arqiteqturuli leqsikoni
ქავი – კუთხ. საცხოვრებელი სახლის კოშკის დასახელება თუშეთში.
ქალაქის გალავანი – ქალაქის კედელი; შუა საუკუნეების ქალაქის გარშემო აგებული კედელი ერთი ან რამოდენიმე გამოსასვლელით.
ქალაქის კარი – ქალაქის კარიბჭე; შუა საუკუნეებში ქალაქის კედელში მოთავსებული კარი, რომელიც, ჩვეულებრივ, რომელიმე მაგისტრალურ გზაზე გამოდიოდა.
ქალაქმშენებლობა – ქალაქების დაგეგმარების და მშენებლობის თეორია და პრაქტიკა არქიტექტურული, ტექნიკური, სანიტარულ-ჰიგიენური სოციალ-ეკონომიკური პრობლემების კომპლექსური გათვალისწინებით.
ქანდაკება – ნაქანდაკები, ნაქანდაკარი, ნატიფი, ნაძერწი, სკულპტურა; სახვითი ხელოვნების სახეობა, რომლის ნაწარმოებს მოცულობითი ფორმა აქვს და სრულდება მკვრივი (ქვა) ან პლასტიკური (თიხა) მასალისაგან.
ქარაბაქი – ბაკი, ტრუშული; 1. წნული ღობით გამოყოფილი ადგილი (მაგ., ურმების დასაყენებელი ეზო-ყურე). 2. საქონლის დასამწყვდევათ მოზღუდული უსახურავო ადგილი. 3. მსხვილი წნულით ამოყვანილი ღობე.
ქარბანდი – კონსტრუქციის ელემენტი ღეროების სისტემის სახით, რომელიც გამიზნულია ქარის მიმართ ნაგებობის წინაღობის გასაზრდელად.
ქარგილი – თაღოვანი ან კამაროსანი კონსტრუქციის ამოსაყვანად აღმართული დამხმარე მოწყობილობა, რომელიც იმეორებს ამოსაყვანი ფორმის ზედაპირის სიმრუდეს და რომელზედაც ქვების ან ბეტონის ჩასაწყობი ყალიბების წარმომქმნელი შეფიცვრა თავსდება.
ქართაკვეთი – კონკრეტული ადგილმდებარეობისათვის დადგენილი ქარების სიჩქარისა და სიხშირის საშუალო თვიური, წლიური სიდიდეების გრაფიკული გამოსახულება ქვეყნის მხარეების გათვალისწინებით.
ქარვასლა – ფუნდუკი; მგზავრებისა და ქარავანებისათვის განკუთვნილი სასტუმროს დასახელება ამიერ-კავკასიაში, წინა და შუა აზიაში.
ქარხანა (სპარ) – 1. მსხვილი სამრეწველო საწარმო. 2. ძვ. საფარეშო; `სახელოსნო, სადაც დიდი რაოდენობით ამზადებნენ ხოლმე გასაყიდად განკუთვნილ საქონელს~ (ივ. ჯავახიშვილი).
ქაშანური – სხვადასხვა სახის ნაკეთობა, რომელიც მზადდება გამომწვარი და მოჭიქული თეთრი ან ფერადი მასისაგან (თიხის განსაკუთრებული სახეობა, რომელიც შეიცავს თაბაშირისა და სხვა მინარევებს).
ქვაბი – ქვაბული; ხელოვნური ან ბუნებრივი სათავსი კლდეში.
ქვაბული – 1. განიერი და ღრმა მთხრებლი მიწაში (მაგ. საძირკველის ჩასაყრელად); 2. იგივეა, რაც ქვაბი.
ქვაზვინული – ქვის ყრილი, ქვის ზვინული.
ქვაკაცი – ძვ. სტატუა, ჭორტი; ადამიანის ქანდაკება.
ქვაკუდხედი – თავკიდე, კედი, საკუთხი ქვა; შენობის საძირკვლის კუთხეში საფუძვლად დადებული ლოდი. `ქვაკუდხედის დადებით იწყებოდა და იწყება ყოველთვის საძირკვლის ჩაყრა~ (ივ. ჯავახიშვილი).
ქვანაგი – მიჯრით დალაგებული ქვის ფილებით შექმნილი ზედაპირი.
ქვაფენილი – ქვების წყობით შექმნილი ქუჩის საფარი შრე.
ქვაჯვარი – ქვაში ამოკვეთილი ჯვრის გამოსახულება ქანდაკების ან რელიეფის სახით.
ქვედი – კონსტრუქციის, დგამის, დანადგარი ქვედა, საყრდენი ნაწილი.
ქვესაბჯენი – მისაბჯენი; დგარის სიმდგრადისათვის მის ქვედა ნაწილში შეყენებული ირიბანა.
ქვესადები – დგარის, ბოძის, დანადგარის ქვეშ დატანებული ხის, ქვის, რეზინის და ა.შ. დატანებული შრე, ნაწერი.
ქვითკირი – ქვითა და კირით ნაგები.
ქიმერა – გოთიკური ტაძრის სამკაულის ელემენტი, რომელიც წარმოადგენს ფანტასტიკური ურჩხულის ქანდაკებას.
ქობინი – სფეროს ფორმის დეკორატიული მოტივე. `კარავთა, გავალაკთა, დორიულთა ან ეტლთა ზედა ჩამოცმული მოოქროვილი ბურთი ვაშლის სახით~ (დ. ჩუბინაშვილი).
ქოთარეთი – სფეროს ფორმის სვეტისთავი ან ნახევარსფეროს ფორმის პილასტრის სვეტისთავი. `სვეტის თავზე მრგვალა~ (საბა).
ქოლგისებრი გუმბათი – შეაფრებული ნაწილებისაგან შემდგარი გუმბათი, რომელიც წააგავს გახსნილ ქოლგას.
ქონგური – ციხის დამაგვირგვინებელი, სავარცხლისებური ელემენტი. დაცილება ქონგურებს შორის სათოფურებად გამოიყენებოდა.
ქორი – ძვ. მანსარდ, ქორედი; უშუალოდ სახურავის ქვეშ, სხვენის მოცულობაში მოქცეული სადგომი.
ქორგანდელი – წაღი, ხომლი; წერზე შეკიდული სანათი არმატურა.
ქოხი – ოქოქი, ჩალურა, ხულა, ხუხულა; ფიჩხით ან ჩალით დახურული სოფლის სახლი.
ქულბაქი (სპარ) – დუქანი; სავაჭრო სახლი. ტერმინი გავრცელებული იყო საქართველოში IX-XVIII საუკუნეებში და შემდგომში დუქანმა შეცვალა.
ქუსლი – არქიტექტურული პროფილე შედგენილი ორი რკალის შეუღლებით, რომელთაგან ზედა ამოზნექილია, ხოლო ქვედა შეზნექილი.
ქუჩაბანდი – ჩიხი; ქუჩის განშტოება, რომელსაც არ გააჩნია გამჭოლი გასასვლელი.
|