balebiani eklesia
(XII-XIII ss)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ეკლესია
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
ბალებიანის ეკლესია მდებარეობდა საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 11 კმ–ში, წყალსაცავით დატბორილ ტერიტორიაზე მდებარე ნასოფლარ ჟინვალის ჩრდილო–დასავლეთით 0,7 კმ–ზე, მდინარეების მთიულეთის არაგვისა და ფშავის არაგვის შესართავთან, ადგილ ბალებიანში და მოქცეულია წყალსაცავით დატბორილ ზონაში.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
1979-84 წლებში აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანლი რ. რამიშვილი) გათხარა სამაროვანი, 1983-84 წლებში - ეკლესია.
ეკლესიის ირგვლივ გათხარეს 29 ქრისტიანული სამარხი, მათ შორის 27 ქვის სამარხი, 1 ორმოსამარხი, 1 ამოშენებულკედლებიანი სამარხი (ყოველ სამარხში ორი ან მეტი მიცვალებული იყო დაკრძალული). სამარხებში აღმოჩნდა განვითარებული შუა საუკუნის მოჭიქული და მოუჭიქავი ჯამების ფრაგმენტები.
ამჟამად დაფარულია წყლით - 1985 წლიდან მოქცეულია ჟინვალჰესის წყალსაცავით დატბორილ ზონაში.
ეკლესიიდან სამხრეთ აღმოსავლეთით, 10 მ-ზე, გათხრილია IV-VII საუკუნეების სამაროვანი. აქ დადასტურდა ორი ტიპის სამარხი: ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები (ძირითადად ინდივიდუალური, რომლებშიც მიცვალებულები ესვენა მარცხენა გვერდზე, ოდნავ მოხრილი) და ბანურსახურავიანი ქვისსამარხები (უმეტესად კოლექტიური). სამარხეული ინვენტარის (ბრინჯაოს საკინძეები, მინის და სარდიონის მძივები შემკული თავებით, ერთი საკინძი ოქროს თვალბუდიანი თავით, ბრინჯაოს, ვერცხლისა და მინის ბეჭდები, სარდიონისა და მინის მძივები). ნაწილი დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, ნაწილი - არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
ბალებიანი ეკლესია (4,55X3 მ) განეკუთვნებოდა XII-XIII საუკუნეებს. ნაგები იყო ნატეხი ქვითა და დუღაბით. თითქმის მთლიანად იყო დანგრეული. შემორჩენილი კედლის სიმაღლე 2 მეტრს არ აღემატებოდა. აღმოსავლეთით შებრტყელებული ნახევარწრის ფორმის აფსიდი ორი საფეხურით იყო შემაღლებული. აფსიდში ორი სწორკუთხა ნიში იყო მოწყობილი. ეკლესიის დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებს მაღალი საფეხური გასდევდა. ეკლესია გადახურული იყო ფიქლით.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
ბალებიანი ეკლესია თავისი ადგილმდებარეობის მიხედვით წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა - ტ2, 2004წ.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
http://www.nplg.gov.ge
|