arqiteqturuli leqsikoni
თაბუთი – ყორღანი, ტაგრუცი; `ტაგრუცი, საფლავი ნაგები~ (დ. ჩუბინაშვილი).
თავარა – ანყოლი, ორთავი, წირთხლი; კარის ამყოლი.
თავსართი – არქივოლტი, სათაური; თაღის ან თაღოვანი სარკმლის მოჩარჩოება.
თარგი – 1. შაბლონი, არქიტექტურული დეტალის ნატურალური სიდიდით შესრულებული ნახაზი. 2. ნაკეთობის დასამზადებელი ნიმუში.
თარო – 1. კედელზე ან ნიშში (დოლაბში) დამაგრებული ჰორიზონტალური ფიცარი ჭურჭლის, წიგნების და მისთ. დასადებად. 2. არქიტექტურული პროფილი სწორკუთხოვანი შვერილის სახით.
თაღედი – არკადა; სვეტებზე ან ბოძებზე დაყრდნობილი თაღების რიგი.
თაღი – ორ საყრდენს შორის ამოყვანილი მრუდხაზოვანი ზღუდარი გადახურვა. არსებობს მრავალნაირი თაღი: ამაღლებული, განმტვირთავი, გარესაყრდნობი, გოთიკური, დამრეცი, ელიფსური, ისრული (შეისრული), კილისებრი, კოლოფა, კბილანა, კონცენტრული, კუმშვილი, მრავალფრთიანი, მშვილდა, მცოცავი, ნალისებრი, ნახევარწრიული, პარაბოლური, პერსპექტიული, სამფრთიანი, სამცენტრიანი, სატრიუმფო, სოლისებრი, შეკიდული, შემაღლებული, ხოკერული, ცრუ, ტიუდორის.
თაღნარი – არკატურა; კედლის სიბრტყეზე გამოყვანილი ყრუ თაღედი, რომელიც დეკორაციულ, პლასტიკური დამუშავების მიზნებს ემსახურება.
თაღოვანი კარები – თაღით გადახურული ღიობიანი კარები.
თაღოვანი კაშხალი – კაშხალი, რომელიც გეგმაში მრუდხაზოვან კედელს წარმოადგენს და, რომელიც მუშაობს რა კამარის მსგავსად, თავისი ქუსლების მეშვეობით წყლის ჰორიზონტალურ დატვირთვებს თითქმის მთლიანად კლდოვან ნაპირებს გადასცემს.
თაღოვანი ფანჯარა – ელევენი; თაღოვანი ზღუდარით დამთავრებული ფანჯარა.
თბოიზოლაცია – საგანგებო ღონისძიება (თბოგაუმტარი შრის მოწყობა) შენობაში ან სადგომში სითბოს დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით.
თეატრონი (ბერძ.) – მაყურებელთა ადგილები ძველ ბერძნულ თეატრში, რომლებიც, ჩვეულებრივ, ნახევარწრიულ რიგებად იყო განლაგებული მთის კალთებზე.
თერმები (ლათ.) – ანტიკური რომის საზოგადოებრივი აბანოები, რომლებიც მოიცავდნენ აგრეთვე სპორტულ დარბაზებს, დისპუტების ჩასატარებელ სათავსებს, ექსედრებს საუბრისა და კითხვისათვის.
თიურბე (არაბ.) – საძვალე მუსლიმანური აღმოსავლეთის ქვეყნებში.
თიმი (თურქ.) – სავაჭრო შენობა შუა აზიაში.
თხრილი – ხანდაკი, ტრანშეა; გრძელი და ვიწრო მთხრებლი.
|