arqiteqturuli leqsikoni

ტაბერნა (ლათ) – სავაჭრო სადგომი, ზარაფხანა ძველ რომში.

ტაბლა (ბერძ) – დაბალი მაგიდა.

ტაბლინუმი (ლათ) – რომაული სახლის ატრიუმის სიღრმეში განლაგებული ოთახი.

ტაბულარიუმი (ლათ) – სახელმწიფო არქივის შენობა ძველ რომში.

ტაგრუცი – თაბუთი, ყორღანი, `მაღლა ნაგები საფლავი~ (საბა).

ტავერნა (იტ) – სამიკიტნოს დასახელება იტალიასა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში.

ტალავერი – 1. თალარი, საჩრდლობელი, ფანჩატური; მსუბუქი კონსტრუქციის ბაღ-პარკული ნაგებობა. 2. თალარი, მყოდოლი; ვაზით ან სხვა ხვიარა მცენარეულით გადახურული საჩრდილობელი.

ტალანი – წინაოთახი; სათავსი ბინაში, რომლის მეშვეობით საცხოვრებელი ოთახები კიბის ბაქანს უკავშირდება.

ტაძარი – 1. საკულტო ნაგებობა, სადაც წარმოებს ღვთისმსახურება და რელიგიური წესჩვეულებების შესრულება. 2. ძვ V – IX საუკუნეებში სასახლის, წარჩინებული მოხელის სახლის აღმნიშვნელი ტერმინი.

ტელამონი (ლათ) – ატლანტი; საყრდენი მამაკაცის ქანდაკების სახით.

ტელესტერიონი (ბერძ) – მისტერიული ტაძარი ანტიკურ საბერძნეთში.

ტემენოსი (ბერძ.) – ზღუდარით შემოფარგლული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია ბერძნული ტაძარი და მის აღმოსავლეთის ფასადის წინ, ღია ცის ქვეშ – საკურთხეველი.

ტემპერატურული ნაკერი – ვერტიკალური ნაკერი, რომელიც შენობას საძირკვლამდე ჭრის და ნაგებობის ცალკეულ ნაწილებს საშუალებს აძლევს დამოუკიდებლად განიცადოს ტემპერატურული ცვალებადობით გამოწვეული დეფორმაცია.

ტენია (ბერძ) – დორიული ორდერის არქიტრავის დამაგვირგვინებელი თარო.

ტეპიდარიუმი (ლათ) – თბილი წყლის აბაზანები რომაულ თერმებში.

ტერაკოტა (იტ.) – მოუჭიქავი კერამიკული ნაკეთობა, რომელსაც გამომწვარი თიხის ბუნებრივი ფერი და ფაქტურა აქვს.

ტერაცო (იტ) – მოზაიკური იატაკი.

ტეტრაკონქი (ბერძ.) – ცენტრალური ტაძარი, სადაც შენობის, კვადრატული გეგმის მქონე, ცენტრალური მოცულობას ოთხი აბსიდა უერთდება.

ტეტრაპილონი (ბერძ) – სატრიუმფო თაღი, ურთიერთ მართობულად მიმართული ორი გასასვლელით.

ტეტრასტილი (ბერძ) – ანტიკური ტაძარი ოთხსვეტიანი პორტიკით მთავარ ფასადზე.

ტეტრაფორი (ბერძ) – ოთხი კარიატიდისაგან შემდგარი ჯგუფი.

ტექნიკური პროექტი – პროექტის დამუშავების მეორე ეტაპი, რომელიც აზუსტებს საპროექტო მოცემულობას (ესკიზურ პროექტს), სამუშაო ნახაზების Aშესადგენად.

ტექნიკური სართული – საგანგებო სართული მრავალსართულიან შენობაში, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სახის სანტექნიკური მილგაყვანილობისათვის, სავენტილაციო არხებისათვის და მისთ. და ჩვეულებრივ სართულზე ნაკლები სიმაღლისაა.
ტვიფარი – ესტამპი, ანაბეჭდი გრავიურიდან.

ტიმპანი (ბერძ.) – 1. ფრონტონის თარაზულ და დახრილ ზოლურებს შორის მოქცეული სამკუთხა არე. 2. პილასტრის, თაღსა და არქიტრავს შორის მოქცეული მრუდხაზოვანი სამკუთხა არე.

ტიპიზაცია (ლათ) – მასობრივი მშენებლობისათვის გათვალისწინებული უნიფიცირებული ნაწილების, კომპლექსების, დეტალების ნომენკლატურის შედგენა და დაპროექტება.

ტიპობრივი პროექტი – საცხოვრებელი სახლის, საზოგადოებრივი ან სამრეწველო შენობის პროექტი, რომელიც უნიფიცირებულ კონსტრუქციებსა და არქიტექტურულ დეტალებზეა დაფუძნებული.

ტიუდორის თაღი – ოდნავ შეისრული სამცენტრიანი თაღი.

ტიუდორის ყვავილი – კვადრატული ორნამენტი, რომელსაც საფუძვლად უდევს სუროს ოთხი ფოთლის სტილიზებული გამოსახულება.

ტიხარი – საძგიდე, ძგიდე; ოთახის სივრცის გამომყოფი კედელი, რომელსაც კაპიტალური კედლისგან განსხვავებით კონსტრუქციული დატვირთვები არ გადაეცემა.

ტონდო (იტ) – წრიული ფორმის დეკორაციული დეტალი.

ტორუსი (ბერძ) – იონური კოლონის ბაზისის ლილვი.

ტოტემი – სათაყვანო საგანი (ხშირად ცხოველი ან მისი გამოსახულება), რომელსაც პირველყოფილ საზოგადოებაში მიეწერებოდა ოჯახის წარმოშობა და კეთილდღეობა.

ტრავეა (ფრან) – შეკრული კამარით გადახურული შენობის ნაწილი – ნავი.

ტრანსეპტი (ლათ) – ტაძრის განივი ნავი.

ტრაპეზი (ბერძ.) – 1. საკურთხევლის ტახტი ეკლესიაში. ბიზანტიურისგან განსხვავებით ძველ ქართულ ტრადიციით ტრაპეზი უძრავი, ქვისა კეთდებოდა და კედლის პირას იყო მოთავსებული. 2. მაგიდა, სუფრა.

ტრაპი (ჰოლ) – 1. კიბე გემზე. 2. სცენაზე ასავალი კიბე. 3. წყლის მიმღები და გადამყვანი მოწყობილობა.

ტრაქტი (ლათ) – დიდი, ფართო მაგისტრალური გზა.

ტრიგა (ბერძ) – სამცხენიანი ეტლის ქანდაკება, რომელიც ზოგჯერ აგვირგვინებს შენობას.

ტრიგლიფი (ბერძ) – დორიული ორდერის ფრიზზე – მეტოპის შემნაცვლელი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს სამკუთხა პროფილის ვერტიკალური ღარებით დანაწევრებულ ფილას.

ტრიკლინიუმი (ლათ) – სასადილო ოთახი რომაულ საცხოვრებელ სახლში.

ტრიკონქი (ლათ.) – სამაბსიდიანი ნაგებობა.

ტრიპტიხი (ბერძ.) – სამკარედი; სამფრთიანი საკეცი (სურათი, ხატი).

ტრიუმი (ჰოლ) – 1. სათავსი თეატრის სცენის ქვეშ. 2. გემის ნაწილი ფსკერსა და ქვედა გემბანს შორის.

ტრიფორიუმი – იხ. პატრონიკე.

ტრომპი (ფრან.) – ნახევარძაბრის, კონუსის ნაწილს ან სფერული გუმბათის ნაოთხალის ფორმის კამარა, რომელიც მოთავსებულია სათავსის კუთხეში და სწოკუთხა გეგმიანი მოცულობიდან წრიულ ან მრავალწახნაგა გუმბათის ყელზე და რვაკუთხა ან თექსვმეტკუთხა ზედა ნაწილზე გადასვლის საშუალებას იძლევა.

ტროტუარი (ფრან) – ქუჩის საქვეითო ნაწილი.


megobari saitebi

   

23.09.2014