arqiteqturuli leqsikoni
მაგისტრალი (ლათ) – 1. მთავარი ხაზი, ძირითადი მიმართულება. 2. წყალსადენისა და კანალიზაციის მთავარი მილი, ელექტრობის, ტელეფონის და ა.შ. სისტემის მთავარი კაბელი.
მავზოლეუმი - მონუმენტური სამარხის სახელწოდება, რომლის წარმოშობა დაკავშირებულია მეფე მავზოლის სამარხთან ჰალიკარნასში (მე-4 ს. ძვ. წ. აღ.).
მაზარი (არაბ.) – მუსლიმანთა წმინდანის საფლავი, აკლდამა.
მაიდანი (თურქ.) – აღმოსავლეთის ფეოდალური ქალაქის მთავარი სავაჭრო და საზოგადოებრივი მოედანი.
მაიოლიკა (იტ.) – მოჭიქული კერამიკული ნაკეთობა. ტერმინი `მაიოლიკა~ წარმოიშვა კუნძულ მაიორკას (მალიორკას) სახელწოდებიდან. ამ კუნძულის გავლით იტალიაში შექონდათ მავრიტანული კერამიკა.
მაკეტი (ფრან.) – მცირე ზომის ნიმუში (მოდელი) განზრახული ან უკვე არსებული ნაგებობისა.
მალი – მანძილი ორ კედელს, სვეტს ან საყრდენს შორის.
მანსარდი – უშუალოდ სახურავის ქვეშ სხვენის სივრცეში მოქცეული სადგომი (XVII საუკუნის ფრანგი ინჟინრის მანსარის სახელის მიხედვით).
მარაოსებრი კამარა – ნერვიურიანი კამარის სახეობა, სადაც ერთი კუთხიდან მარაოსებრ განშტოებული, ერთნაირი სიმრუდის ნერვიურები ძაბრისებრ ზედაპირს ქმნის.
მარკეტრი (ფრან.) – ინტარსია; სხვადასხვა მასალის (მათ შორის ხის) ნაჭრებით შესრულებული ინკრუსტაცია ხეზე.
მარკიზა (ფრან.) – სამზეური, საჩეხი; მზის სხივებისგან სათავსის დაცვის მიზნით შენობის გარე მხრიდან, ფანჯრის თავზე მოწყობილი საჩრდილობელი, ქოლგა.
მარტირიუმი _ არქიტექტურული სტრუქტურა, წრიული ან გრძივი, აგებული ქრისტიანი მოწამის საფლავზე. მრავალ ქრისტიანულ ტაძარს საფუძვლად რომაული დასაკრძალავი ტაძრის ტიპი უდევს, როგორებიცაა ექსედრა, როტონდა და ა. შ; ადგილი ეკლესიაში, სადაც ინახება რელიკვიები.
მარყუჟი – საკილოე; რაზის გასაყრელი რგოლი.
მასვერკი (გერმ.) – აჟურული ორნამენტი გოთიკურ არქიტექტურაში.
მასტაბა (არაბ.) – ძველი ეგვიპტის სამარხების ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ფორმით წაკვეთილ პირამიდას მოგვაგონებს.
მასშტაბი (გერმ.) – სიდიდის (სიგრძის) პირობითი გამოსახულება სიგრძის უფრო მცირე ერთეულში (სმ-ში) გეგმაზე, რუკაზე – ხაზის სიგრძის ფარდობა მისივე სიგრძესთან ნატურაში, ე.ი. მის ნამდვილ სიგრძესთან.
მაუერლატი (გერმ.) – თავკოჭი; ქვის გარე კედლის შენაჭრზე მოთავსებული ხის (ძელური ან მორული) სარტყელი, რომელსაც ეყრდნობა ხისვე დახრილი ნივნივები.
მდგრადობა – ნაგებობის, კონსტრუქციის გამძლეობა.
მეანდრი (ბერძ.) – ალაგრეკი; ტეხილი ან მრუდხაზოვანი ლენტური ორნამენტი. ტერმინის წარმოშობა დაკავშირებულია კლაკნილი კალაპოტის მქონე მდინარე მეანდრის სახელწოდებასთან.
მეგაზილი – ფინიკიური სამარხი.
მეგალითი – დიდი ზომის გაუთლელი ქვა. ლოდი.
მეგალითური ნაგებობა – უძველეს დროში დიდი ზომის გაუთლელი ქვებით (მეგალითებით) ამოყვანილი ნაგებობა.
მეგარონი (ბერძ.) – ბერძნული საცხოვრებელი სახლის სახეობა, რომელიც გეგმაში წარმოადგენს სწორკუთხოვან ნაგებობას ანტებიანი პორტიკით მთავარ ფასადზე. კერა და საკვამური (სახურავში დატოვებული ღიობის სახით) თავსდებოდა დარბაზის ცენტრში.
მედალიონი (ფრან.) – წრიულ ან ოვალურ ჩარჩოში მოთავსებული რელიეფური გამოსახულება ან ორნამენტი.
მედრესე (არაბ.) – მუსლიმანთა უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი.
მეზონეტი (ინგ.) – ტრადიციული ინგლისური ტიპის მიხედვით ორსართულად დაგეგმარებული ბინა მრავალსართულიან სახლში.
მეზონინი (იტ.) – ზედა ნახევარსართული ან დანაშენი საცხოვრებელ სახლზე.
მემორიალური ნაგებობა – ცალკეული პიროვნების ხსოვნის უკვდავსაყოფად ან რაიმე ისტორიული ფაქტის სადიდებლად აშენებული ნაგებობა (სატრიუმფო თაღი, ობელისკი, საფლავის ქვა და ა.შ.).
მენაკი – მენიაკი; მღვდელმთავრის, ეპისკოპოსის ხარისხედად შემაღლებული ბაქანი ეკლესიაში.
მენჰირი – მეგალითური ნაგებობა, რომელიც წარმოადგენს ვერტიკალურად დაყენებული ქვის უზარმაზარ, ჩვეულებრივ გაუთლელ ლოდს. ასეთი ლოდები დგას ცალკე ან თავისებურ ხეივნის წარმომქნელ პარალელურ რიგებად. მენჰირი ზოგჯერ უხეშად გათლილია და მასზე ამოკვეთილია რელიეფური გამოსახულება (მაგ. კავკასიაში მენჰირი წარმოადგენს ქვის ლოდში გამოქანდაკებული ფანტასტიკური თევზის – ვეშაპის უზარმაზარ გამოსახულებას). ვარაუდობენ, რომ მენჰირს საკულტო დანიშნულება ჰქონდა.
მეტლახის ფილა – გამომწვარი თიხის გლუვზედაპირიანი, ფერადი, მცირეზომის ფილა, რომელსაც იატაკზე დასაგებად ხმარობენ.
მეტოპი (ბერძ.) – დორიული ფრიზის ელემენტი, რომელიც წარმოადგენს ტრიგლიფებს შორის მოთავსებულ სწორკუთხა (ჩვეულებრივ კვადრატულ) ხშირად ფერწერულ ან სკულპტურულ რელიეფით შემკულ ფილას.
მეტრაჟი – მეტრობით გამოსახული სიგრძე.
მეტრი (ფრან.) – სიგრძის საზომი ერთეული, რომელიც დაახლოებით პარიზის მერიდიანის ერთ მემილიონედს უდრის.
მეტროპოლია (ბერძ.) – ძველბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოს – პოლისის დასახელება მის მიერ სხვა ტერიტორიებზე დაარსებულ დასხლებათა მიმართ.
მეჩეთი (არაბ.) – მუსლიმანთა სამლოცველო, ტაძარი.
მეხსარიდი – მახსარინი; შენობაზე ან მის სიახლოვეს დადგმული საგაგნგებო მოწყობილობა, რომელიც იცავს ნაგებობას მეხისაგან.
მზიდი კედელი – კედელი, რომელსაც გადაეცემა კონსტრუქციული დატვირთვები.
მზიდი კონსტრუქცია – ნაგებობის ან მისი ნაწილი მუშა ელემენტების სისტემა, რომელსაც გადაეცემა კონსტრუქციული დატვირთვები და რომელიც, თავის მხრივ, მათ საძირკველს გადასცემს.
მზიდი ფილა – გადახურვის ერთმალიანი, მრავალმალიანი ან კონსოლური ფილა, რომელიც ღებულობს ძირითად დატვირთვებს და ღუნვაზე მუშაობს.
მიზგითი – იგივეა რაც მეჩეთი.
მილიმეტრი – მეტრის მეათასედი ნაწილი.
მინარეთი – მინარა, საყივარი; მიზგითთან აშენებული კოშკური ნაგებობა, რომლის ზედა ბაქნიდან მუეძინი უხმობს მუსლიმანთ სალოცავად.
მოდერნი (ფრან.) – მიმდინარეობა ხელოვნებაში (უმთავრესად არქიტექტურაში) რომელიც გავრცელდა ევროპაში XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში და წინ უსწრებდა კონსტრუქტივიზმს. მოდერნიზმის მიმდევარნი ცდილობდნენ შეექმნათ ახალი სტილი და ხაზგასმით იყენებდნენ არქიტექტურული ელემენტების მიღებული წყობის ნებისმიერი გარდაქმნით შექმნილ მანერულ ფორმებს. სამკაულში ბატონობდა სიმბოლიკა, ცალკეული ფორმებისა და მოტივების სტილიზაცია.
მოედანი –
მოზაიკა – საროთი, სოფიის კენჭი; მონუმენტური ფერწერის სახეობა, სადაც გამოსახულება მიიღება სხვადასხვა მასალის (მარმარილოს, მინის, კენჭების და მისთ.) ნაჭრების მჭიდროთ შეერთებით; ასეთი წესით მიღებული, კედლის იატაკის და სხვა ზედაპირი.
მოლიურები – იგივეა რაც არქიტექტურული პროფილები.
მონოლითი – ქვის მთლიანი ზოდი; ქვის მთლიან ზოდში გამოთლილი ნაგებობა (ძეგლი) ან მისი ნაწილი (სვეტი და სხვა).
მონოპტეროსი (ბერძ.) – ანტიკური ტაძარი, რომელიც წარმოადგენს წრიულად განლაგებულ გადახურულ სვეტნარს, შეყენებულს სიმაღლეზე საფეხურებით დანაწვრებულ მრგვალ პოდიუმზე.
მონუმენტი (ლათ.) – ისტორიული ამბის აღსანიშნავად ან გამოჩენილი პიროვნების უკვდავსაყოფად აღმართული მემორიალური ნაგებობა.
მონუმენტური ფერწერა – ფერწერა, რომელიც ძირითადად არქიტექტურასთან არის დაკავშირებული. უმთავრესად ფერწერა კედელზე.
მოქანდაკე –
მრავალფრთიანი თაღი – თაღი, რომლის წარმმართველი რამდენიმე რკალისგან შედგება.
მშვილდა თაღი – ბრტყელი რკალის, დაუჭიმავი მშვილდის მოხაზულობის თაღი.
მხატვარი –
|