი, არასოდეს ყოფილა დიდი გულშემატკივრობით დაცული; განსაკუთრებით მისი დიდ სიგრძეზე დანგრევა დაიწყო 1910 წელს,.... გზის იჯარადარმა, რომელიც წამხდარ გზას ანახლებდა, სანახევროდ დაარღვია იგი და მასალად გამოიყენა.“
მოხვეული გზის გასწორებისას 1954 წელს. სოფ. კატეხის ბოლოს მდ. მაწის ანუ მაჭის წყლიდან (მაზმიჩაიდან) იქ, სადაც ოცდამეშვიდე კილომეტრის მაჩვენებელი ნიშანსვეტი დგას, გზის რეკონსტრუქციის დროს უყურადღებობამ იმსხვერპლა აღნიშნული "გრძელი კედლის" სისტემაში ჩართული სათავდაცვო დანიშნულების უზარმაზარი ცილინდრული ნაგებობის კედლების ერთი მესამედზე მეტი, რომელიც ა. ასპახოვას მიდამოზე ყოფილა დაცული.
ყველაზე გამანადგურებელი საფრთხე, მაინც მის საშენ მასალად გამოყენება იყო, საუკუნეების მანძილზე იგი გადაქცეული იყო საშენი რიყის "კარიერად".
გამოურკვეველია, თუ როდის დაკარგა "კავკასიის დიდმა კედელმა" თავისი თავდაცვითი მნიშვნელობა, რომელ საუკუნეში დაიწყო ამ გრანდიოზული ნაგებობის ხელყოფა, მისი რღვევა.

ჯერ კიდევ 120 წლის წინათ ამ საკითხებისათვის ყურადღება მიუქცევია ბესტუჟევ–მარლინსკის,, ძველი ჰერეთის ტერიტორიაზე მოგზაურობის დროს. იგი წერდა; "საინტერესოა, საით მიიმართებოდა ან სადამდის აღწევდა ეს კედელი? როდის დაიწყო მისი გატაცება სოფლის ასაშენებლად? აი კითხვები, რომელთაც, ალბათ ვერასოდეს ვერ მოვფენთ ნათელს".
არსებობს გადმოცემა, თითქოს ამ კედლისათვის საჭირო საშენი ქვა კასპიის ზღვიდან მოჰქონდათ, მაგრამ ეს აზრი უსაფუძვლოა, რადგანაც არ ჩანს ის ზღვის ნიჟარები, რომლებიც დამახასიათებელია კასპიის ზღვის ნაპირის კენჭებისათვის".
"კავკასიის გრძელი კედლის" ასაშენებლად საჭირო რიყის ქვის ფანტასტიკური რაოდენობა (დაახლოებით 300მილიონი კუბ. მეტრი), როგორც ირკვევა, კავკასიონის სამხრეთი ფერდობებიდან ადიდებულ მდინარეებს ჩამოჰქონდათ.
ადგილობრივ მცხოვრებთა – მოხუცი ინგილოებისა და ლეკების გადმოცემით, ამ კედლის ნაწილები პირველ რევოლუციამდე (1905წ.) სოფ. კახის ახლოსაც ყოფილა დარჩენილი; მისი ნანგრევები ახსოვთ სოფ. კოხ–მოხთან, ნუხის აქეთ და ნუხის იქითაც, სოფ. მუხახთან და სხვ. ამ კედელში მრავალი სათვალთვალო კოშკი ყოფილა დატანებული.

ამ საკითხთან დაკავშირებით ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში დაცულია ერთი მეტად საინტერესო თქმულება, რომ ამ კედელს კოშკები ჰქონია დატანებული, რომელთა მეშვეობით ხდებოდა სიგნალების გადაცემა. ხალხური გადმოცემით დარიალის კარიდან კასპიის ზღვამდე ამბის გადაცემას სულ 4 საათიც კი არ სჭირდებდა.
"კავკასიის კედლის" კომპლექსის – მთელი ანსამბლის შესახებ ნათელ წარმოდგენას იძლევა ბესტუჟევ–მარლინსკის 135 წლის წინანდელი ფრიად მნიშვნელოვანი აღწერა. წარსულში "კავკასიის კედელი" ზოგიერთ ადგილას როგორც ჩანს დაუზიანებლად ყოფილა შემონახული. მას დაჰყვებოდა პატარ–პატარა კოშკები, რომლებიც ერთმანეთისაგან არათანაბარი მანძილით იყვნენ დაშორებული და ზომითაც არ იყვნენ ერთნაირი. საფიქრებელია, რომ ისინი მთავარ საგუშაგოებად იყვნენ განკუთვნილნი. მათში ინახავდნენ იარაღსა და სანოვაგეს. იქვე ცხოვრობდნენ ჯარის უფროსები და ომიანობის დროს იქვე იწვევდნენ ლაშქარს. კოშკების სიმაღლე იცვლება ნიადაგის უსწორმასწორობასთან დაკავშირებით და ციცაბო დაღმართებში იგი კიბისებურად დაბლდება. კოშკები ერთი არშინითაა კედელზე მაღალი. როგორც დამოწმებული ცნობებიდან ირკვევა, „კავკასიის კედლის“ სისტემაში დატანებულ მცირე ზომის კოშკებს სათვალთვალო (საგუშაგო) დანიშნულება ჰქონია; მტრის თავდასხმის შემთხვევაში მათი მეშვეობით ხდებოდა შორ მანძილზე საგანგაშო ნიშნების გადაცემა, რის გამოც ერთი კოშკიდან მეორის დანახვა და ხმის მიწვდენაც შესაძლებელი უნდა ყოფილიყო;

კავკასიის დიდი კედლის პირველი სასინჯი არქეოლოგიური გათხრები ჩატარებულ იქნა 1936 წელს. (პახომოვის ხელმძღვანელობით) ეს გათხრები არ ყოფილა დიდი მასშტაბისა, ამიტომაც ექსპედიციას არ უცდია აღნიშნული კედლის ტრასის მთელი სისრულით აღდგენა. იგი არ გასცილებია ბელაქნისა და ზაქათალას რაიონებს.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არსებობს ხანდაზმული ინგილოების გადმოცემები კავკასიის გრძელი კედლის შესახებ: დედოფალ ფერის, აქ ჰქონია სასახლე. იგი განაგებდაო ქვეყნის საქმეებს. მას ჩვენი ადგილ – მამულები შემოუზღუდავს ქვის გალავნით. სანამ ფერი ცოცხალი ყოფილა, მტრებიც დაჩოქილი ჰყოლია, მაგრამ ფერის შემდეგ მტრებს ჩვენები გალავნიდან გადაურეკიათ. გალავანი დაუნგრევიათ და ჩვენი მამა–პაპის ადგილებს თვითონ დაჰპატრონებიან. ეს გალავანი (ზღუდე) გაჭიმული ყოფილა კასპიამდე (კასპიის ზღვამდე) და დარუბანდის ციხე–სიმაგრის გალავანს უერთდებოდა.
არსებობს ხალხური გადმოცემის სხვა ვარიანტიც, რომლის მიხედვითაც აღნიშნული კედლის მშენებლობა ალექსანდრე მაკედონელს მიეწერება, მაგრამ ალექსანდრე მაკედონელის მოსვლა საქართველოში საერთოდ მეცნიერთა მიერ უარყოფილია, ამიტომ თქმულების ამ ვერსიას არ გააჩნია არავითარი საფუძველი.
არსებობს აგრეთვე გადმოცემა, თითქოს ამ კედლისათვის საჭირო საშენი ქვა კასპიის ზღვიდან მოჰქონდათ, მაგრამ ეს აზრი უსაფუძვლოა.... რადგანაც არ ჩანს ის ზღვის ნიჟარები, რომლებიც დამახასიათებელია კასპიის ზღვის ნაპირის კენჭებისათვის.

7. arqiteqturuli aRwera

kedlis fragmenti,
gegma da Wrili

ა) კავკასიის დიდი კედლის ქვის კედლის სისქე 150 სმ-ს აღემატება. მაქსიმალური სიმაღლე ზოგიერთ ადგილას 310 სმ–ია, ხოლო კედლის დარჩენილი ფრაგმენტების უმეტესობა 180–250 სმ სიმაღლემდეა შერჩენილი.
საშენ მასალად გამოყენებულია სხვადასხვა ზომის (15–20–30–50 სმ.) რიყის ქვა. კედლის წყობაში შემამჭიდროებელ მასალად გამოყენებულია მსხვილმარცვლოვანი ფრაქციის ქვიშისა და კირის სქელფენოვანი დუღაბი, რაც მისი სამშენებლო ტექნიკის არქაულობაზე მეტყველებს. დუღაბი დროთა ვითარებაში ისეა განმტკიცებული, რომ კედელი "ქვითკირად" ქცეულ ერთიან მკვიდრ მასას წარმოადგენს.
კედლის ნგრევისას თვით დუღაბი ძნელად იფშვნება, რის გამოც მასში, მისი სისქიდან ამონაცვენი "სიპი" ქვების მოცულობითი ფორმების ღრმა ანაბეჭდები (ფოსოები) რჩება.
არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურეს, რომ „კავკასიის კედლის“ მიმართულება ბელაქან–ზაქათალას ტრასაზე სამი ინტერვალისგან შედგება და მათ მკაცრი სწორხაზოვანი მიმართულება აქვთ; მხოლოდ ერთ ადგილზე სოფ. კარტეხის შესავალიდან ასი მეტრის მანძილზე იცვლის მიმართულებას (რკალურად უხვევს) ბოლოს კედელი ისევ სწორდება და ზუსტად სწორხაზოვან მიმართულებას მიჰყვება. თუ რა მოსაზრებითაა გამოწვეული ამ ადგილზე კედლის მიმართულების გამრუდება, ჯერჯერობით არაა ამოცნობილი. ადგილის ტოპოგრაფიული პირობები (დავაკებული, სწორი მდებარეობის გამო) კედლის მიმართულების გამრუდების საფუძველს არ იძლევა.
კედლის მიმართულების გამრუდების ანალოგიური შემთხვევა „კავკასიის კედლის“ მთელ სიგრძეზე მხოლოდ ვაკე ადგილების გარკვეულ დისტანციებში მრავალ ადგილას უნდა იყოს განმეორებული.

კავკასიის დიდი კედლის სისტემაში ჩატანებული ყოფილა მრავალი სათვალთვალო და საბრძოლო დანიშნულების კოშკები, ბჭეები (ჭიშკრები), სხვადასხვა ხასიათის ნაგებობები.

ბ) კედლის სისტემაში დატანებულია მთელი რიგი ნაგებობისა. ერთ-ერთი გეგმაზე სწორკუთხოვანი მოხაზულობის ნაგებობა, რომელიც არქეოლოგების აზრით, არ შეიძლება მიეკუთნოს ძირითადად „კავკასიის კედლის“ მშენებლობის პერიოდს.
ეს ნაგებობის კედლები კავკასიის ძირითად კედელთან წყობით არაა გადაბმული. იგი მასზეა მიშენებული, რაც დატოვებული ნაკერებით დასტურდება. ზემოხსენებული ნაგებობა არ არის თავდაცვითი კოშკი. იგი „კავკასიის კედლის“ სისტემაში შემავალი სხვა დანიშნულების ნაგებობას უნდა მივაკუთვნოთ.

გ) კავკასიის დიდი კედლის გასწვრივ გამოვლენილ იქნა სამლოცველოს ნაგებობა. მცირე მოცულობის ეკლესიის ტიპს იმეორებს. საყურადღებოა, რომ იდენტური კომპოზიციის მცირე მოცულობის ეკლესიები გავრცელებულია საინგილოს ტერიტორიაზე თითქმის ყველა კუთხეში, თვით დაღესტნამდე.

samlocvelos gegma da cilindruli koSkis naSTi

დ) სოფელ კატეხის დასავლეთით, დღემდე შემორჩენილია მიწის ზემოთ კავკასიის კედლის სისტემაში შემავალი, ცილინდრული ფორმის, ვრცელი ნაგებობის ნაწილი, თავისი სიდიდით ციხე–გალავანს უფრო ჰგავს, ვიდრე სათვალთვალო კოშკურ ნაგებობას. მისი დიამეტრი 33,2 მეტრს უდრის, ხოლო კედლის სისქე 80 სმ-ს აღწევს. აღნიშნული მიწისზედა არქეოლოგიური ძეგლი მთელს პერიმეტრზე თითქმის თანაბრადაა თავმორღვეული, რომლის სიმაღლე სადღეისოდ 2,4 მეტრს აღწევს. ამჟამად, გარდა შიშველი კედლისა, სხვა არაფერია დარჩენილი – არც ქონგურების და არც სათოფურების ნიშნები შეიმჩნევა, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობას კარგად ახსოვს, რომ მას ქონგურებიც ჰქონდა და სათოფურებიც.
როგორც ირკვევა, ჯერ კიდევ ახლო წარსულში (1936 წ.) ამ ნაგებობის კედლის სიმაღლე დაახლოებით 3,5 მეტრამდე აღწევდა, გასწვრივ რიტმულად დატანებული ჰქონია სათოფურები (ყოველ 2,4 მეტრის დაშორებით) სათოფურების ღიობის ზომები ზუსტად უდრიდა 75×20 სმ გარედან და 38 ×48 შიგნიდან.
ზემოხსენებული ნაგებობის კედლის წყობა შესრულებულია იგივე მასალით და სამშენებლო ტექნიკით, რაც თვით კავკასიის დიდ კედელშია ნახმარი.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

კავკასიის დიდი კედელი, ანუ საინგილოს გრძელი გალავანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi

ი. ადამია – “ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება, საინგილო” 1979 წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.useug.com

http://saunje.ge

 


megobari saitebi

   

08.05.2016