Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

werovanis samebis eklesia
(XI s)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია, გალავანი და სამარხები.

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

 

3. adgilmdebareoba

წეროვანის სამების ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წეროვანის განაპირას, დასავლეთით, შემაღლებულ ადგილას.

 

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

სტილისტური ნიშნებით თარიღდება XI საუკუნით. 1946 წელს შეაკეთეს: გაამაგრეს დაბზარული კედლები და კამარა. 90-იან წლებში შიგნიდან შეილესა, ამოშენდა გალავანი. ეკლესიის საკურთხეველს ამკობდა კანკელი (XI ს-ის I მეოთხედი), რომლის გადარჩენილი 2 ფილა საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.


6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება;

7. arqiteqturuli aRwera

samxreTi fasadi gegma

ეკლესია დარბაზულია (9,55X5,79მ), ნაგებია ყორე ქვით. გარედან მოპირკეთებულია მოყვითალო თლილი ქვის კვადრებით. ინტერიერში თლილი ქვისაა პილასტრები, კამარის საბჯენი თაღები, კონქი და კარ-სარკმლის საპირეები. დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. შესასვლელი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანაა (ჩრდილოეთისა ამოქოლილია). აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ვიწრო სარკმლის ორივე მხარეს თითო თაღოვანი ნიშია. საკურთხევლის შუა ნაწილში სატრაპეზო ქვა დგას. დასავლეთის კედელში ერთი, ხოლო სამხრეთისაში ორი ვიწრო სარკმელია გაჭრილი. დარბაზის კამარა პილასტრებზე დამყარებულ საბჯენ თაღებს ეყრდნობა.
ფასადები მორთულია დეკორატიული თაღებით. თაღების იმპოსტები მოჩუქურთმებულია, ბაზისებს შეწყვილებული ბურთულების ფორმა აქვს. აღმოსავლეთის ფასადზე ოთხკუთხა სარკმელს დიდი ფოთლებით მორთული ტალღოვანი საპირე აქვს. სარკმლის ორივე მხარეს მაღალი თაღოვანი ნიშებია. სარკმელს და ნიშებს დიდი თაღი აქვს შემოვლებული. დასავლეთის ფასადზე კუთხის ნახევარსვეტები გარკვეულ სიმაღლეზე ჰორიზონტალურ მიმართულებას იღებს და სარკმლის ზემოთ ქმნის თაღს, რომლის თავზე რელიეფური ჯვარია გამოსახული. სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადები ოთხ-ოთხი დეკორატიული თაღითაა შემკული. სამხრეთის ფასადზე თაღები სხვადასხვა ზომისაა. კარზე გადავლებული თაღი ყველაზე ფართო და მაღალია. ამ Fფასადზე ერთ-ერთ სარკმელს ოთხყურა ფოთლოვანი მოტივით მორთული საპირე აქვს. ჩრდილოეთის ფასადის დეკორატიული თაღები ყველა ერთი ზომისაა, მაგრამ კარის მომიჯნავე ლილვები ცოკოლამდე არ ჩამოდის და თაღის ქუსლთან წყდება. ეკლესიას თაროსა და დახრილი სიბრტყისაგან შედგენილი ლავგარდანი აქვს.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

წეროვანის სამების ეკლესია მცხეთა-თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და იგი მოქმედია.

 

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ5, 1990წ.

 

10. marSruti

დადგინდება;

 

11. bmulebi

http://skola.edu.ge  


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016