arqiteqturuli leqsikoni

ძალაყინი – კარის საკეტი ხის ძელი.

ძეგლი – 1. განსაზღვრული პიროვნების, პიროვნებათა ჯგუფის ან რაიმე ამბის უკვდავსაყოფად აგებული სკულპტურული ნაწარმოები ან არქიტექტურული ნაგებობა (ობელისკ, სატრიუმფო თაღი და ა.შ.). 2. ტერმინი, რომელიც იხმარება წარსულის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებთა მიმართ.

ძეგლისწერა – ძეგლდება; ძეგლზე მოთავსებული წარწერა.

ძელი – დახერხილი ან გათლილი ხე, რომლის განივკვეთის ზომები 100 მმ-ს აღემატება.

ძელური სახლი – ძელებით აგებული სახლი.

ძელფენილი – მჭიდროდ მორგებული ძელებით შექმნილი ფენილი. იხ. ძელჭერი.

ძელჭრი – კოჭოვანი გადახურვის შევსების მზიდი ნაწილი მჭიდროდ დალაგებული ძელაკების ან ნამორების სახით.




 


megobari saitebi

   

23.09.2014