arqiteqturuli leqsikoni

პაგოდა (ინგ) – ბუდისტური საკოლტო, მემორიალური (ჩვეულებრივ მრავალიარუსიანი, კოშკურა) ნაგებობა, სადაც ინახება რელიკვიები. ნაგებობის ეს ტიპი გავრცელებულია ჩინეთში, იაპონიაში, ინდოეთში.

პავილიონი (ფრან) – 1. მსუბუქი შენობა ბაღ-პარკებში. 2. ცალკე შენობა ან მინაშენი სახელდახელო ვაჭრობისათვის. 3. გამოფენის რომელიმე განყოფილებისადმი განკუთვნილი შენობა. 4. კინო ან ფოტოგადაღებისათვის სპეციალურად მოწყობილი შენობა.

პაკელაჟი (გერმ) – შარაგზის ქვის საფუძვლის სახეობა. შედგება ღორღით მოშანდაკებულ და მოსწორებულ მიწის ვაკისზე დალაგებული ქვებისაგან.

პაკჰაუზი (გერმ) – რკინიგზის სადგურთან ან ნავსადგურთან ტვირთის დროებითი შესანახი სასაწყობო შენობა.

პალატა (ლათ) – 1. ოთახი საავადმყოფოში, სადაც ავადმყოფები წვანან. 2. იგივეა, რაც პალატე.

პალატი (ლათ) – 1. ძვ. სასახლი აღმნიშვნელი ტერმინი შუასაუკუნეების ქართულში. 2. დარბაზი სასახლეში; საგანგებოდ ძვირფასად მორთული ოთახი.

პალაცე (იტ) – იტალური სასახლის სახეობა, რომელიც ჩამოყალიბდა აღორძინების ხანაში და წარმოადგენს ორ ან სამსართულიან შენობას, სადაც დამხმარე სადგომები განლაგებულია ქვედა, ხოლო პარადული და საცხოვრებელი ოთახები – ზედა სართულზე.

პალესტრა (ბერძ) – ფიზიკური აღზრდის სკოლა ანტიკურ საბერძნეთში, რომელიც სპორტულ ნაგებობათა კომპლექსს მოიცავდა.

პალმეტა (ფრან) – ფერწერული ან სკულპტურული ორნამენტი, რომელსაც საფუძვლად უდევს მცენარის (ჩვეულებრივ პალმის) ფოთლის სტილიზებული გამოსახულება. პალმეტა ფართოდ იყო გამოყენებული წინა აზიის ქვეყნების, ანტიკური საბერძნეთისა და შემდგომში ევროპის არქიტექტურაში.

პანდატივი (ფრან.) – აფრა, ყურე; კამარის სფერული სამკუთხედის ფორმის კონსტრუქციული ელემენტი, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება გადასვლა კვადრატული ფუძიდან წრიული გუმბათისკენ.

პანდუქსიონი (ბერძ) – ქარვასლი; სასტუმრო მგზავრებისა და ქარავნებისათვის.

პანდუსი (ფრან) – სქორი ან მრუდხაზოვანი მოხაზულობის დახრილი სიბრტყე, რომელიც სცვლის კიბეს და, ხშირად, გამიზნულია ტრანსპორტის ასასვლელად.

პანელი (გერმ.) – 1. მოპირკეთებით გამოყოფილი კედლის ქვედა ნაწილი ოთახში. 2. კედლის შემადგენელი ელემენტი ანაკრებ მშენებლობაში, რომელიც წარმოადგენს წიბოზე დადგმულ ფილას. 3. გადახურვის ანაკრები ელემენტი დიდი ზომის რკინაბეტონის ფილის სახით. 4. ტროტუარი; ასფალტის, ქვის ან ხის ფენილი ქუჩის ნაპირზე ქვეითათ მოსიარულეთათვის.

პანელური გადახურვა – პანელებით შედგენილი სართულშუა გადახურვა.

პანთეონი (ბერძ) – 1. `ყველა ღმერთის ტაძარი~ ძველ რომში. 2. გამოჩენილი ადამიანების საძვალე.

პანო (ფრან.) – ძერწული ან სხვა სახის ჩარჩოთი შემოსაზღვრული კედლის ნაწილი, რომელიც ხშირად შევსებულია რელიეფით, ფერწერით ან ტილოზე შესრულებული სურათით.

პანორამა (ბერძ) – მოცულობრივი გამოსახულებებით დამუშავებული წინა პლანის მქონე სურათი, რომელიც წრიული შენობის კედელზეა მოთავსებული და ზედა სინათლით ნათდება და რომელიც შენობაში მყოფ მაყურებელს ჰორიზონტის მთელ წრეზე რეალური სივრცის ილუზიას უქმნის.

პარაბოლური თაღი – თაღი, რომელსაც პარაბოლის მოხაზულობა აქვს.

პარაპეტი (იტ.) – გისონი; სახურავის, აივნის, ხიდის ან მისთ. შემომზღუდავი დაბალი კედელი, მეტ ნაწილად, ყრუ, გაუმჭოლ ზღუდეს წარმოადგენს.

პარასკენიუმი (ბერძ) – ანტიკური თეატრის შენობის გამოწეული ნაწილები, რომელნიც გვერდებიდან ზღუდავენ სცენას, ემსახურებიან აკუსტიკის გაუმჯობესების მიზნებს და, შესაძლოა, გამოიყენებოდა დეკორაციების ან სხვა თეატრალური ინვერტარის შესანახად.

პარასტაზისი (ბერძ) – ბერძნული სახლის შიდა ეზოს შესასვლელში მოთავსებული ბოძების ან სვეტების რიგი.

პარკეტი (ფრან) – პატარა ზომის ოთხკუთხა ან სხვა გეომეტრიული ფორმის ბრტყელი ფიცრები იატაკის შესაქმნელად. ასეთი ფიცრებით შექმნილი იატაკი.

პასაჟი (ფრან) – სავაჭრო შენობის სახეობა, რომლის სათავსები განლაგებულია, ჩვეულებრივ, ზემოდან განათებულ და პარალელურ ქუჩებზე გამავალ გალერეის ორივე მხარეზე.

პასი (ფრან) – გოთიკური სამკაულის შემადგენელი ნაწილი, რომელიც სამფურცლა მცენარის სტილიზებულ გამოსახულებას წარმოადგენს.

პასტადა (ბერძ) – 1. ერთმხრივ გახსნილი სათავსი; გვერდებიდან კედლებით შემოსაზღვრული პორტიკი. 2. ძველი ბერძნული სახლის სათავსი, რომლის მეშვეობით საცხოვრებელი ოთახები შიდა ეზოს უკავშირდებიან.

პატერნოსტერი (გერმ) – შენობის ვერტიკალური ტრანსპორტის სახეობა, რომელიც წარმოადგენს განუწყვეტლივ მოძრავ ბაგირზე შეკიდულ ღია კაბინების რიგს.

პატრონიკე (ბერძ.) – საპატრონიკე, პატრონიკონი; ტაძარში მეორე იარუსზე, ანტრესოლის მსგავსად მოწყობილი ვიწრო ბაქანი მანდილოსნებისთვის.

პატრუქი – სანთლის ან ჭრაქის საგულე.

პედესტალი (ფრან.) – 1. კვარცხლბეკი, პოსტამენტი; სკულპტურის, ვაზის, ობელისკის ქვესადგამი. 2. არქიტექტურული ორდერის ქვედა, საყრდენი ნაწილი (სურათი).

პეიზაჟი (ფრან) – ლანდშაფტი; 1. ადგილმდებარეობის ხასიათი; ხედი გარემომცველ ბუნებაზე. 2. მხატვრული ნაწარმოები, რომელიც ბუნებას ასახავს.

პეიზაჟური პარკი – ლანდშაფტური პარკი; არარეგულარი დაგეგმარების პარკი, რომელიც მეტად წააგავს ბუნებრივ ადგილს და, ხშირად, მოცავს ტყეს პატარა მინდვრებით, ხევებს და მისთ.

პენდატივი (ფარნ.) – იგივეა რაც პანდატივი.

პენტასტილი (ბერძ) – ბერძნული ტაძრის სახეობა, ხუთსვეტიანი პორტიკით მთავარ ფასადზე.

პერგოლა (იტ) – თალარი; ბაღ-პარკული ნაგებობა. იგი წარმოადგენს ზემოდან მოლარტყვით შეერთებულ თაღების ან ჩარჩოების რიგს, რომლის ირგვლივ დარგულია ხვიარა მცენარეულობა.

პერიმეტრიული განაშენიანება – ისეთი სახის განაშენიანება, სადაც სახლები კვარტალის პერიმეტრზეა განლაგებული.

პერიპტეროსი (ბერძ) – ანტიკური ტაძრის ნაირსახეობა, რომლის ძირითადი სადგომი (ნაოსი) მთელ პერიმეტრზე გარშემორტყმულია სვეტნარით.

პერისტაზისი (ბერძ) – პტერონი; სვეტნარი, რომელიც გარს ერტყმის ანტიკურ ტაძარს.

პერისტილი (ბერძ) – სვეტნარით გარშემორტყმული შიდა ეზო ან მოედანი; თვით სვეტნარი, რომელიც გარს ერტყმის ასეთ მოედანს ან ეზოს.

პერონი (ფრან) – რკინიგზის ლიანდაგის გასწვრივ მოწყობილი ბაქანი.

პესპექტიული თაღი – კედლის სიღრმისკენ თანამიმდევრულად შემცირებული რადიუსის მქონე თაღების ერთობლიობა.

პილასტრა (იტ.) – აყრდნობილი სვეტი, კედლის სვეტი; კედლის სიბრტყიდან გამოწეული ვერტილკალური ზოლი, რომელიც იმეორებს რომელიმე ორდერის სვეტის მწყობრს და წარმოადგენს დეკორაციულ ელემენტს ან კედლის კონსტრუქციულ შესქელებას.

პილონი (ბერძ.) – 1. კუთხი; მასიური ბოძი, რომელიც წარმოადგენს კამარის, გუმბათის ან სხვა კონსტრუქციის ერთ-ერთ საყრდენს. 2. ხიდის ბურჯი. 3. ტრაპეციის კვეთის მქონე, მონუმენტური კოშკური მოცულობა. პილონები, ჩვეულებრივ, ორი მხრიდან ზღუდავს შენობის შესასვლელს.

პინაკოტეკა (ბერძ) – ფერწერულ ნაწარმოებთა საცავი ძველ საბერძნეთში.

პირამიდა (ბერძ) – ძველი ეგვიპტის აკლდამა, რომელიც იმავე სახელწოდების გეომეტრიული ფორმისაა.

პირამიდული სახურავი – კარვისებრი სახურავი; მრავალკალთიანი, წვეტიანი სახურავი, რომელსაც პირამიდის ფორმა აქვს.

პირაპირი – ორი ნაწილის, დეტალის (მაგ. კედლის და იატაკის, სარკმლის მომიჯნავე ალატების და ა.შ.) მიჯრის ხაზი.

პირონი (ბერძ) – სამსჭვალი; ლითონის ღერო, რომელიც სპეციალურ კილოებში მოთავსებით აკავშირებს ქვის ბლოკებს.

პირსი (ინგლ) – ნავსადგურის ნაგებობა, რომელიც ვიწრო ზოლად არის შეჭრილი წყალში და ორივე გრძივ მხარეზე ნავსაბმელი აქვს მოწყობილი.

პლანშეტი (ლათ) – ცალკეული (მოძრავი) ფარებით შედგენილი სცენის იატაკი.

პლასტიკა (ბერძ) – ძერწვის ხელოვნება, ქანდაკება, სკულპტურა.

პლაფონი (ფრან) – 1. ფერწერით ან რელიეფით შემკული ჭერი ან მისი ნაწილი; ასეთივე კამაროვანი ან გუმბათოვანი გადახურვა. 2. ჭერის სიბრტყიდან ოდნავ გამოწეული ან მასთან თანხვდენილი სანათი არმატურა.

პლაცი (გერმ) – მოედანი ჯარის სავარჯიშოდ და სააღლუმოდ.

პლინთი (ბერძ) – სვეტის ბაზისის ქვედა ნაწილი, რომელიც წარმოადგენს კვადრატულ ან მრავალწახნაგა ფილას.

პლინთუსი (ბერძ) – კედლისა და იატაკის პირაპირის საფარი პროფილირებული თამასა.

პოდიუმი (ბერძ) – შენობის ძირი მაღალი ბაქნის სახით, რომლის წინა მხარეზე კიბეა მოთავსებული.

პოლისი (ბერძ) – მონათმფლობელური ქალაქი-სახელმწიფო ძველ საბერძნეთში.

პოლიქრომია (ბერძ) – მრავალფერიანობა არქიტექტურის, სკულპტურისა და გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებებში.

პორტალი (ლათ.) – კარიბჭე; არქიტექტურულად დამუშავებული შესასავლელი.

პორტი (ლათ) – ნავსადგური; გემების მისასვლელი და სადგომი ნაგებობა.

პორტიერა (ფრან) – კრეტსაბმელი; ფარად კარის ღიობის წინ.

პორტიკი (ლათ.) – ფრონტონით ან ატიკით დაგვირგვინებული სვეტნარი, რომელიც ხშირად, შენობის მთავარ შესასვლელს წარმოადგენს.

პორტრეტი (ფრან) – ადამიანის ფერწერული, სკულპტურული ან სხვაგვარი გამოსახულება.

პოსტამენტი (იტ.) – იგივეა რაც პედესტალი.

პრესბიტერიონი (ბერძ) – ადრექრისტიანული და კათოლიკური ეკლესიის საკურთხევლის უკან განლაგებული ნაწილი, სასულიერო პირთათვის განკუთვნილი რიგებად დალაგებული საჯდომებით.

პროექტი (ლათ) – გაგმერი; ასაშენებელი ნაგებობის, დასახლების ან მისი ნაწილის გრაფიკული ასახვა.

პროექცია (ლათ) – რაიმე საგნის გეგმილი, გამოსახულება სიბრტყეზე.

პრონაოსი (ბერძ) – ანტიკური ტაძრის ცალმხრივ გახსნილი ნაწილი პორტიკსა და ნაოსს შორის

პროპილეები (ბერძ) – მონუმენტური კარიბჭე; აკროპოლისში ან სხვა არქიტექტურულ ანსამბლში სესასვლელი.

პროპორცია (ლათ) – თანაზომიერება, ნაწილების განსაზღვრული თანაფარდობა (იხ. ოქროს კვეთი).

პროსპექტი (ლათ) – გამზირი; ქალაქის სწორი, განიერი და გრძელი ქუჩა.

პროსტილი (ბერძ) – ანტიკური ტაძრის სახეობა, რომელსაც პორტიკი მხოლოდ მთავარ ფასადზე აქვს.

პროსცენიუმი (ბერძ) – ავანსცენა; მაყურებლისათვის სცენის უახლოესი ნაწილი.

პროფილე (ფრან) – არქიტექტურული დეტალის, გზის და სხვათა მოხაზულობა, განივკვეთი.

პუებლო – თემური სახლის სახეობა მექსიკაში.

პწკარული განაშენიანება – ისეთი სახის განაშენიანება, სადაც სახლები ერთმანეთის პარალელურად არის განლაგებული კვარტალის შემომფარგვლელი ქუჩების მიმართულებისდა მიუხედავად.



megobari saitebi

   

23.09.2014