Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto

კაბერის წმინდა გიორგი
(1014-27 წწ)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია, სამკვეთლო და ეგვტერი.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

კაბერის წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთ–დასავლეთით  დაახლოებით 30 კმ–ში მდებარე სოფელ გოსტიბედან 1 კმ-ში, გზიდან 20-30 მეტრში, ძველ სასაფლაოზე.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

warwera

ასომთავრეული სამშენებლო წარწერის თანახმად გოსტიბეს კაბერის წმინდა გიორგის ეკლესია აგებულია 1014-27 წლებში ასად სანივაჯის ძის მიერ.

2013 წელს ძეგლს ჩაუტარდა რესტავრაცია.

 

 

 

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

gegma

ა) გოსტიბეს კაბერის წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზულია (12,7X 11,9 მ), ნაგებია არათანაბარი ზომის უხეში რუხი ფერის ქვით; ინტერიერის კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია კარგად დამუშავებული კვადრები, ხოლო კედლები ამოყვანილია წვრილი ქვით და შელესილია. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ოდნავ შემაღლებული ნალისებრი აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, გვერდებზე - სწორკუთხა ნიშები. კამარა ეყრდნობოდა ქვემოთკენ მომრგვალებულ კონსოლებზე შეკიდულ საბჯენ თაღებს. სატრიუმფო და დასავლეთ კედლის თაღები ოდნავ შეისრული ფორმისაა. სამხრეთ კედელში გაჭრილია ორი სარკმელი. დარბაზის ჩრდილოეთ კედლის ნაწილში სარკოფაგია. ეკლესიის კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები.

aRmosavleTis fasadi ganivi ganakveTi aRmosavleTisaken
reliefuri jvari

აღმოსავლეთი ფასადის კედელს განსაკუთრებულ მხატვრულ ელფერს ანიჭებს მოსაპირკეთებელი ქვების წყობა. აქ სარკმლის სათაურზე გამოსახულია სამი რელიეფური ჯვარი. დასავლეთ ფასადის ცენტრში ჩადგმულია ღია ყვითელი ფერის ოთკუთხა ქვა, რომელსაც შემოვლებული აქვს ამობურცული განიერი ლილვი. ქვაზე შვიდსტრიქონიანი ასომთავრული სამშენებლო წარწერაა, რომელშიც გარდა ეკლესიის აშენების თარიღისა და აღმშენებლის ასად სანივაჯის ძისა ნახსენები არიან გიორგი მეფე და მელქისედეკ კათოლიკოსი, სოფრონ ბედიელი მთავარეპისკოპოსი. წარწერიანი ქვის გასწრივ, ვიწრო სწორკუთხა ყვითელ ქვაზე ამოკვეთილია შეღრმავებული ჯვარი. ასეთივე ჯვარია ფასადის ქვედა ნაწილის მარჯვენა კუთხეში, მოზრდილ ქვაზე. ლავგარდანი შედგენილი იყო ირიბად ჩაკვეთილი სიბრტყისა და ვიწრო თაროსგან.
ეკლესიას ორი მინაშენი აქვს: ჩრდილოეთით - სამკვეთლო, სამხრეთით - ეგვტერი.

ბ) სამკვეთლო ეკლესიას უკავშირდება სამხრეთ კედელში გაჭრილი კარით. ოდნავ შემაღლებულ ნალისებრ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი სწორკუთხა ნიშია. სარკმელს ვიწრო თავსართი აქვს.

გ)  ეგვტერი ეკლესიის სამხრეთ კედლის მთელ სიგრძეზე მოგვიანებით მიუშენებიათ. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია, ეკლესიის კარის პირდაპირ. აფსიდი ნახევრადწრიულია. ეგვტერის კამარის ქუსლს ქმნის ეკლესიის სამხრეთი კედლის გასწრივ აგებული ქვიშაქვის დაბალი ხუთმალიანი თაღედი.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

გოსტიბეს კაბერის წმ. გიორგის ეკლესია სამთვისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა -  ტ5, გამომცემლობა თბილისი, 1990წ.
2. ფოტოების ავტორი - ზიზი თორთლაძე;

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://dzeglebi.com

http://novators.ge

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016