arqiteqturuli leqsikoni
ჯამე _ მეჩეთი, მიზგითი, მუსლიმთა საკულტო ნაგებობა.
ჯარგვალი – გვირგვინი, ჯირგვალი; ოთხკუთხად ან სამკუთხად შეკრული მორები, ძელები. მათი ერთმანეთზე წყობით ამოიყვანება ჯარგვალური სახლი ან სხვა ნაგებობა.
ჯარგვალური სახლი – ოთხკუთხად (გვირგვინად) შეკრული ძელებით ან მორებით ამოყვანილი სახლი.
ჯდომის ნაკერი – ნაკერი, რომელიც შენობის ცალკეულ ნაწილებს – ნაკვეთურებს დამოუკიდებლად ჯდომის საშუალებას აძლევს.
ჯებირი – 1. კაშხალი, ონჯარი, რაბი, სათავანი, ხერგი; წყალსატევის შემქმნელი ნაგებობა, რომელიც მდინარის დინების განივად ეწყობა. 2. ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რომელიც წყალსატევის ნაგებობას წალეკვისაგან იცავს.
ჯვარული კამარა _ ერთი და იმავე ისრის მქონე ცილინდრული კამარების გადაკვეთით წარმოქმნილი კამარა.
ჯვარედი – რისამე საყრდენი გადაჯვარებული ფიცრების, ძელების ან ლითონის ღეროების სახით.
ჯვარედი ყვავილი _ ფლერონი, გოთიკური არქიტექტურის ორნამენტი, რომელიც წარმოადგენს ჯვრულად განშტოებული ღეროს მქონე სტილიზებული ყვავილის სკულპტურულ გამოსახულებას და რომელიც აგვირგვინებს ფიალებს, წვეთურებს და ა.შ
ჯვარისსახიანი შენობა – შენობის კომპოზიციის არსს შეადგენს ცენტრალური ნაწილის ჯვარული გეგმის მქონე მოცულობა, გადახურული ოთხი ცილინდრული კამარით, რომელთა გადაკვეთაზე აღმართულია ყელიანი გუმბათი.
ჯირგვალი _ იგივეა, რაც ჯარგვალი.
ჯიქა – თაღის შუაგული.
ჯორა – ჯორაკი; შენობის გარეთ გადმოსული ნივნივის წანამატი.
|