Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto

თხოთის (აღაიანის) წმ. ნინოს ეკლესია
(VI-VII ss)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ისტორიული წყაროების თანახმად თხოთის ქედზე მირიან მეფეს გადამხდარმა ცნობილმა ამბავმა, გამოიწვია ქართლში ქრისტიანობის რელიგიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. ამ ამბის აღსანიშნავად წმ. ნინომ ბრძანა ქედზე აღემართათ ჯვარი, ხოლო მოგვიანებით აქ აშენდა თხოთის წმ. ნინოს ეკლესია.

3. adgilmdebareoba

თხოთის (აღაიანის )წმინდა ნინოს ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთ-აღმოსავლეთ მდებარე სოფელ აღაიანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე თხოთის ქედის წვერზე.

ძეგლის მდებარეობის კოორდინატები: 41°53'.53"N; 44°31'44"E;

 

4. ruka

 

 

 

 

 

 

 


 

5. istoriuli mimoxilva

ისტორიული წყაროების თანახმად თხოთის ქედზე მირიან მეფეს გადამხდარმა ცნობილმა ამბავმა, გამოიწვია ქართლში ქრისტიანობის რელიგიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. ამ ამბის აღსანიშნავად წმ. ნინომ ბრძანა ქედზე აღემართათ ჯვარი, ხოლო მოგვიანებით აქ აშენდა თხოთის წმ. ნინოს ეკლესია.
ადრე ეკლესიის დღესასწაული აღინიშნებოდა 14 იანვარს. მას მერე, რაც ერთ-ერთ დღესასწაულზე აქ გაციებისაგან გარდაიცვალა ბავშვი, ეს დღესასწაული გადაიტანეს 7 მაისს.
2007 წელს ძეგლს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები: სახურავიდან  მოიხსნა მცირე ზომის ხეები,  განახლდა გადახურვა და მოწესრიგდა ინტერიერი.

2010-2011 წლებში კვლავ ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები გიორგი მახარაძის ხელმძღვანელობით.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

ლეგენდის თანახმად ქართლის მეფე მირიანი მუხრანის მიდამოებში ნადირობდა. თხოთის მთაზე, რომ ფეხი შედგა, „დაბნელდა მზე მთასა და იქმნა ვითარცა ღამე ბნელი, უკუნი... დაშთა მეფე მარტო, და იარებოდა მთათა და მაღნართა შეშინებული და შეძრწუნებული“. იგი ამაოდ შესთხოვდა შველას თავის ღმერთებს, მაშინ მეფე შეჰვედრებია „ღმერთსა ნინოსა“. მოხდა „სასწაული“ - მზე გამოჩნდა, ცა მოიწმინდა. მირიანმა აღუთქვა ნინოს: „რამეთუ შენ მიხსენ მე ჭირისგან და განმინათლე ბნელი ჩემი, ამას ადგილსა აღვმართო ძელი ჯვარისა, რომელითა იდიდებოდეს სახელი შენი და იხსენებოდეს საქმე ესე სასწაული უკუნისადმე“. ამის მერე ნინოს ბრძანებით თხოთის მთაზე (ისე როგორც უჯარმასა და მცხეთაში) აღმართეს ხის ჯვარი.

7. arqiteqturuli aRwera

TxoTis wm. ninos gumbaTovani eklesia

თხოთის ეკლესია იყო ჯვარგუმბათოვანი, რომელიც IX-X საუკუნეების მიჯნაზე გადაუკეთებიათ დარბაზულად. პირვანდელი ეკლესიის შემორჩენილი გვერდები (2-2,5 მ) ნაგებია კარგად გათლილი მოყვითალო-ოქროსფერი კვადრებით, წყობაში ნახმარია მომწვანო ტუფი, გვხვდება აგურიც. გადაკეთებისას ეკლესიისათვის გარედან ჯვრული გეგმა შეუნარჩუნებიათ, მხოლოდ გუმბათის ნაცვლად გადაუხურავთ ცილინდრული კამარით, რომელიც ხუთ საბჯენ თაღს ეყრდნობა. დღესდღეობით ეკლესიის  ზომები 8.48-4.18მ-ია. სიმაღლეში დაახლოებით 6-7 მ. კედლის სისქე (ჩრდილოეთ კარის ადგილას) 2 მ-ია. გეგმაში თითქმის უცვლელადაა დატოვებული აფსიდი და დასავლეთ მკლავი. თავდაპირველი ჯვრის ჩრდილოეთ და სამხრეთ მკლავები შიგნიდან ამოშენებულია. გარედან აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებული ცენტრალური ნაწილი გადახურულია ორფერდა, ხოლო ჩრდილო და სამხრეთ შვერილები - ცალფერდა სახურავით. ეკლესიაში შესასვლელი (არქიტრავული გადახურვით) ჩრდილოეთ მკლავიდანაა (კარის სიმაღლე 1.7 მ-ია, სიგანე 91 სმ-ია), სამხრეთ მკლავში შესასვლელი გაუქმებულია. ამავე მკლავის დასავლეთ მხარეს მდებარე შესასვლელი გვიანდელია. ერთი სარკმელი ნახევარწრიულ აფსიდშია, მეორე - სამხრეთ კედელში. ჩრდილოეთ მკლავში ვიწრო და თაღოვანი დერეფანია. სამხრეთისაში კი ნიშია ჩამოსაჯდომი შვერილით.

Crdilo-aRmosavleTi xedi samxreT-aRmosavleTi xedi


საკურთხეველში შემორჩენილი იყო მოხატულობისა და წარწერის ფრაგმენტები. კონქში გამოსახული იყო ტახტზე მჯდომი ქრისტე. ასევე მოხატულობის ნაშთი შემორჩენილი იყო საკურთხევლის სარკმლის წირთხლებშიც და სატრიუმფო თაღის სამხრეთ კაპიტელთან. სტილისტური ნიშნებით მხატვრობა თარიღდებოდა X საუკუნის დასასრულითა და XI საუკუნის მეოთხედით.

aRmosavleTi fasadis sarkmlis TaRi samxreTi fasadis sarkmeli
გარედან ეკლესიის მასები მკაფიოდ გამოხატავენ ჯვარს. აღმოსავლეთ მკლავის ფასადზე სარკმელი თაღოვანი სათაურითაა შემკული, მის ზემოთ თავდაპირველი ეკლესიის ქვებიდან შედგენილია ჯვარი. სამხრეთის ფასადის სარკმელი მორთულია თაღოვანი რელიეფური სათაურით, ხოლო შესასვლელი რელიეფური კომპოზიციის ტიმპანით. ამ შესასვლელს XVI საუკუნეში აგურით ნაგები თაღოვანი მინაშენი - კონტრფორსი მიადგეს.  სამხრეთ ფასადზე X-XI საუკუნეების სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა. დასავლეთ ფასადზეც მოგვიანებით მძლავრი კონტრფორსი მიუშენებიათ. აგურის კბილანა ლავგარდანი გვიანდელია.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

თხოთის ეკლესია  სამთავისისა და კასპის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი არ არის მოქმედი.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ5. 1990წ.
2. გ. ბოჭორიძე - „ქართლის ეკლესია-მონასტრები და სიძველენი“; თბილისი, 2011 წელი, გვ. 65-66.
3. ინტერნეტ რესურსი https://www.facebook.com/media
4. ფოტოების ავტორი - ია მელითაური და ზაზა ქარდავა

 

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.g

https://www.facebook.com/media

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016