Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

ყუმის ბაზილიკა
(VI-VII სს)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ტაძარი.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება;

3. adgilmdebareoba

ყუმის ბაზილიკა მდებარეობს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, კახის რაიონში, ისტორიულ მხარე ჰერეთში, კახიდან ჩრდილო-დასავლეთით 12 კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფელ ლექართის ჩრდილო–აღმოსავლეთით დაახლოებით 8 კილომეტრის დაშორებით მდებარე ძველ ქართულ სოფელ ყუმის ცენტრში.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

სოფელ ლექართის ჩრდილო–აღმოსავლეთით დაახლოებით 8 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს ძველი ქართული სოფელი ყუმი, (კახის რაიონი) სადაც მეტწილად ჯანაშვილები ცხოვრობდნენ, მაგრამ შაჰ–აბასის შემოსევის შემდეგ მათი „ხსენებაც ამოვარდნილა“; ამჟამად აქ წახურიდან ჩამოსახლებული ლეკები მოსახლეობენ.
ყუმი ტყის დაბურული ხეობის ერთ–ერთი ტიპური სოფელია, ძველად აქ ქართულ მოსახლეობას სამი საყდარი ჰქონია, რომელთა ნანგრვებმა ჩვენ დრომდე მოაღწია. ერთ–ერთი მათგანი ყველაზე დიდი ტაძარი, ე.წ. „ყუმის ბაზილიკა“, შედარებით კარგად დაცული, მოთავსებულია სოფლის დანარჩენი 2 ძეგლი მცირე ზომის ეკლესიებს წარმოადგენენ, რომელთა ნანგრევების ნაშთები სადღეისოდ არავითარ ინტერესს არ იწვევს.
ყუმის საყდარი საქართველოს პატრიარქის ექვთიმეს ისტორიულ მოგზაურობაში იხსენიება, აქ ნათქვამია, რომ ყუმის საყდარი „ღვთისმშობლის“ სახელზე ყოფილა აგებული. ინგილოები ყუმის საყდარს „ყუმის დედაღვთისას“ ეძახიან, ისტორიული ჰერეთის მკვლევარი დ. ჯანაშვილიც ყუმის საყდარს, „მარიამ დედაღვთისას“ ეკლესიის სახელით იხსენიებს.
სოფელ ყუმის ე.წ. „ღვთისმშობლის ტაძრის“ შესახებ პირველი ცნობები სამეცნიერო ლიტერატურაში ა. ხახანაშილმა გამოაქვეყნა 1895. აღნიშნული ძეგლის მეცნიერულ შესწავლას ხელი მოჰკიდა არქიტექტორმა პ.დ. ბარანოვსკიმ, რომელმაც პირველად აწარმოა ყუმის ტაძრის არქეოლოგიური გათხრები 1939 წელს, როგორც თვითონ ბარანოვსკი აღნიშნავს, მას მთლიანად არ დაუმთავრებია ძეგლის გამოკვლევა და გამოთქმული აქვს მოსაზრება, რომ ძეგლი დამატებით შესწავლა – გამოკვლევას საჭიროებს.
1964 წელს არქიტექტორ პ. ბარანოვსკის მიწვევით აკადემიკოსმა გ. ჩუბინიშვილმა ადგილზე შეისწავლა ყუმის ღვთისმშობლის ტაძარი. ამის შედეგად, მან კახეთის ბაზილიკებს კიდევ ერთი საყურადღებო ძეგლი დაუმატა ყუმის ბაზილიკის სახით.
აღსანიშნავია, აგრეთვე ზ. ედილის ცნობები იმ ტაძრის შესახებ იმ თვალსაზრისით, რომ იგი გადმოგვცემს ძეგლის იმჟამინდელ მდგომარეობას,სამშენებლო ელემენტების დახასიათებას და სხვა.
საინგილოს შესახებ არსებულ ლიტერატურაში დაცულია სხვა მნიშვნელოვანი ტექსტობრივი მასალაც ამ ტაძრის შესახებ. ერთ მათგანში მოცემულია ძეგლის ნანგრევების სამოცდაათი წლის წინანდელი აღწერა: ყუმის ტაძარს „სამი კარი აქვს, დიდრონი, თბილისი სიონის ეკლესიის კარებსავით, აგებული ყოფილა ანჩისხატის ეკლესიასავით. სამი თაღი აქვს და სამივე, ორს, დიდროვან აგურისაგან აშენებულ სვეტებზეა დამყარებული.. თაღი სრულიად ჩამონგრეული აქვს. ნაშენია რიყის დიდროვანი ქვით, ჩაქუჩით შესწორებულივით, ეტყობა ადგილობრივ ოსტატებს აუშენებიათ. ასრე სთლიან დიდროვან ქვებს რიყისას ახლაც და შენობას აგებენ აქაურები. აგებულია მშვენივრად. თაღამდე სიმაღლე ჰქონია სამ საჟენამდე. რითი ყოფილა დახურული არ ეტყობა. თაღის ნანგრევები ლეკებს გადაუზიდავთ შენობებისათვის.
ყუმის ბაზილიკის ნგრევა, ნანგრევი ქვების დატაცება და საშენად გამოყენება ახლაც გრძელდება.
ყუმის ტაძარი, VI-VII საუკუნეების ქართული მონუმენტური არქიტექტურის ერთ–ერთი შესანიშნავი ძეგლი, მოკლებულია დაცვა–პატრონობას. მართალია, ძეგლს აქვს მემორიალური დაფა, მაგრამ იქ არაფერია ნათქვამი ძეგლის თარიღების შესახებ, საკულტო არქიტექტურის ეს შესანინავი ძეგლი, რაშიც ეჭვი არავის ეპარება, ალასირთის ციხედაა მონათლული.

ყუმის ტაძრის არქეოლოგიური გათხრები 1939 წელს თვით აზერბაიჯანის ძეგლთა დაცვის ცენტრალურ სამმართველოს ინიციატივით ჩატარდა. აღნიშნული არქეოლოგიური გათხრების შედეგად შედგენილ იქნა ძეგლის რესტავრაციის პროექტი, მის ისტორიულ წარსულს მრავალი საინტერსო ნაშრომი მიეძღვნა. ;

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება;

7. arqiteqturuli aRwera

taZris gegma

ყუმის „დედაღვთისას“ ტაძარი სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს (36,5х19,3 მ). საშენ მასალად გამოყენებულია როგორც რიყის ქვა, ასევე აგური. ყუმის ბაზილიკის სივრცე ორრიგად მდგარი სვეტების საშუალებით დაყოფილია სამ ნავად, რომელთა პირდაპირ, აღმოსავლეთისა და დასავლეთის განივ კედლებთან აღმართულია შემხვედრი პილონები. ხსენებულ სვეტებზე და პილონებზე დაყრდნობილია ნალისებრი ფორმის დიდი თაღები. პ. ბარანოვსკიმ ყურადღება მიაქცია ნაგებობის ცენტრალური ნაწილის, (ნავის) დაბოლოებას ძლიერ გამოწეული აფსიდით. ეს ხერხი, – განმარტავს იგი –არქაულია და გვხდება, მხოლოდ ერთ, ყველაზე ადრინდელ–ბოლნისის სიონში V საუკუნის მიწურულში.
ყუმის ტაძარზე ყოფილა ასომთავრული ქართული წარწერები, მაგრამ ამჟამად წარწერებიანი ქვები ყველა დაკარგულია და სადღეისოდ ამ ძეგლის შესახებ ადგილზე არავითარი ეპიგრაფიკული სახის ნიშნები ჯერ-ჯერობით არ მოგვეპოვება.
1946 წელს არქიტექტორ პ. ბარანოვსკის მოწვევით, ქართველმა მეცნიერმა აკადემიკოსმა გ. ჩუბინაშვილმა ადგილზე დაათვალიერა, ეს ძეგლი. მისი აზრით ყუმის ბაზილიკის ფორმა, გეგმის კომპოზიცია, გრომპების გამოყენება და მრგვალი მოხაზულობის აგურის ბურჯების ამოყვანა, რა თქმა უნდა, თავისთავად არ ეწინააღმდეგება, რომ ყუმის ტაძარი მივაკუთვნოთ VI-VII საუკუნეებს.

ეკლესიას არ ეტყობა შიგნიდან გალესვის ან მხატვრობის რაიმე კვალი, რადგან დიდი თაღი დიდი ხანია ჩამოინგრა.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

ყუმის ბაზილიკა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დაყოფით ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi

ი. ადამია – “ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება, საინგილო” 1979 წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://saunje.ge

 


megobari saitebi

   

08.05.2016