arqiteqturuli leqsikoni
ყავარი – 13-25 მმ-ს სისქის ფიცარი, რომელსაც ხმარობდნენ სახურავის მასალად ან კედლის შესამოსად.
ყაზარმა (თურქ) – ჯარის მუდმივად სადგომი შენობა.
ყალიბი – 1. თიხის ან სხვა მასალისაგან დამზადებული ფორმა, ქანდაკების ან სხვა ნაწარმის ჩამოსასხმელად. 2. ბეტონის ან რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ამოსაყვანად დამზადებული ხის ან ლითონის ფორმა.
ყარადამი (აზერბ) – აზერბაიჯანული საცხოვრებელი სახლის სახეობა.
ყირათაღი – გადმოყირავებული თაღი. იგი, ჩვეულებრივ, კედლის წყობაშია ჩამარხული და საძირკველს გადასცემს ცალკე მდგომი საყრდენების დატვირთვებს. განმტვირთავი თაღის სახეობა.
ყირმი (თურქ) – შუა აზიაში გავრცელებული, ორნამენტის შელესვით შესრულების ტექნიკა.
ყიშლაყი (თურქ) – დასახლება შუა აზიაში.
ყორე – უკიროდ და უტალახოდ ნაგები ქვის კედელი – ზღუდე, მიჯნი.
ყორღანი – ტაბუთი, ტაგრუცი; სამარხი; რომელიც წარმოადგენს მიწაყრილს მის სისქეში დატანილი სამურავით, აკლდამით.
ყულფი – მარყუჟი, საკილოე; რაზის გასაყრელი რგოლი.
ყურე – აფრა, პანდატივი; სფერული სამკუთხედის ფორმის კონსტრუქციული ელემენტი, რომელიც იძლევა სწორკუთხა ფუძიდან გუმბათოვან გადახურვისაკენ გადასვლის საშუალებას.
|