Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

breTi
(VI-IX ss)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია, ეგვტერი, სამრეკლო.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ბრეთში VI საუკუნეში მოღვაწეობდა ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგანი – პიროსი. მის მიერ ჩამოყალიბებულ სამონასტრო ცენტრი წარმოადგენდა კულტურულ-საგანმანათლებო, მწიგნობრობის და ხელოსნობის მნიშვნელოვან კერას. აქ შეიქმნა XI საუკუნის ბრეთის ვერცხლის საომარი ჯვარი წარწერით და ბრეთის ტყავის სახარება.

 

3. adgilmdebareoba

ბრეთის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, ქარელის ჩრდილოეთით 6 კმ-ში.

 

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

როგორც ცნობილია, VI საუკნის შუა წლებში საქართველოში ჩამოვიდნენ „ასურელი მამები“ – იოანე ზედაზნელი და მისი მოწაფეები. იოანემ ისინი დამოძღვრა და წარავლინა „რომელნიმე მათგანი კახეტად, და რომელნიმე კუხეთად კერძო, და რომელნიმე ზენა კერძო სოფლით და ერთი ვინმე გარეშეთად, და სხუანი გარემო ქალაქსა ამას ჩუენსა სამეუფოსა ხოლო იგინი წარვიდეს და დაემკვიდრეს რომელნიმე ჭალაკთა და რომლენიმე მთათა, ქუაბთა და ხურელთა ქვეყანისათა.“
დაიწერა მათ შორის განსაკუთრებით გამორჩეულ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნები. ზოგიერთ მათგანში წარმოდგენილია ასურელი მამების სახელთა ნუსხა, მათ შორის მოიხსენიება მამა პიროსიც, ერთგან მხოლოდ სახელით ხოლო მეორეგან მისი მოღვაწეობის ადგილიც არის მითითებული – იგი მოხსენიებულია როგორც პიროს ბრეთელი. ამდენად სოფელ ბრეთის ეკლესიის პატრონის – მამა პიროსისა და პიროს ბრეთელის იდენტურობა ეჭვსგარეშეა. ამასვე ადასტურებს ვახუშტის ცნობა: „დვანის წყლის აღმოსავლეთით არს ბრეთის მონასტერი, უგუნბათო ,რომელ ქმნა პიროს, იგ(13) მამათაგანმა და დაფლულ არს იგიცა მუნვე. არს აწ ხუცის ამარ“
რაც შეეხება ტოპონიმ ბრეთას, იგი აქ მონასტრის დაარსების შემდეგ დროინდელია. ბრეთი ბერეთიდან უნდა იყოს წარმომდგარი. ეს კი, თავისთავად მონასტრის სიდიდეზე, ბერთა სიმრავლეზე მიგვანიშნებს. თუმცა ეკლესიის ირგვლივ დღეს სხვა სამონასტრო ნაშთების კვალი არსად ჩანს, მაგრამ ადრე აქ „საძმო სამარხები“ ყოფილა.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

ძველ ეკლესიასთან დაკავშირებით ბრეთელები ამბობენ, რომ ეკლესიის საკურთხევლის წინ ღრმა ხარო არისო, რომელიც შეიძლება პიროსის სამყოფელიც იყო და აქვე დაუკრძალავთ კიდეც.
ხაროზე უხეშად დამუშავებული დიდი ზომის ბრტყელი ფილა იდო, რომელიც საფლავის ქვას მოგვაგონებს, თუმცა ეს ქვა გადაუადგილებიათ „განძის მაძიებლებს“.
ბრეთელებს პიროსის საფლავი მთავარი ეკლესიის ცენტრში ეგულებათ. იქ, სადაც ერთ საფეხურად ამაღლებული საკურთხევლის წინ გამართულია დაახლოებით ადამიანის ზომის სოლეა.

 

7. arqiteqturuli aRwera

gegma

ა) დღეს არსებული ბრეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია VIII-IX საუკუნეებს განეკუთვნება. თუმცა იგი ერთბაშად არ აუგიათ. მისი ჩრდილოეთ მინაშენი თავდაპირველად დამოუკიდებელ მამა პიროსის ეკლესიას (ეკვდერს) წარმოადგენდა. სწორედ ეს მინაშენი უნდა ყოფილიყო პიროსის დროინდელი. ეს მცირე ზომის ერთნავიანი ნაგებობა ადრევე დანგრეულა მაგრამ მისი ნაშთები მაინც შეუნარჩუნებიათ, შეუკეთებიათ და ორგანიულად დაუკავშირებიათ მოგვიანო ნაგებობასთან.
ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, ძირითადი ნავისა და ჩრდილო მინაშენის კედლების წყობა გადაუბმელია. მინაშენზე ფრონტონის კვალიც განირჩევა. ფრონტონი კი მხოლოდ დამოუკიდებელ ნაგებობას შეიძლებოდა ჰქონოდა. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ორივეზე თითქმის ერთნაირი სამშენებლო მასალაა გამოყენებული, მათი კედლების წყობის ზოგადი იერი მაინც განსხვავებულ სურათს გვაძლევს. აშკარაა, რომ ისინი ერთი ოსტატის მიერ არ არის აშენებული. გვიან ეკვდერის კუთხეები აუმაღლებიათ, შენობა ერთქანობა სახურავით გადაუხურავთ და ასე დაუკავშირებიათ ძირითადი ნავისათვის.
ეკვდერის სხვა ფასადები რამდენჯერმეა განახლებული. ამიტომ მათზე ძველი ნაწილები მხოლოდ მცირედი ფრაგმენტების სახით არის შემორჩენილი.
საგრძნობლად გადაკეთებულია ნაგებობის ინტერიერიც. კამარა ჩამონგრეული ყოფილა და აღუდგენიათ. არც აფსიდის კონქი უნდა იყოს თავდაპირველი. არსებითი ცვლილებები არ განუცდია მხოლოდ ეკვდერის კედლების ქვედა ნაწილებს, და რაც მთავარია, აფსიდს. იგი ძლიერ ღრმაა და ნალისებური მოხაზულობა აქვს.
ეკვდერს (მამა პიროსის ეკლესია) მხოლოდ ერთი კარი ჰქონდა სამხრეთის მხარეს. იგი დღესაც არსებობს და მთავარ ნავში გასასვლელს წარმოადგენს. საკურთხეველში ვიწრო სარკმელია გაჭრილი. მას გარედანაც და შიგნიდანაც სწროკუთხა მოყვანილობა აქვს. ამგვარივე სარკმელი ყოფილა დასავლეთითაც, მაგრამ იგი ამოქოლილია.

ganivi ganikveTi aRmosavleTisaken

ყურადრებას იქცევს ძირითადი ნავისა და ეკვდერის საერთო კედელი. მისი სიგანე 125 სმ–ია, მაშინ, როცა სხვაგან კედლების სისქე 75–80 სმ–ს არ აღემატება. ესეც ორი ნაგებობის შერწყმის შედეგია. ბოლოს, აუცილებელია აღნიშნოს შემდეგი: პიროსის ეკლესიას აქვს მინიატურული ზომები, დაბალი, ჩაბნელებული ინტერიერი, მარტივი და პრიმიტიული ფორმები, რომელიც სავსებით შეესაბამება იმ ასკეტურ მოთხოვნილებებს რომლებიც ასურელ მამებს ჰქონდათ.
ეკლესიის ინტერიერის ძირითადი სივრცე საკმაოდ ფართოა. თვით დარბაზი ორ ნაწილად არის გაყოფილი ორსაფეხურიანი პილასტრებით. მათ შუა საფეხურზე ეყრდნობა კამარის საბჯენი თაღი, ხოლო გვერდითებზე – კედლების დეკორაციული თაღები. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ორსავ მხარეს, სიმეტრიულად, ღრმა თახჩებია მოწყობილი. საკურთხევლის ცენტრში გაჭრილია ფართო სარკმელი. ნაგებობას კიდევ სამი სარკმელი აქვს – ერთი დასავლეთით და ორი – სამხრეთით. კარები გარდა ჩრდილოეთისა, არის დასავლეთით და სამხრეთით. ნავის კედლები მთლიანად დაფარულია XIX საუკუნის ნალესობის სქელი ფენით. რამდენიმე ადგილას მოხერხდა ბათქაშის ჩამოთლა და გაირკვა, რომ სამშენებლო მასალად ფლეთილი ქვა გამოუყენებიათ.
ნაგებობის სამხრეთისა და დასავლეთის მინაშენები უწყვეტად არის ერთმანეთთან დაკავშირებული და ფაქტიურად გარშემოსავლელს წარმოადგენს. ორივე კირხსნარით ბეტონირებული ნახევარწრიული კამარით არის გადახურული. კედლები აქაც შელესილი ყოფილა, მაგრამ ნალესობა მთლიანად ჩამოცვენილია. სამხრეთ მინაშენს აქვს ნახევარწრიული (დეფორმირებული) აფსიდი, რომლის კონქს კონსოლებზე დაყრდნობილი სატრიუმფო თაღი შემოუყვება. აქვე, სამხრეთ კედლის ცენტრში ძირითადი ნავის კარის საპირისპიროდ, გაჭრილია ერთადერთი შესასვლელი ეკლესიაში.
გარეთ ეკლესიის ირგვლივ ნიადაგი თავდაპირველ დონესთან შედარებით, დაახლოებით ერთი მეტრით ამაღლებულია და ნაგებობაში კიბით ჩავდივართ (საფეხურებად წარწერიანი საფლავის ქვებია გამოყენებული).
ეკლესიის ფასადებზე გარკვევით ჩანს, რომ იგი ბევრჯერ შეუკეთებიათ, მაგრამ ძეგლის ძირითადი სტრუქტურა შეუცვლელია. თავდაპირველია ნაგებობის გეგმა, მასები, ცალკეული ფორმები. დამატებულია მხოლოს სამრეკლო, რომელიც გარშემოსავლელის სამხრეთ დასავლეთ კუთხეზეა აღმართული.

aRmosavleTi fasadi

თავდაპირველია აგრეთვე ფასადების საკმაოდ მოზრდილი მონაკვეთები (განსაკუთრებით აღ. ფასადზე). ისინი ნაგებია ფლეთილი, პირმოსწორებული ქვებით. კედლების ქვედა ნაწილებში დიდი ზომის ლოდებია დატანებული.
გვიან შუა საუკუნეებში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ. ამ დროისაა ნაგებობის ზედა ნაწილები, რომლებიც რიყის ქვითა და აგურით არის ამოყვანილი. ძლიერ დაზიანებული ყოფილა მინაშენები. მათი ზოგიერთი მონაკვეთი თითქმის მთლიანად ხელახლა აუგიათ. ამ დროისაა აგრეთვე სამრეკლოც. იგი აგურით ნაგებ ექვსთაღიან მცირე ზომის ფანჩატურს წარმოადგენს. საფუძველი მრგვალი აქვს და მახვილკუთხა პირამიდული სახურავით გვირგვინდება. ფანჩატურის ყველა წახნაგს თითო ლილვი დაუყვება, რომლებიც ღიადებს ზემოთ შეისრულ თაღებს ქმნის.
ეკლესია კიდევ ერთხელ შეუკეთებიათ XIX საუკუნეშიც. შეუვსიათ ნაკლული ადგილები და გარედან მთლიანად გაულესიათ (ნალესობა მთავარი ნავის კედლებზე აქა–იქ არის შემორჩენილი). ფანჯრებისა და კარის საპირეებად თლილი ქვები ჩაუსვამთ. XIX საუკუნისაა ძირითადი ნავის კარნიზიც.
ნაგებობა ბოლოს XX საუკუნის შუა წლებში შეუკეთებიათ. ძეგლს შეძლებისდაგვარად დაბრუნებული აქვს თავდაპირველი სახე.
ბ) სამრეკლო – აგურით ნაგები ექვსთაღიანი ფანჩატური, რომელსაც საფუძველი მრგვალი აქვს, სახურავი – პირამიდული. ფანჩატურის ყოველი წახნაგი შემკულია დეკორატიული ლილვებით და თაღებით.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ბრეთის პიროსის ეკლესია რუისისა და ურბნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი არის მოქმედი. რესტავრირებულია.

 

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 5ტ, თბ. 1990წ
2. თ. სანიკიძე - ”ბრეთი” ძეგლის მეგობარი #35 1974წ.
3. ფოტოების ავტორი – ქრისტინე საბაშვილი

 

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

ttp://www.nplg.gov.ge

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016