Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

აბანოს წმ. მარინეს ეკლესია

(XVII ს)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

აბანოს წმ. მარინეს ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო–დასავლეთით 27 კმ–ში მდებარე სოფელ აბანოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სასაფლაოზე.

4. ruka

bana

5. istoriuili mimoxilva

არ მოგვეპოვება.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

აბანოს წმ. მარინეს ეკლესია დარბაზულია (10X6 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით, კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია აგური. გრძივი კედლები დაზიანებულია, სამხრეთის კედელს 2,5მ-ზე მიწა აქვს მიყრილი. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს, სამხრეთით (ამოქოლილია)  და დასავლეთით ნახევარწრიულ აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელია. საკურთხევლის  წინ იდგა მოხატული კ ა ნ კ ე ლ ი (ძალზე დაზიანებულია). თითო თაღოვანი სარკმელი გრძივ და დასავლეთ კედელშია. გრძივი კედლების შუა მონაკვეთში და დასავლეთის კედელთან თითო წყვილი პილასტრია, რომლებზეც გადაყვანილია აგურით ნაწყობი საბჯენი თაღები. ამ თაღებისა და კონქის თაღის ქუსლებთან რთული პროფილის მაღალი იმპოსტებია.
ეკლესიის ინტერიერში შემორჩენილია სხვადასხვა ხანის მ ო ხ ა ტ უ ლ ო ბ ი ს ფრაგმენტები. დარბაზის ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე ღია ვარდისფერ ფონზე ყვითელი და მოწითალო-ყავისფერი საღებავით შესრულებული ცხენოსანი მეომრის გამოსახულება გვიანდელ ფეოდალურ ხანას (XVII ს.) მიეკუთვნება. ამავე ხანისაა კანკელის სამხრეთ მხარეს, მის კიდურ ნაწილში შარავანდიანი მამაკაცის და ხის გამოსახულება. განსხვავებული ხასიათისაა XIX საუკუნის მხატვრობა - ცხენოსანი ფიგურა (წმინდა გიორგი), რომელსაც ასომთავრული წარწერა ახლავს, და ანგელოზის თავი კანკელის ნიშის ზედა ჩრდილოეთ კუთხეში. კოლორიტი წითელ, ცისფერ, თეთრ და ოქროსფერ ოქროს შეხამებაზეა აგებული.

ეკლესიის ბაქანი აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის მხრიდან რელიეფის შესაბამისად საყრდენი კედლებითაა შემოსაზღვრული. აღმოსავლეთის ფასადის ფრონტონზე გამოსახულია აგურის რელიეფური ჯვარი. სარკმლის ზემოთ, ქვიშაქვის პატარა ქვაზე, შემორჩენილია ძლიერ  დაზიანებული მხედრული წარწერა. დასავლეთით ეკლესიას ჰქონია კ ა რ ი ბ ჭ ე, რომლისგანაც აგურით ნაწყობი ორი სვეტიღაა შემორჩენილი.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

აბანოს წმ. მარინეს ეკლესია ურბნისისა და რუისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.


9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა - ტ5, გამომცემლობა თბილისი, 1990წ.

 

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

 

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016