Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

dmanisis naqalaqari (muzeum-nakrZali)
(qvis xana - XVIII s)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

დმანისის ნაქალაქარის მუზეუმ-ნაკრძალში 150-მდე ძეგლი შედის. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია:

ქ ა ლ ა ქ ი

ქალაქის გარეუბანი

I. გალავანი

III. დმანისის სიონი

ა) სასაფლაოები

II. შიდა ციხე

ა) ტაძარი

ბ) თევდორეს ეკლესია

ა)–გ) სამი კოშკი

ბ) სამრეკლო

გ) აბანაოები

დ) სასახლე აბანოთი

IV მარინეს ეკლესია

 

ე)–კ) ნაგებობები

V ორი ეკლესია

 

 

VI წყალსაზიდი საიდუმლო გვირაბი

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

დმანისის მუზეუმ-ნაკრძალში წარმოდგენილია: შუა საუკუნეების ნაქალაქარი, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური ფენები და დმანისის ადრეპალეოლითური ძეგლი.

დმანისის არქეოლოგიური შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო (ხელმძღვანელები: ლ. მუსხელიშვილი და ვ. ჯაფარიძე) და დღემდე გრძელდება. დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი 1983 წელს დაარსდა, ხოლო 2006 წლიდან ის საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია. წარმოდგენილია შუა საუკუნეების ნაქალაქარითა და 1,8 მილიონი წლით დათარიღებული გეოლოგიური ფენით.

1999 და 2001 წელს დმანისის რეგიონში გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა ჰომინიდთა – უძველესი ადამიანების თავის ქალები და ყბის ძვლები, რომელსაც მოგვიანებით ჰომო გეორგიკუს შეარქვეს. დღესდღეობით უკვე ხუთი თავის ქალაა აღმოჩენილი. მსოფლიოს არცერთ ძეგლზე ჰომინიდის ამდენი ნაშთი ერთად არ აღმოჩენილა. მათი თავის ქალები და ქვედა ყბა შემდეგში რეკონსტრუირებული იქნა და ჩვენ მათ ზეზვასა და მზიას სახელით ვიცნობთ. ისინი თბილისის ოკუპაციის მუზეუმშია დაცული. ამ შედეგებმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოიპოვა, რადგან შეცვალა მანამდე მტკიცედ დამკვიდრებული მოსაზრება აფრიკიდან ჰომინიდების განსახლების შესახებ. ამერიკული ჟურნალის შიენცე-ის მიერ დასახელებულ 2000 წლის ათ საუკეთესო მეცნიერულ მიღწევათა შორის მსოფლიოში მეცნიერების ყველა დარგში დმანისური აღმოჩენა პირველ სამეულში მოხვდა.

მეცნიერების მიერ საბოლოოდ დადგინდა, რომ დმანისელი ადამიანი HOMO Erectus-ების ადრეულ ჯგუფს HOMO Erectus-ს განეკუთვნება და თარიღდება 1,8-1,7 მილიონი წლით. აქედან გამომდინარე, მსოფლიოში აფრიკის გარეთ უძველესი ადამიანი დმანისში აღმოჩნდა. ჩამოყალიბდა გარკვეული აზრი, რომ დმანისი პირველი ევროპელის სამშობლოა.

შუა საუკუნეების ნაქალაქარი შიდა ციხეს, ქალაქის საერო და საკულტო ნაგებობებს, საიდუმლო გვირაბს და გარეუბნის ნაგებობებს მოიცავს. საკულტო ნაგებობებიდან აღსანიშნავია VI ს-ის დმანისის სიონი, XIII ს-ის ორნამენტებითა და წარწერებით შემკული უნიკალური კარიბჭით. ამ პერიოდში მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე გაშენებული დმანისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალაქი იყო. იგი სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარეობდა. აქ შემოდიოდნენ მთავარი საქარავნო გზები აღმოსავლეთიდან, წინა აზიიდან და დასავლეთიდან – ევროპიდან.

 

3. adgilmdebareoba

დმანისის ნაქალაქარი მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ პატარა დმანისის მახლობლად, მდინარეების მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

დმანისის რაიონი თავისი ისტორიული წარსულით  ქვემო ქართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონია. ეს ტერიტორია დასახლებულია ადრე ბრინჯაოს ხანიდან. ყველაზე საინტერესო ნაქალაქარია, სადაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად  ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და წინარე ისტორიის ყველა პერიოდი გამოვლინდა: გვიანბრინჯაო-ადრერკინის, ანტიკური და შუა საუკუნეების ხანის ფენები, მდიდარი არქეოლოგიური მასალით. სახელწოდება „დმანისი“ ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, იგივე „დბანისი“ უნდა იყოს და მისი აზრით, იგი „დაბის“ ან „დაბებისგან“ უნდა წარმოქმნილიყო.
წერილობით წყაროებში დმანისი VI საუკუნეშია ცნობილი. VI-VII საუკუნეებში აქ მცირე ქალაქური ტიპის დასახლება  და დმანისის საეპისკოპოსო კათედრალი (დმანისის ღვთისმშობლის სახელობის სიონი სწორედ ამ პერიოდშია აგებული) იყო. როგორც ქალაქი, პირველად იხსენიება  IX საუკუნეში. ამ დროს მას არაბები ფლობდნენ: „დარიალით გადმოიყვანნა (ბუღა თურქმა) ოვსნი ვითარ სახლი ასი და დასხნა იგინი დმანისს“ – გვამცნობს მატიანე ქართლისაი. ამავე პერიოდში უნდა აგებულიყო ის ძირითადი ნაგებობები – შიდაციხე, ქალაქის გალავანი და სხვა, რაც ნანგრევების სახით დღეს ნაქალაქარის ზედა ფენაზეა წარმოდგენილი. XI საუკუნის 80-იანი წლებიდან დმანისი სელჩუკთა ხელშია. 1223 წელს დავით IV აღმაშენებელმა გაათავისუფლა. შემდგომში მცირე ხნით კვლავ მტრის ხელში იყო. 1125 წელს დემეტრე I-მა აიღო და ამიერიდან იგი უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდა. განსაკუთრებით დაწინაურდა დმანისი XII-XIII საუკუნეებში. ეს ქალაქის ახალი აღმშენებლობისა და აყვავების ხანაა. გაჩაღდა ვაჭრობა და ხელოსნობა, აქ გადიოდა წინა აზიისკენ მიმავალი საქარავნო გზა. ქალაქში მოქმედებდა ზარაფხანა, ეწეოდნენ მეღვინეობას, ზეთისა და ქსოვილების წარმოებას, ამზადებდნენ კერამიკულ მოჭიქულ ჭურჭელს.
XIV საუკუნის ბოლოს ქალაქი თემურ-ლენგის ჯარებმა დაარბიეს, 1486 წელს – იაყუბ ყაენის ჯარებმა. დმანისი ამ პერიოდიდან დაცემის გზაზეა. XVI საუკუნიდან ამ მხარის ცნობილი ფეოდალური საგვარეულოს ბარათაშვილების მიერ აღსდგა მხოლოდ მისი ციხე. ამავე საუკუნის ბოლოს ქალაქი ოსმალებმა დაიკავეს, XVII საუკუნის დასაწყისში – სპარსელებმა. XVIII საუკუნეში დმანისი საბოლოოდ გაპარტახდა, სიცოცხლე შეწყდა და ნაქალაქარად იქცა.  
XIX საუკუნის პირველი მეოთხედიდან ხელახლა იწყება დმანისის ტერიტორიის ათვისება. ნაქალაქარის მიდამოებში – დღევანდელი დმანისის ტერიტორიაზე – პირველად დასახლდნენ ჯავახეთიდან ლტოლვილები და სხვადასხვა კუთხიდან მოსული ქართველები. ამ ტერიტორიაზე დასახლება დაიწყო უცხო ერის ხალხმაც, რომელთაც არასოდეს უცხოვრიათ აქ. ესენი იყვნენ ბერძნები, გერმანელები და რუსები. 1921- 47 წლებში მას (თანამედროვე დმანისს) ბაშკიჩეთი ეწოდებოდა. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1981 წელს.
დმანისის არქეოლოგიური შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო (ხელმძღვანელები: ლ. მუსხელიშვილი და ვ. ჯაფარიძე) და დღემდე გრძელდება. დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი 1983 წელს დაარსდა, ხოლო 2006 წლიდან ის საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია. წარმოდგენილია შუა საუკუნეების ნაქალაქარითა და 1,8 მილიონი წლით დათარიღებული გეოლოგიური ფენით.
შუა საუკუნეების ნაქალაქარი შიდა ციხეს, ქალაქის საერო და საკულტო ნაგებობებს, საიდუმლო გვირაბს და გარეუბნის ნაგემობებს მოიცავს. საკულტო ნაგებობებიდან აღსანიშნავია VI ს-ის დმანისის სიონი, XIII ს-ის ორნამენტებითა და წარწერებით შემკული უნიკალური კარიბჭით.

foto

შუასაუკუნეების ნანგრევების ქვეშ განმარხებული ჰომინიდებისა და ცხოველთა ნაშთები აღმოაჩინეს. პალეონტოლოგმა პროფ. ა. ვეკუამ 1983 წელს ამოიცნო აწ გადაშენებული რინოსი Dicerorhinus etruscus etruscus. ცხოველის ეს სახეობა ადრეული პლეისტოცენური ეპოქის დამადასტურებელია. 1984 წელს პირველი ქვის იარაღები იპოვეს. 1991 წელს ქართველ მეცნიერებს შეუერთდნენ გერმანელი არქეოლოგები რომიშ–გერმანეშ– ცენტრალმუზეუმიდან. დმანისის სამუშაოები უფრო გაფართოვდა და საერთაშორისო კვლევის პროექტის ხასიათი მიიღო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობით, გერმანიის, აშშ-ს, საფრანგეთისა და ესპანეთის კოლეგების მონაწილეობით. 1999 და 2001 წელს დმანისის რეგიონში გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა ჰომინიდთა თავის ქალები და ყბის ძვლები, რომელსაც მოგვიანებით ჰომო გეორგიკუს  შეარქვეს. დღესდღეობით უკვე ხუთი თავის ქალაა აღმოჩენილი. თავის ქალები და ქედა ყბა შემდეგში რეკონსტრუირებულ იქნა და ჩვენ მათ ზეზვასა და მზიას სახელით ვიცნობთ. ისინი თბილისის ოკუპაციის მუზეუმშია დაცული. მეცნიერების მიერ დადგინდა, რომ დმანისელი ადამიანი HOMO Erectus-ების ადრეულ ჯგუფს HOMO Ergaster -ს განეკუთვნება და თარიღდება 1,8-1,7 მილიონი წლით. აქედან გამომდინარე, მსოფლიოში აფრიკის გარეთ უძველესი ადამიანი დმანისში აღმოჩნდა. ჩამოყალიბდა გარკვეული აზრი მთელ მსოფლიოში, რომ დმანისი პირველი ევროპელის სამშობლოა.


6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

სოფელ ვანათში (დმანისის მახლობლად) გავრცელებულია ერთი გადმოცემა დმანისის ციხის ლეკების მიერ აღების შესახებ. გადმოცემის მიხედვით, ეს ციხე თამარის დროს აშენებულა, რათა მახლობელი სოფლების მოსახლეობას შიშიანობის დროს თავი შეეფარებინა. ერთხელ, საქართველოს ძნელბედობის ჟამს, ამ ციხეს ლეკები დასხმიან თავს. ბევრს ცდილან, მაგრამ ვერ შესულან. ბოლოს ერთ გარემოებას უშველია მათთვის: ციხიდან ერთი შეხიზნულთაგანის ცოლს თვალი მოუკრავს ლეკების ბელადისთვის და ძლიერ შეჰყვარებია. ქალს ძაფის გორგლის წვერისთვის წერილი მოუბამს და ძირს ჩამოუშვია. წერილში ეწერა, რომ ამ ძაფის სიგრძე კიბე გააკეთეთ და ამოდითო. ლეკები ასეც მოქცეულან. შუაღამისას შესულან ციხეში და იქ მყოფები დაუხოცავთ. ქალი ბელადს შეურთავს და ციხეში დაბინავებულა. მიმდებარე სოფლები აუოხრებიათ.

7. arqiteqturuli aRwera

jvris reliefi eklesia

დმანისის ნაქალაქარი ორი მკაფიოდ გარჩეული ნაწილისგან შედგება. ერთია ქალაქი, მოთავსებული კონცხზე, რომლის ფართობი 13 ჰა-ს უდრის და მეორე – მის სამხრეთით, მდ. ფინეზაურის ორივე ნაპირზე მდებარე გარეუბანი, რომლის ფართობი დაახლოებით 12 ჰა-ს მოიცავს.
 ქალაქი
ქალაქის ზემო ნაწილში კულტურული ფენის სიღრმე ყველგან 2,50-3,0 მეტრს აღწევს. ქვევით, ნაპირებისკენ, ამ ფენის სისქე მცირდება. ასე რომ, კონცხის ბოლოში აწეული ზედაპირი მეტწილად მხოლოდ 0,40-0,5 მეტრით მაღლა მდებარეობს ძველ ზედაპირთან შედარებით. აქ შენობები პირდაპირ კლდეზეა დაფუძნებული. ნაშალი თხლად ფარავს ნანგრევს და ხშირად კარის ზღურბლი ისევ ისე გამოდის გარეთ, როგორც 7-8 საუკუნის წინათ გამოდიოდა. სამხრეთიდან ქალაქს ადგება ძველი გზა, რომელიც ჭიშკრის გავლით ქუჩის სახით გრძელდება შიგ ქალაქში. ქალაქის ქუჩების სიგანეა 2,50-4,70 მ. ქუჩა შემოფარგლულია დაბალი კედლებით. მსხვილი, ერთმანეთთან მორგებული ქვები შეადგენენ ქუჩის მკვრივ ქვაფენილს. სახლები ნაგებია ბაზალტით, არც ისე გულდასმით. ქვა გაუთლელია. შიგნიდან შენობები შელესილია, მდიდრულ სახლებში კი მოპირკეთებულია შორენკეცით. იატაკებში ჩაფლულია ქვევრები. გათხრების შედეგად აღმოჩენილია სამეთუნეო, ზეთსახდელი დაწესებულებები, სახელოსნოები, მინარეთიანი მეჩეთისა და მედრესის ნაშთები.
I. გალავანი, რომელიც ქალაქს 3 მხრიდან (გარდა ჩრდილო-აღმოსავლეთისა)  აკრავს,  ამავე დროს, ციხის გალავანსაც წარმოადგენს. მისი სიგრძე მთელ პერიმეტრზე 322 მ-ია. გალავნის კედლის სიგანე სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ზომისაა. ეს, ალბათ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მხრიდან იყო ციხეზე მოსალოდნელი მტრის შემოტევა  და ასევე, ბუნებრივი თავდაცვითი გარემოს საიმედოობაზე. გალავნის სრული სიმაღლე არსად არის შემორჩენილი. მისი საძირკველი უშუალოდ კლდეზეა დასმული. რელიეფი ისეა გამოყენებული, რომ ძირის გამოთხრა და ამ ხერხით ციხეში შეღწევა შეუძლებელი ყოფილიყო. კედლები ნაგებია ქვიშაქვით და ბაზალტით, ასევე, სხვადასხვა უფორმო ქვებით კირის დუღაბზე. ბურჯებიც სხვადასხვა სიმაღლისა და დიამეტრისაა. უმრავლესი მათგანი ბაზალტით არის ნაგები, ზოგიერთი კი – მთლიანად ქვიშაქვით. გალავნის კედელს შიგნიდან საბრძოლო ბაქნები ჰქონია. მათი სიგანე 1 მეტრამდეა. ბაქნები კიბის საფეხურებითაც გვაქვს, რადგან რელიეფი დახრილია. გალავნის კედლები და ბაქნებიც რელიეფს მიუყვება. საფეხურების გარეშე გადაადგილება შეუძლებელია.
II. შიდაციხე იმყოფება გალავნის შიგნით, მის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, სადაც ნიადაგი უცებ 20-25 მეტრით მაღლდება. ქალაქიდან იგი გამოყოფილია სპეციალურად აგებული გალავნის კედლით, რომელშიც არის ქალაქიდან შესასვლელი ერთადერთი კ ა რ ი ბ ჭ ე. ციხეს, რომელსაც 3250 მ² უჭირავს, სამი საბრძოლო კ ო შ კ ი ჰქონდა. ყველა მათგანი სამხრეთის მხარეზეა (საიდანაც მტრის მიერ ციხეზე შეტევა ხდებოდა).
ა) პირველი კოშკი განსაკუთრებული ნაგებობაა მთელი ციხის ტერიტორიაზე. მისი  კედლების მშენებლობა 2 სხვადასხვა პერიოდს გვიჩვენებს. არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა  სამი საცხოვრებელი დონე (ფენა).  დღეს შემორჩენილი ციხის მშენებლობა (ზედა დონე) უშუალოდ IX-XII საუკუნეებით თარიღდება. კოშკს სამმაგი კედლები აქვს. პირველი – ბაზალტის, მეორე – ქვიშაქვით ნაგები და მესამე – ორი მეტრის სიგანის კედელი, ისიც ქვიშაქვით ნაგები. კოშკის მომეტებულ ნაწილში ორი სართული ყოფილა, რაზეც მეტყველებს ჩრდილოეთის მხრიდან აგებულ ბურჯებთან კედელში კოჭების ბუდეები. ჩრდილოეთი კედლისა და ბურჯების შემორჩენილი სიმაღლეა 6,10 მ, ხოლო კედლის სიგანე – 1,90 მ. კედელი ნაგებია დუღაბზე, ძირითადად ბაზალტის ქვით, თუმცა მასში შერეულია ქვიშაქვები. შესასვლელი კოშკის დასავლეთ ბურჯსა და ციხის გალავნის კედელს შორის მოუთავსებიათ. შემორჩენილია კარის ღიობის ფრაგმენტი. აღნიშნულ ბურჯში არის კარის ურდულის შესაყრელი ბუდე (0,15 X 0,2 მ). ღიობი თაღოვანი ყოფილა. მის წინ კიბის საფეხურებია. ბურჯსა და გალავნის კედელს შორის აღმართულია 2 მეტრი სიმაღლის კედელი, რომელზეც ადიოდნენ ხის მისადგმელი კიბით. ეს კიდევ ერთი ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობაა კოშკში შემსვლელი მტრისთვის. კოშკში შესასვლელ კართან მცველისთვის საგანგებოდ მოწყობილი პატარა ოთახია (2,0 X 1,8 მ). #1 კოშკი ყველა ძირითადი მონაცემით, ითვლება ქალაქის შიდაციხეში შიდაციხედ.  მშენებლობის ქვედა – მეორე დონე 1,20 მ სიღრმეზე აღმოჩნდა. აქ მდგარა ძლიერი სასიმაგრო თუ საცხოვრებელი ნაგებობა. ის უფრო პატარა ყოფილა (6,0 X 6,60 მ). კედლები ბაზალტის ქვით, ჰორიზონტალური წყობით იყო ნაგები. საშენ მასალად გამოყენებული იყო ასევე ალიზი, ქვიშაქვა და მუხის ხის კონსტრუქციები. კოშკი ოთხკუთხედი, თითქმის კვადრატული ფორმის იყო. მისი კედლების სიგანე, გარდა ჩრდილოეთი კედლისა, 2 მ-ია.  ნახანძრალი ძელების ლაბორატორიულმა გამოკვლევამ ნაგებობის ნაშთი V-VII საუკუნეებით დაათარიღა. ამ ნაგებობის ქვეშ კი – დაახლოებით 1,3 მ სიღრმეზე, აღმოჩნდა მესამე დონე – შავი ფერის თიხის ფენა, რომელიც უშუალოდ დედარქანზე ძევს და გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანას განეკუთვნება.
ბ) მეორე კოშკი ციხის სამხრეთ გალავნის კედელში დგას. იგი მცირე ფართობისაა (4,10 X 3,20 მ). კოშკი მოთავსებულია XVIII ბურჯში, ე.ი. XVIII ბურჯი თავისუფლად კოშკსაც წარმოადგენს. კოშკის შემორჩენილი ნაწილის სიმაღლეა 2 მეტრი. თვით ბურჯის შემორჩენილი სიმაღლე კი 5 მეტრამდეა. კოშკში იატაკი თიხატკეპნილია. შესასვლელი კარის სიგანეა 0,9 მ. დასავლეთ კედელზეა მიშენებულია ბრტყელი აგურით ამოყვანილი ბუხარი. ბუხრის სიმაღლეა 1,15 მ, ღიობის სიგანე – 0,70 მ, სიღრმე – 0,75 მ. მისი პირის თაღი შეისრულია. კოშკს სამხრეთის კედელში აქვს სარკმელი, რომლის შემორჩენილი სიმაღლეა 0,55 მ, სიგანე – 1 მ. კედლებში შეიმჩნევა შეკეთების კვალი, მაგრამ ძირითადი სახით ჩვენამდე მოღწეულია შუა საუკუნეებიდან. აღმოჩენილი მასალა თარიღდება XII საუკუნით.
გ) ციხეზე გაითხარა მესამე კოშკიც, რომელიც ციხის გარეთ, აღმოსავლეთის გალავანსა და ქალაქის კარიბჭისკენ მიმავალი გალავნის კედლების შეერთებასთან, მათ კუთხეში აუგიათ. იგი ოთხკუთხედის ფორმისაა (4,20 X 4,60 მ.) კოშკი ნაგებია
მხოლოდ ქვიშაქვით დუღაბზე. კედლის სიგანეა – 2 მეტრი. მასში აღმოჩნდა კერა. იატაკი თიხატკეპნილია. თარიღდება XII საუკუნით. ეს კოშკი ორ დანარჩენთან ერთად სამხრეთის ნაწილშია განლაგებული და ერთად აკონტროლებდნენ ციხისა და ქალაქის სამხრეთ მხარეს და ქალაქში შესასვლელ გზასაც.
შიდაციხეში რამდენიმე საცხოვრებელი ნაგებობაა გამორჩეული. აქედან 3 ნაგებობა მაინც უნდა წარმოადგენდეს მნიშვნელოვანი პიროვნების, წარჩინებულის სასახლეს.
დ) პირველი (გეგმით I) ასეთი ნაგებობაა ლევან მუსხელიშვილის მიერ XIII საუკუნით დათარიღებული სასახლე თავისი აბანოთი. ის დმანისის მშენებლობის საუკეთესო ხანის ნაგებობას წარმოადგენს. დიდი ოთახი, რომელზეც მერე აბანოა მიშენებული, შიდაციხის სასახლის ნაწილს უნდა წარმოადგენდეს. იგი გალესილი ყოფილა ბათქაშით, იატაკი ამჟამად მიწურია. გადახურვა ბრტყელი უნდა ჰქონოდა. შემორჩენილია ტიხრის ნაშთები. დარბაზს ერთი კარი და ერთი ფანჯარა ჰქონდა ჩრდილოეთ კედელში. აღმოსავლეთ კედელში ერთი ბუხარია. კედლებში, რომლებიც პირვანდელი სიმაღლითაა შენახული, ზევით გამოშვერილი თარხნები ჩანს (დაცულია მხოლოდ 4 თარხანი, რომლებზეც დაყრდნობილი იყო მეორე სართული). მეორე სართულის კედლები ადგილ-ადგილ არის შენახული. სამხრეთით არის პატარა ბუხრიანი ოთახი. სამივე კედელი ამოყვანილია ქვით. სამხრეთის კედელზე შემორჩენილია  პატარა, სწორკუთხოვანი თახჩები. უფრო დიდი თახჩა აღმოსავლეთის კედელშიცაა, ხოლო მის პირდაპირ, დასავლეთ კედელში, კიდევ უფრო დიდი და ღრმა თახჩაა მოთავსებული. ეს ოთახი გვიანობამდე, თითქმის, XVIII საუკუნემდე უხმარიათ საცხოვრებლად. დიდ ოთახზე შემდგომაა მიშენებული ა ბ ა ნ ო. ციხის აბანო დმანისის სამოქალაქო ნაგებობათა შორის გამორჩეულია. მისი კედლები აგებულია ქვითა და ბრტყელი აგურით (23 X 23 სმ). ორივე სადგომი გადახურულია ისრულ ტრომპებზე დაყრდნობილი გუმბათებით, რომელთა ცენტრში გაჭრილია სასინათლო ხვრელები.  დიდი ოთახი (სასახლის ნაწილი) ვიწრო თაღოვანი კარით უკავშირდებოდა აბანოს წინა ოთახს, რომელიც გასახდელსა და მოსაცდელს წარმოადგენდა. მეორე ოთახის კედლებში დატანებულია სამი ღრმა ნიში, რომელთაგან ერთში მოთავსებული ყოფილა ქვაბი, მის ქვეშ კი – სათბობი ქურა. მეორეში – რეზერვუარი წყლისთვის, მესამეში – ოთხკუთხა ფორმის მცირე აბაზანა. საყურადღებოა აბანოს იატაკქვეშ მოთავსებული გათბობის რთული სისტემა, იგი ქურასთან დაკავშირებულია კედლებში დატანებული არხების საშუალებით. ციხის აბანო სპეციალური დანიშნულების შენობა იყო. იგი იმ რეზიდენტისთვის იყო განკუთვნილი, რომელიც შიდაციხეში იჯდა.
ე) გეგმით V ნაგებობა მდებარეობს აბანოს ჩრდილოეთ მხარეზე, ქვედა, მესამე ტერასაზე. იგი თითქმის ოთხკუთხედის ფორმისაა. (16,60 X 11,80 მ) და ხუთი ოთახისგან შედგება. ნაგებობა კრამიტით უნდა ყოფილიყო გადახურული. იატაკი მოგებული იყო ბრტყელი აგურით, რომელიც დალაგებულია უშუალოდ კლდოვან ქანზე. #1 ოთახი (3,80 X 4 მ) სხვა ოთახებთან შედარებით განსაკუთრებულია. აქ უნდა ყოფილიყო ქალაქის  თავის თუ სხვა დიდი მოხელის საჯდომი. ამ ოთახს #2 ოთახი აკრავს, რომელიც ოთხკუთხედის ფორმისაა (9,80 X 4,40 მ). მის დასავლეთ ნაწილში ბუხარი ყოფილა მოწყობილი. ეს ოთახი სტუმრების მოსაცდელი უნდა ყოფილიყო. აქედან ერთი კარი შიდა – #1 ოთახში, ხოლო მეორე – დასავლეთ მხარეს მდებარე მცველის ოთახში გადიოდა. საძინებელი ოთახი დასავლეთ მხარეზე მოუთავსებიათ. იგი უშუალოდ ციხის დასავლეთის კედელს ემიჯნებოდა. აღნიშნული ნაგებობა ციხის თავდაპირველ ნაგებობას წარმოადგენს და IX-X საუკუნეებით თარიღდება. პირველად XI-XII საუკუნეებში გადაუკეთებიათ, მეორედ – XVI-XVII საუკუნეებში. საძინებელ ოთახში ტიხარი აუგიათ და 4, 6 და 8 სათავსოებში სხვადასხვა ზომისა და რაოდენობის ქვევრები ჩაუყრიათ.
ვ) ციხის ნაგებობათა შორის მესამე, გამორჩეული და განსაკუთრებულია VI ნაგებობა, რომელიც კვადრატული ფორმისაა (12,50 X 12,70). ისიც სასახლე უნდა ყოფილიყო. კედლები კედლები აშენებულა ქვითა და ბრტყელი აგურით. იატაკიც ბრტყელი აგურითაა მოგებული. შენობა ორსართულიანი იყო და გადახურვაც ბრტყელი აგურის ჰქონდა. ამას გვაფიქრებინებს სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებში შემორჩენილი პილასტრების ფრაგმენტები. სასახლე 3 ოთახისა და დერეფნისაგან შედგებოდა. აქედან ორი – თავისი ბუხრებით, საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო, ხოლო მესამე, უფრო დიდი ოთახი – სასახლის მარანი ყოფილა, რომელშიც 9 სხვადასხვა ზომისა და სიმაღლის ქვევრია ჩაფლული. აქედან 4 მთელია. სასახლეს გარედან ორი შესასვლელი ჰქონდა. ერთი უშუალოდ ოთახში შედიოდა, მეორე – დერეფანში. ამ ნაგებობაში ცხოვრება ციხის საბოლოო განადგურებამდე უნდა გაგრძელებულიყო.
ზ) ციხის ტერიტორიაზე ერთ-ერთი დიდი და გამორჩეული უნდა ყოფილიყო IV ნაგებობაც (11,0 X 9,40 მ), რომელიც მდებარეობს ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთის გალავნის კედელთან. ამ ნაგებობისთვის მოედანი, როგორც სხვაგან, კლდოვანი ქანების ჩაჭრის შედეგად მოუმზადებიათ. იატაკი უშუალოდ კლდეზე, ბრტყელი აგურით მოუწყვიათ. ნაგებობის კედლები ძირითადად ბაზალტითა და კირქვით დუღაბზეა ნაგები. იგი ოთხკუთხედის ფორმისაა და ორი ოთახისგან შედგებოდა. ტიხარი ხის უნდა ყოფილიყო. ნაგებობას ერთი კარი ჰქონია, რომელიც ცენტრალურ ქუჩაში გამოდიოდა. ამ ნაგებობაში გამოიკვეთა მშენებლობის სამი პერიოდი: 1) IX-X სს, 2) XII-XIV სს, 3) XVI-XVIII სს.
თ) სტრატიგრაფიის დადგენის მხრივ ყველაზე საინტერესოდ ითვლება X ნაგებობა. ყველაზე უკეთ ამ ნაგებობაში გამოიყო სხვადასხვა საცხოვრებელი დონეები და დადასტურდა, რომ ციხე აუგიათ IX ს-ში და იგი XVIII ს-მდე ფუნქციონირებდა. ნაგებობა (20 X 5,40), მდებარეობს ციხის კარიბჭესთან, ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთი გალავნის კედელთან. გალავნის კედელი იმავე დროს ნაგებობის კედელსაც წარმოადგენს. ნაგებობის ძირითადი ნაწილი ნაშენებია ქვიშაქვით დუღაბზე. ნაგებობა ციხის მშენებლობის დასაწყისშივე აუშენებიათ. თავდაპირველად ორი ოთახისგან შედგებოდა. ოთახებს შორი ტიხარი ქვიშაქვით დუღაბზეა ნაგები. ჰქონია ერთმანეთთან დამაკავშირებელი კარი. იატაკი კლდოვან დედარქანზე იყო მოწყობილი და ქვის ყოფილა. მეორე ოთახი საძინებელი უნდა ყოფილიყო. დიდი ოთახი სამეურნეო-სამზარეულო ფუნქციას ასრულებდა. მცირე საძინებელ ოთახში ორი იარუსი იყო მოწყობილი. 1 მ სიმაღლეზე შემორჩენილია მეორე იარუსის იატაკის კოჭებისთვის ბუდეები. დაუდგენელია, თუ საიდან იყო შენობაში შემავალი კარი. XI საუკუნეში ხანძარი გადაუტანია, XI-XII საუკუნეებში ახალი საცხოვრებელი დონე მოუწყვიათ. ადრეული დონე თიხატკეპნილი იატაკის ქვეშ მოექცა. ერთ სათავსოდ გადაუკეთებიათ და გაუმართავთ 15 სხვადასხვა ზომის თონე. აღნიშნული ნაგებობა XIV საუკუნემდე ფუნქციონირებდა (ალბათ, თემურ-ლენგის შემოსევამდე). გვიან შუასაუკუნეებში (ალბათ, XVI-XVII სს-ში) ახალი საცხოვრებელი დონე მოუწყვიათ. ეს იყო დიდი ფართობის (20,50 X 7,20). გადახურვა ბანური უნდა ყოფილიყო, ხის ბოძებზე დაყრდნობილი.
ი) XI ნაგებობა მდებარეობს ციხის ცენტრალური ქუჩის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. იგი ერთოთახიანი იყო. ფართობი – 160 მ². ღარიანი კრამიტით ყოფილა გადახურული და იატაკი ბრტყელი აგურით ყოფილა მოგებული.
კ) უფრო კარგად არის შემორჩენილი XII ნაგებობის (16 X 14 მ) კედლები. იგი XI და IV ნაგებობას შორის მდებარეობს. ოთხკუთხედის ფორმისაა და 6 ოთახისა და დერეფნისგან შედგება. კედლები ნაგებია ბაზალტით, კირქვის დუღაბზე. იატაკი ბრტყელი აგურითაა მოგებული.

dmanisis sioni reliefi


III. დმანისის სიონი
ა) დმანისის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი მდებარეობს ქალაქის (ნაქალაქარის) ცენტრში, შიდა ციხის ქვემოთ. ის სამეკლესიანი ბაზილიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიმუშია. ეკლესიის გარე ზომებია: სიგრძე (დასავლეთის კარიბჭის გარეშე – 23 მ, სიგანე – 20, 5 მ, მარტო შუა ეკლესიისა – 11, 5 მ.). როგორც ყველა სამეკლესიან ბაზილიკაში, შიგნით ნავები ერთმანეთისგან კედლებითაა გათიშული. სამი წაგრძელებული სადგომი ერთმანეთის გვერდით დაკავშირებულია კარებით. შუა სადგომი დანარჩენ ორზე რამდენადმე მაღალი და ფართოა, რის გამოც გარედან შენობას ნამდვილი ბაზილიკის იერი აქვს. თავდაპირველი სახით მხოლოდ შუა ნავმა მოაღწია, გვერდითი ნაწილები მნიშვნელოვნად არის გადაკეთებული. ნაგებია მცირე ზომის რუხი ფერის მქისედ დამუშავებული ქვით, გამოუყენებიათ აგური და რიყის ქვებიც. კონცენტრულად მნიშვნელოვანი ნაწილები ამოყვანილია სუფთად გათლილი კვადრებით. გადახურულია ბრტყელი ქვის ფილებით. სარკმლები შემოსილია წითელი თირის კვადრებით. სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ჩასმულია წითელი ქვა, რომლის ცალ პირზე გამოქანდაკებულია ბოლნური ჯვარი კვარცხლბეკიან მედალიონში. სამხრეთიდან ტაძარს მიშენებული აქვს კარიბჭე და სანათლავი, ჩრდილოეთის მხრიდან – სამკვეთლო. ტაძარი შიგნიდან მოხატული ყოფილა – საკურთხეველში შემორჩენილია XIII-XIV სს-ის მოხატულობა: წმინდანთა გამოსახულებანი და წარწერები. საკურთხევლის სამხრეთ კედელში პატარა თლილი ფილაქანია საინტერესო ბარელიეფით. ორი მამაკაცი დგას en face. მათ შორის მოთავსებულია კვარცხლბეკიანი ჯვარი, რომელიც თითქმის კაცის სიმაღლისაა. ყველაფერი ჩასმულია სადა ჩუქურთმიან ჩარჩოში. ორივე მამაკაცს ერთნაირი ქუდი ახურავს, მოყვანილობით ჰგავს საფარის ფრესკებიდან ცნობილი ათაბაგების თავსაბურავს (XIII-XIV სს).
მოგვიანებით, 1213-1222 წლებში, ლაშა-გიორგის მეფობაში, დასავლეთიდან ტაძრისთვის მდიდრულად მორთული კ ა რ ი ბ ჭ ე მიუშენებიათ. იგი ძირითადი ნაგებობისგან განსხვავდება სტილითა და მორთულობის ხასიათით. კარიბჭის სამივე ფასადი, ყველა სვეტი და თაღი მოპირკეთებულია ღია მწვანე თლილი ქვის ფილებით. გადახურულია ოთხ ბოძზე ამოყვანილი, თაღებზე დაყრდნობილი კამარით. კარიბჭეს გადახურვა ჯვარედინი აქვს, ამიტომ სახურავსა და ჭერს შორის დარჩენილ ადგილში სამალავი მოუწყვიათ, რომელიც სამი მხრიდან უვლის კამარას. შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს, ხოლო სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან პატარა სარკმლებით იხედება კარიბჭეში. შესასვლელის თაღი შეისრულია. კარიბჭეს სამი წარწერა აქვს: ერთი გარედან, შესასვლელის ზემოთ, (7 სტრიქონი), მეორე – შიგნით, სამხრეთ-აღმოსავლეთის სვეტის აღმოსავლეთ განის თავზე (2 სტრიქონი), მესამე – დასავლეთ ფასადის მარცხენა თახჩის ზემოთ (13 სტრიქონი). ამ უკანასკნელში მოხსენიებულია ლაშა-გიორგი. სამივე წარწერა ასომთავრულია.

dmanisis sioni dmanisi


ბ)  თითქმის ზედ სიონის შენობაზეა მიდგმული მაღალი ოთხკუთხა შენობა, რომელიც ორსართულიანი სამრეკლოს ნაშთს წარმოადგენს. მას მრავალჯერ გადაკეთების კვალი ეტყობა.
IV. დმანისის სიონის გვერდით მდებარეობს 1702 წელს აგებული დმანისის წმ. მარინეს სახელობის ეკლესია. სამხრეთის შესასვლელის ზემოთ მოთავსებული წარწერა გვაუწყებს: „ბატონიშვილის მარიამის გამდელმან ისახარ კვალად განვაახლე დაქცეული საყდარი ესე წმიდის მარინისა“. ეს ერთნავიანი პატარა სამლოცველოა, ჩვეულებრივი გეგმით (გარედან სწორკუთხედი, შიგნით – ერთი აფსიდი, საბჯენი თაღით ორად გაყოფილი კამარა, ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდან). უჩვეულოა კედლების წყობა: ქვემო რიგი თითქმის მთლიანად თლილი ქვის მოზრდილი კვადრებისგან შედგება. ზემოთ კი კვადრები უწესო მოხაზულობის ქვებსა და აგურებს ენაცვლება. აქა-იქ ძველი ჩუქურთმები და არაბულწარწერიანი ქვებია ჩართული. აშკარაა, ძველი შენობის მასალას ახალი დაუმატეს და ისე აღადგინეს მთელი ეკლესია. ახლანდელი სახურავი კრამიტისაა, კარნიზი – აგურის, ხერხულა.
განსაკუთრებულობას სამლოცველოს ფერადოვნება ანიჭებს. პირველი რიგის კვადრები მონაცვლეობით კაშკაშა ფირუზისფერი და კაშკაშა სისხლისფერია; ზემოთ, აგურის წყობაში ჩართული ქვები – კვლავ წითელი და მწვანე, შავი ქვიშისფერი, ყვითელი, სოსანი. ეს ფერადოვნება მწვერვალს აღწევს დასავლეთის სარკმლის გარშემო: აქაც თლილი კვადრები, წითელი, ქვიშისფერი, თამბაქოსფერი, ღვინისფერი, ღია მწვანე-მოცისფრო. ამას ემატება თვით აგურისა და დუღაბის რუხი ფერი.
V. ქალაქში დგას კიდევ ორი პატარა ეკლესიის ნანგრევი. ესენი, თითქოს, უბნის ეკლესიების ნაშთებს წარმოადგენენ. ორივე ქალაქის აღმოსავლეთ ნაპირის გასწვრივაა გაშენებული. ერთი – ზემოუბნისა, ქალაქის შესავალი ქუჩის ჩრდილო-აღმოსავლეთით დგას, მეორე – ქვემო უბნისა კი დაშორებულია პირველს 250-300 მეტრით ქვევით, ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით. ეს ერთნავიანი ეკლესიები საკმაოდ გვიან უნდა იყოს აგებული, რაც იქიდან ჩანს, რომ მათ კედლებში ჩაშენებულია ძველი ორნამენტირებული ქვები. ქვემო უბნის ეკლესია სომხური უნდა იყოს, რადგან სამხრეთ კარში ჩაშენებულია სომხური ჯვრებიანი და სომხური წარწერიანი ქვა (აღარ იკითხება). ზემო უბნის ეკლესია კი, თუმცა, მის სამხრეთ კედელშიც არის სომხური ჯვრებიანი ქვა, ქართულია, რადგან, იმ მცირე სასაფლაოზე, რომელიც ამ ეკლესიას ახლავს, ერთი საფლავის ქვა ქართულ წარწერას ატარებს.
VI. ცალკე აღსანიშნავია 200 მეტრის სიგრძის წყალსაზიდი საიდუმლო გვირაბი, რომლითაც, ალბათ, ქალაქი ალყის დროს წყლით მარაგდებოდა. გვირაბი სიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით მიუყვება მაშავერას ხეობის ქარაფებს წყლის პირამდე. გვირაბის ზედა ნაწილი ჩამონგრეულია, ქვედა (უდიდესი) ნაწილი კი დღესაც მშვენივრადაა დაცული, გარდა კიბისა, რომლის საფეხურები ძალიან დაშავებულია. გვირაბი ზედ კლდეზეა მიდგმული. მას დიდი ქვის კედლები აქვს, რომლებსაც ეყრდნობა ისრული კამარა. გარკვეულ მანძილზე გაკეთებულია სარკმლები. გვირაბის სიგანე დაახლოებით 2 მეტრს უდრის, სიმაღლით კაცი შიგ კარგად გაიმართება.
გარეუბანი
გარეუბანი ქალაქის სამხრეთით მდებარეობს, ფინეზაურის ორივე ნაპირზე. მარცხენა სანაპიროზე  ყოფილა სასაფლაოები და სასაფლაოს ეკლესია, ჩანს წისქვილების კვალი; მარჯვენა სანაპიროზე განლაგებული იყო აბანოები.
ა) სასაფლაოები მარცხენა ნაპირის მაღლობზე მდებარეობს. ჯერ მუსულმანურია, ხოლო მისგან 120-130 მეტრის მოშორებით – ქრისტიანული. სასაფლაოს ისეთივე ფართობი უჭირავს, როგორც ქალაქს. ამასთან, მუსულმანური სასაფლაო გაცილებით უფრო დიდია. სამარხების ნაწილი XIV საუკუნეს მიეკუთვნება, მცირე ნაწილი –  XIII საუკუნეს. ქრისტიანული სამარხები კი (სომხური და ქართული) XII-XIII საუკუნით თარიღდება. გათხრები ადასტურებენ, რომ შუასაუკუნეების სამაროვანი მდებარეობს უძველეს – ჩვ. წ. აღმ-დე VIII-VII საუკუნეების სამაროვანზე (ა. ჯაფარიძე, ვ. ართილაყვა).
ბ) სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარეობს მცირე ეკლესიის ნანგრევები. გადმოცემით, ეს ეკლესია თევდორეს სახელობის ყოფილა. იგი ახალი გზატკეცილის აღმოსავლეთ მხარეს, სოფელ პატარა დმანისის საზღვართან მდებარეობს. ეკლესია ერთნავიან მცირე ნაგებობას წარმოადგენს. ცხადად ეტყობა არაერთგზის რესტავრაციის კვალი. კედლებში ალაგ-ალაგ უწესრიგოდაა ჩასმული  ჩუქურთმიანი ქვები.

abano abano


გ) მდინარის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ გაშენებული იყო აბანოები. ყველაზე უფრო დიდი ზემო აბანოა, რომელიც ახლანდელი პატარა დმანისის საზღვარზე მდებარეობს. შუა აბანო, რომლის დიდი ნაწილი წყალს წაუღია, 150-მდე მეტრით უფრო ქვევითაა. ამ უკანასკნელის მარჯვნივ კი – დანარჩენებზე უკეთ შემონახული ქვემო აბანო. ქვემო აბანო ხუთი ოთახისგან შედგება. ერთი გასახდელია, ოთხი – საბანაო და ერთიც – საღუმელე. შენობა ძირითადად ქვითაა ნაგები. აგური მხოლოდ დამხმარე მოწყობილობისთვისაა გამოყენებული. შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთიდან ჰქონდა.


8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

დმანისის სიონის საკათედრო ტაძარი დმანისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. ტაძარი მოქმედია.

9. gamoyenebuli masalebi

1) ვ. ბერიძე – "ძველი ქართული ხუროთძღვრება", თბ.1974წ.
2) ვ. ბერიძე – "XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება", თბ.1994წ.
3) ირ. ციციშვილი – "ქართული არქიტექტურის ისტორია", თბ.1955წ.
4) ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ3, თბ.1974წ.
5) ჯუმბერ კოპალიანი – "დმანისის ციხე", თბ1996წ.
6) ა. ჯაფარიძე, ვ ართილაყვა – "გათხრები დმანისსა და მის მიდამოებში", საქართველოს
სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები, თბ.1971წ.
7) დმანისი, კრებ. II, V, თბ.2000წ.
8) ზ. ოქრუაშვილი - "სოფელი ვანათი, ივერია", #181, 22 აგვისტო, 1888წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org/დმანისის სიონი

http://ka.wikipedia.org/დმანისის ნაქალაქარი

http://www.nplg.gov.ge

http://ertguleba.ge

http://www.georgianmuseums.ge

http://www.museum.ge

http://lemill.net

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016