arqiteqturuli leqsikoni
ცალდირე ხიდი – კოპორჭი, წანწალა; საცალფეხო ხიდი, ხიდად გადებული ძელი.
ცალკარედი – ერთსაგულიანი კარი.
ცელა (ლათ) – ანტიკური ტაძრის მთავარი სადგომი, სადაც თავსდებოდა საკულტო ქანდაკება (ბერძნული ნაოსის შესატყვისი).
ცენტრალურგუმბათოვანი შენობა – შენობის კომპოზიციის არსს შედაგენს ჯვარული გეგმის მქონე ცენტრალური მოცულობა, გადახურული ოთხი ცილინდრული კამარით, რომელთა გადაკვეთაზე აღმართულია ყელიანი გუმბათი.
ცენტრული შენობა – ჩვეულებრივ, გუმბათით დაგვირგვინებული შენობა, მკვეთრად გამოსახული ცენტრალური ნაწილით, რომლის გარშემო განლაგებული დანარჩენი სადგომები.
ცეცხლამრიდი კედელი – ბრანდმაუერი, ხანძარსაწინააღმდეგო კედელი; ცეცხლგამძლე მასალით ამოყვანილი კედელი, რომელიც გამოყოფს სათავსების ჯგუფს და გამიზნულია ხანძრის გავრცელების დასაბრკოლებლად.
ციკლოპური ნაგებობა – დიდი ქვის ლოდებით აშენებული ნაგებობა. ძველ საბერძნეთში ამგვარ ნაგებობების მშენებლობას მიაწერდნენ მითიურ გოლიათებს – ციკლოპებს.
ციკლოპური წყობა – დიდი ქვის ლოდების წყობა.
ცირკი (ლათ) – 1. ადგილი ან ნაგებობა ძველ რომში, სადაც იმარფთებოდა შეჯიბრი. 2. შენობა, რომლის ცენტრში მოთავსებულია ასპარეზი, მის გარშემო ამფითეატრულად განლაგებულია მაყურებელთა ადგილები, სადაც იმართება თეატრალური ხელოვნების ერთ-ერთი სახეობის წარმოდგენები (კლოუნების, აკრობატების გამოსვლების, გაწვრთნილ ცხოველთა ჩვენება და ა.შ.).
ციტადელი (იტ.) – 1. შიდაციხე, ზედაციხე, შუაციხე; ციხესიმაგრის ყველაზე მეტად გამაგრებული ნაწილი, რომელშიც ალყაშემორტყმულ დამცველთა უკანასკნელ თავშესაფარს წარმოადგენს. 2. შუა საუკუნეების ქალაქის ხედში გაბატონებული ციხე-სიმაგრე ან ციხე-დარბაზი.
ციხე – 1. იგივეა, რაც ციხე-სიმაგრე. 2. საპყრობილე.
ციხე-სიმაგრე – ციხე; გამაგრებული ადგილი – გალავნით შემოფარგლული თავდაცვითი ნაგებობების კომპლექსი.
ციხე-დარბაზი – ციხის გალავნით შემოფარგლული სასახლი, საცხოვრებელი, სამეურნეო და სხვა დანიშნულების შენობათა შუასაუკუნეობრივი კომპლექსი.
ციხე-ქალაქი – ციხე-სიმაგრეთა კომპლექსით გარშემორტყმული ქალაქი.
ციხის გალავანი – გამაგრებული ადგილის გალავანი, კედელი ციხის გარშემო.
ცოკოლი – საფუძველი, ზეძირკველი; ნაგებობის ქვედა, მიწისზედა ნაწილი, რომელიც გამოწეულია კედლის ძირითად სიბრტყიდან.
ცოკოლის სართული – ნახევარსარდაფი; მიწის ზედაპირის მიმართ თავის სიმაღლის ნახევარზე ნაკლებად ჩაღრმავებული სართული.
ცრუ გუმბათი – გუმბათი, რომელიც არ იწვევს გამბჯენ ძალებს და ამოიყვანება ქვის წყობის ან ხის გვირგვინების რიგების თანმიმდევრული წამოწევით შუაგულისაკენ.
ცრუ თაღი – თაღი, რომელიც არ წარმოშობს გამბჯენ ძაბვებს და წაწყური წყობით არის ამოყვანილი.
ცრუ კამარა – წყობის რიგების თანდათან გადმოშვებით შექმნილი კამარა.
ცხაური – გისოსი, ლანძვი, კანკელი; ბადისებრ დახლართული ან რიკულებივით შეკრული ხის ან ლითონის ზოლები.
|