arqiteqturuli leqsikoni

ნავი – ნაოსი, ნეფი; ბაზილიკის ერთ-ერთ გრძივ (ზოგჯერ, განივ) ნაწილთაგანი, რომელიც გამოყოფილია სვეტების რიგებით.

ნალისებრი თაღი – თაღი, რომელიც ფორმით ნალს წააგავს. მისი წარმმართველი წარმოადგენს ნახევარწრიულ თაღს, რომელიც ცენტრის ქვევით თაღის შუაგულისკენ დაცერილი სწორი მონაკვეთებით გრძელდება.

ნაოთხალი ლილვი – არქიტექტურული პროფილი, რომელსაც წრის მეოთხედი მოხაზულობა აქვს.

ნაოსი (ბერძ.) – 1. სეკოეი; ბერძნული ტაძრის მთავარი სათავსი (შეესატყვისება ლათინურ ცელას). 2. იგივეა რაც ნავი.

ნარანდი – 1. ნარიმანდი; ფიცარზე ან ძელზე ამოღებული სხვადასხვა ზომის თუ ფორმის გრძივი ღარი, რომელშიაც ჯდება მეზობელი ფიცრის გასწვრივი შვერილი. 2. ხის, ლითონის ან რკინაბეტონის ხიმინჯი, რომლესაც სხვა ამგვარ ხიმინჯებთან შესაერთებლად ერთ გვერდზე აქვს გასწვრივი ღარი, მეორეზე კი ამობურცული კბილი.

ნაქალაქარი _ ნაქალაქევი; ძველი ქალაქის ნაშთები.

ნახევარსვეტი – აყრდნობილი სვეტი, პილასტრი, კედლის სვეტი; სვეტი, რომელიც კედლის სიბრტყიდან თავის საგულისხმო სისქის ნახევარზეა გამოწეული.

ნახევარფრონტონი – ფრონტონის სახეობა, რომელშიაც ამოღებულია ჰორიზონტალური ზოლურას შუა ნაწილი.

ნახევარწრიული თაღი – კოლორი; ნახევარწრის მოხაზულობის თაღი.

ნახევარწრიული კამარა – ცილინდრული კამარა; კამარა, რომლის წარმმართველი ნახევარი წრის მოხაზულობისაა.

ნაცხვირი

ნეკროპოლისი (ბერძ) – ანტიკური ქალაქის განაპირას მოწყობილი სასაფლაო.

ნერვიურა (ლათ.) – გურტი; კამარის შიდა ზედაპირის დამანაწევრებელი პროფილირებული ზოლი, წიბო.

ნერვიურიანი კამარა – ნერვიურიან კარკასზე ამოყვანილი კამარა.

ნეფი – ნავი, ნაოსი; ბაზილიკური შენობის ერთ-ერთი გრძივი ნაწილთაგანი.

ნივნივი – ერთი იმ ორ დახრილ ძელთაგან, რომლებიც ზედა ბოლოთი ერთმანეთთან არიან შეერთებული, ხოლო ქვედა ბოლოებით კედელს ეყრდნობიან და ქმნიან სახურავის ჩონჩხს.

ნიში

 

 

 


megobari saitebi

   

23.09.2014