arqiteqturuli leqsikoni

სააბატო (ლათ) – კათოლიკური მონასტერი.

სადაყუდებლო – სამამაო, სოხასტერი; განდეგილის სადგომი. `სადაყუდებლო ქართული სიტყვაა, ისეთ ნაგებობას აღნიშნავს, სადაც ბერი შედიოდა და იშვიათად უნდა გამოსულიყო იქიდან. დაყუდება ძველ ქართულში გაჩუმებას ნიშნავს~ (ივ. ჯავახიშვილი).

სადგომი – 1. ოთახი, სათავსი, კედლებით გამოყოფილი სივრცე შენობაში. 2. მანქანების დასაყენებლად გამოყოფილი ადგილი, ბაქანი. 3. პალეოლითისა და ნეოლითის დასახლების ნარჩენები.

სადერივაციო არხი – წყლის ჰიდრავლიკური ტურბინებისაკენ მიმყვანი არხი (დერივაცია – წყლის გადაყვანა მდინარის მთავარი კალაპოტიდან).

სადერფომაციო ნაკერი – ნაგებობის კონსტრუქციის გამჭოლი განაჭერი, რომელიც შენობის ცალკეულ ნაწილებს დამოუკიდებელი დეფორმაციის საშუალებას აძლევს.

სადიაკვნე – საკურთხევლის სამხრეთ მხარეს განლაგებული სათავსი.

სადილეგო (სპარ) – ძვ. დილეგი, საპყრობილე; ტყვეების, ტუსაღების დასამწყვდევი, მიწისქვეშ მოთავსებული საკანი. `სადილეგო… უკვე VIII საუკუნის ძეგლში გვხვდება და თამარის ისტორიკოსსაც აქვს ნახმარი~ (ივ. ჯავახიშვილი).

საებგურო – შენობაზე აღმართული კოშკი.

სავანე – მონასტრის ადგილ-მამული.

სავაჟინე – მარანი.

სათავე – თავბანდი, თავხე; სახურავის ზედა ჰორიზონტალური ძელი, რომელზედაც ნივნივებია შეკიდული.

სათაური – არქივოლტი, თავსართი, წარბი; თაღის ან ნახევარწრიული ფანჯრის – ელევენის მოჩარჩოება, რომელიც წარმოადგენს მთლიან ან დანაწევრებულ ზოლურას თუ მოჩარჩოებულ ლენტურ ორნამენტს.

სათელი – ჰალტელი; პროფილირებული თამასა, რომელიც იხმარება პირაპირა ნაკერების, წიბოების და მისთ. დასაფარავად.

სათოფე – იგივეა რაც სათოფური.

სათოფური – ციხე-სიმაგრის კედელში ცეცხლის საწარმოებლად დატოვებული ხვრეტი.

საირიგაციო არხი – ახ. სარწყავი არხი.

საკანი – ტუსაღთა დასამწყვდევი სათავსი საპყრობილეში.

საკერპე – ბაგინი; კერპთაყვანისმცემელთა სამლოცველო.

საკოჭი – ამა თუ იმ კონსტრუქციის (ნივნიბების, თაღის, კამარისა და ა.შ.) შემკვრელი ძელი ან ლითონის ღერო.

საკრებულო – სამამაო; ბერების შესაკრები სადგომი მონასტერში.

საკურტნე კრამიტი – კეხის გასწვრივ დალაგებული საგანგებო ფორმის (უმეტესად ნახევარწრიული განივკვეთის) კრამიტი.
საკურთხეველი – 1. სამსხვერპლო; მსხვერპლის შეწირვის ადგილი. 2. კანკელით გამოყოფილი ნაწილი ქრისტიანული ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში.

სალოდე – დურო; შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეთა კედლების ზედა ნაწილის შვერილებზე მოწყობილი ხვრეტი ქვის დასაშენად.

სალოცავი – სამლოცველო, ლოცვისათვის განკუთვნილი შენობა ან სადგომი.

სალხინობელი – 1. კივორიუმი; საკურთხევში ქვის ტრაპეზე დადგმული, ოთხ სვეტზე დაყრდნობილი საჩრდილობელი. 2. ჩარდახი, ბალდახილი; ბოძებზე ან ლატნებზე დამაგრებული უძრავი თუ გადასატანი საჩრდილობელი.

სამაგრი – 1. შენობის ძირი ან ყორღანის საყრდენი კედელი. 2. ხის, ლითონის ან რკინა-ბეტონის სპეციალური კონსტრუქცია სანგრის, გვირაბის, შახტისა და მისთ. გასამაგრებლად.

სამამაო – 1. საკრებულო; საპატიო სტუმრების მისაღები და საერთო სამონასტრო საქმეებზე მსჯელობისათვის განკუთვნილი საკრებულო დარბაზი მონასტერში. 2. სადაყუდებლო, სოხასტერი; განდეგილის სადგომი.

სამარტვილე – 1. ქრისტიანთა სამლოცველო. 2. წამებულ ქრისტიანთა სასაფლაო.

სამარხი – დასაფლავების ადგილი. ვიწრო გაგებით სამარხები მიეკუთვნება ყორღანების ტიპის საფლავებს, რომელთაც არ გააჩნიათ ზედნაყარი.

სამერხული – არქიტრავი; ძელი, რომელიც აერთიანებს ცალკეულ საყრდენებს, სვეტნარს და მას გადასცემს ზევით მდებარე კონსტრუქციების დატვირთვას.

სამზეური – მარკიზა, საჩეხი; მზის სხივებისგან დაცვის მიზნით შენობის გარედან, სარკმლის თავზე მოწყობილი საჩრდილობელი.

სამიკიტნო – სახამრო, სარაჯხანა; ღვინის დუქანი.

სამკარედი – ტრიპტიხი; სამფრთიანი საკეცი (სურათი, შირმა და ა.შ.).

სამკვეთლო – საკურთხევლის ჩრდილოეთ მხარეზე მოქცეული სადგომი, სადაც ღვთისმასახურების ერთ-ერთი წესის აღსრულება – “კვეთა” წარმოებს, რაც სეფისკვერიდან ნაწილის ამოღებას ნიშნავს.

სამლოცველო – 1. იგივეა, რაც სალოცავი. 2. ეკვდერი, საჟამნო; ეკლესიას მიშენებული სადგომი ან მის შორიახლოს აგებული შენობა სალოცავად.

სამრავალკაცო – ყორღანი; სამაგრით გარშემორტყმული სამარხი, რომელიც რამდენიმე აკლდამას მოიცავს.

სამრეკლო – ცალკე მდგომი ნაგებობა ან ტაძრის ნაწილი, სადაც ზარებია ჩამოკიდებული.

სამსჭვალი – პირონი; ლითონის ღერო, რომელიც სპეციალურ კილოებში მოთავსებით აკავშირებს ქვის ბლოკებს.

სამსხვერპლო – დაბირი, საზორავი; მსხვერპლად შეწირვის ადგილი.

სამურავი – აკლდამა; მიცვალებულის ნეშტის შესანახი ადგილი.

სამფრთიანი თაღი
– ურთიერთგადაკვეთილი სამი რკალისგან შედგენილი მოხაზულობის თაღი; მრავალფრთიანი თაღის სახეობა.

სამქადაგებლო – ამბიონი, საფსალმუნე; ქადაგების წარმოსათქმელად მოწყობილი შემაღლებული ადგილი საკურთხევლის წინ. ადრე ქრისტიანულ არქიტექტურაში ტაძრის გუმბათის ქვეით ან პატრონიკეს სწვრივად მოთავსებული კათედრა.

სამცენტრიანი თაღი – კოლოფა თაღი; სამი ცენტრიდან მოხაზული რკალის ფორმის თაღი.

სამცენტრიანი კამარა – კოლოფა კამარა; კამარის წარმომქმნელი ელიფსურ ან კოლოფა მრუდს წარმოადგენს.

სამხატვრო გალერეა – შენობა, სადაც ეწყობა სახვითი ხელოვნების ნაწარმოებთა გამოფენა.

სამხრე – რიზალიტი; შენობის გამოწეული ნაწილი.

სანათი ჭა – სარდაფის ან ნახევარსარდაფის ფანჯრის წინ ამოღებული ჭა სადგომში დღის შუქის შეყვანის მიზნით.

სანათლავი – ცალკე შენობა ან ტაძრის ნაწილი, სადაც წარმოებს ნათლისღების წესის შესრულება.

სანათური – 1. სარკმელი; მცირე სასინათლო ღიობი. 2. სხვადასხვა სახის სანათი არმატურა.

სანატორიუმი (ლათ) – სამკურნალო და დასასვენებელი დაწესებულება აგარაკზე.

სანაწილე – შეწირულობის შესანახი კარადა საკურთხევლის კედელში.

სანგარი – თხრილი, ტრანშეა; გრძელი და ვიწრო მთხრებლი მიწაში.

სანდრიკი (ლათ) – კარის ან ფანჯრის ღიობის თავზე მოთავსებული მცირე ზომის ლავგარდანი – კლასიკური არქიტექტურული ფორმა, რომელიც გამოიყენება როგორც ინტერიერის, ასევე ფასადების დამუშავებისას.

სანტიმეტრი – მეტრული სისტემის სიგრძის საზომი ერთეული, რომელიც მეტრის მეასედს უდრის.

საოსტიგნე – ძვ. სატრაპეზო; მონასტრის სასადილო დამხმარე სათავსებით. `სატრაპეზო ჩვენ მხოლოდ X, XI და შემდეგდროინდელ საუკუნეებში გვხვდება. უფრო ადრინდელ ხანაში, IX საუკუნეში საოსტიგნე იხმარებოდა.~ (ივ. ჯავახიშვილი).

საპატიმრო – საპყრობილე; შენობა, სადაც ტუსაღებს ამწყვდევენ.

საპატრონიკე – პატრონიკე, პატრონიკონი, საქცეველი, ტრიფორიუმი; ტაძარში გრძივითაღედის თავზე მოწყობილი ვიწრო ბაქანი, რომელიც მანდილოსნებისათვის იყო განკუთვნილი.

საპირე – პირი; ფანჯრის, კარის ღიობის და მისთ. გლუვი ან პროფილირებული მოჩარჩოება.

საპირე ქვა – ბუნებრივი ან ხელოვნური მოსაპირკეტებელი ქვა.

საპროექტო მოცულობა – პროეტის შედგენის პირველი ეტაპი, რომელიც ასაბუთებს ნაგებობის ტექნიკურ შესაძლებლობას და ეკონომიკურ მიზანშეწონილობას.

საჟამნო – ეკვდერი, სალოცავი, სამლოცველო; ეკლესიის შორიახლოს აგებული ან ეკლესიას მიშენებული მცირე ნაგებობა სალოცავად.

სარაჯი (არაბ) – 1. ქვაში ან ხეში ამოკვეთილი ხელოვნური რუ, არხი. 2. ძვ. აუზი შადრევნით.

სარბიელი – ასპარეზი; სპორტული თამაშების, შეჯიბრების ჩასატარებლად საგანგებოდ მოწყობილი მოედანი, ბილიკი და ა.შ.

სარდაფი (სპარ) – პირველი სართულის ქვევით, მიწის დონეზე დაბლა მდებარე სართული.

სართულის სიმაღლე – მანძილი მომდევნო სართულების იატაკებს შორის. შდრ. სართულშუა სიმაღლე.

სართულშუა გადახურვა – შენობის კონსტრუქციული ელემენტი, რომელიც მას სართულებად ყოფს, იღებს ტიხრების, მოწყობილობის, ავეჯის, ადამიანთა და სხვ. დატვირთვებს და მათ კაპიტალურ კედლებს გადასცემს.

სართულშუა სიმაღლე – მანძილი იატაკიდან ჭერამდე.

სარკიანი კამარა – შეკრული კამარა ჰორიზონტალური სიბრტყით წაკვეთილი ზედა ნაწილით, რომელსაც სარკე ეწოდება.

სარკმელი – 1. საჰაერო, შუკუმი; ფანჯრის საგდული ნაწილი, რომელიც დამოუკიდებლად იღება და სადგომის გასანიავებლად არის განკუთვნილი. 2. ფანჯარა; შემინული ღიობი კედელში, შენობის განათების და განიავებისათვის.

სარკოფაგი (ბერძ) – 1. ლუსკუმა; მოხატვით ან რელიეფით შემკული მონუმენტური კუბო. 2. კუბოს ფორმის აკლდამა.

საროტი – მოზაიკა, სოფიის კენჭი; მონუმენტური ფერწერის სახეობა, სადაც გამოსახულება მიიღება სხვადასხვა მასალის (მარმარილოს, მინის, კენჭების და ა.შ,) ნაჭრების მიჯრით დალაგებით.

სატელიტი (ლათ) – ქალაქის მახლობლად განლაგებული დასახლება, რომლის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ქალაქში მუშაობს.

სატრაპეზო – საოსტიგნე; მონასტრის სასადილო დამხმარე სათავსები.

სატრიუმფო თაღი – ცალკე მდგომი მემორიალური ნაგებობა თავისებური კარიბჭის სახით, ერთ ან სამმალიანი თაღოვანი გასასვლელით, აგებული რომელიმე გამოჩენილი პიროვნების უკვდავსაყოფად ან რაიმე ისტორიული ამბის აღსანიშნავად.

საფარი – კონსტრუქციის, გზის სამოსის და მისთ. ზედა ფენა.

საფეხური

საფსალმუნე – ამბიონი, სამქადაგებლო; ქადაგების წარმოსათქმელად მოწყობილი შემაღლებული ბაქანი საკურთხევლის წინ.

საფუძველი – 1. ბაზისი; სვეტის, კედლის, ანტის ქვედა საყრდენი ნაწილი. 2. ცოკოლი, ზეძირკველი; შენობის ქვედა, შეკიბული ნაწილი.

საქულბაქე – ძვ. `ქვეშ რომ დუქნები იყოს და ზევით სახლები~ (დ. ჩუბინაშვილი).

საქცეველი – პატრონიკე, პატრონიკონი, საპატრონიკე, ტრიმორიუმი; ტაძრის გრძივი ნავების გამყოფ თაღედის თავზე მოწყობილი ბაქანი მანდილოსნებისათვის.

საყდარი – 1. ეკლესია, ტაძარი ნაგებობა, სადაც წარმოებს ღვთისმსახურება და რელიგიურ წესჩვეულებათა შესრულება. საყდარი, როგორც ეკლესიის სინონიმი, XIV საუკუნეში შემოდის. XIV საუკუნემდე საყდარი იმ ეკლესიას ეწოდებოდა, რომელიც ეპისკოპოსის ან ქორეპისკოპოსის საჯდომად ითვლებოდა. 2. ძვ. ტახტი; საჯდომი ძველ ქართულში. `ტახტი სპარსული სიტყვაა, შემოდის IX საუკუნეში. IX საუკუნემდე მის მაგივრად ტაძარი იხმარებოდა~ (ივ. ჯავახიშვილი). 3. ტრაპეზის გასწვრივ კედელზე მიდგმული სამღვდელმთავრო საჯდომი საკურთხეველში, რომლისგან ქვევით შეკიბული იყო ხარისხედი მღვდელმსახურთათვის.

საყივარა – მინარა, მინარეთი; მიზგითთან აშენებული ან მასზე დაშენებული კოშკური ნაგებობა, რომლის ზედა ბაქნიდან მუეძინი მუსლიმანებს ლოცვაზე უხმობს.

საყრდენი – საბ (რ)®ჯენი, საყრდნობი, ბურჯი; მზიდი კონსტრუქცია (სვეტი, დგარი, ბოძი, კედელი და მისთ.).

საყრდენი კედელი – საინჟინრო ნაგებობა, რომელიც მის უკან მდებარე გრუნტს იკავებს.

საცეცხლე – 1. მაზდეანთა (ცეცხლმთაყვანისმცემელთა) სამლოცველო, სადაც საგზებელი (მაზდეანთა საკურთხეველი) იყო მოთავსებული. 2. საცეცხლური; ღუმელის ნაწილი, სადაც ცეცხლს ანთებენ.

საძვალე – სამარხი, სასფლაო; მიცვალებულთა ნეშტის დასამარხი ადგილი.

საძირკველი – ნაგებობის მიწისქვეშა საყრდენი ნაწილი, რომელიც შენობის დატვირთვებს ფუძეს გადასცემს.

საძირკვლის კოჭი – იხ. რანდკოჭი, დირე;

საწვიმური - შენობის სახურავზე, გარკვეულ ადგილებზე, მოწყობილი თუნუქის ძაბრი, რომლის მეშვეობითაც სახურავზე დაგროვილი წვიმის წყალი ჩადის საწვიმარ მილში.

საჭექი – სომის ქვა; სოლისებრი ქვათაღის წყობის უმაღლეს წერტილში.

სახურავი – ნაგებობის ზედა, დამაგვირგვინებელი ნაწილი.

სახურავის კალტა – ქანობიანი სახურავის ერთ-ერთი სიბრტყე.

საჯინიბო – თავლა; ცხენების სადგომი.

სეისმომდგრადობა – შენობის მიერ მიწისძვრით გამოწვეული ძალებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარი, რაც მიიღწევა დაგეგმარებითი ღონისძიებების ჩატარებით და საგანგებო კონსტრუქციების გამოყენებით.

სეისმური ნაკერი – შენობის ვერტიკალური ნაკერი, რომელიც დიდი ზომის და რთული კონსტრუქციის ნაგებობას დამოუკიდებლად რხევის უნარის მქონე ცალკეულ ნაკვეთურებათ ჰყოფს.

სეისმური სარტყელი – რკინაბეტონის სარტყელი, რომელიც ნაგებობას ცალკეულ ნაკვეთურებათ – იარუსებად ყოფს და აძლიერებს მის სეისმომდგრადობას.

სერპანტინი (ფრან) – იკანკელი; მთაგორიან რელიეფზე ხრახნისებურად კლაკნილი გზა.

სვეტი – კოლონა; ჩვეულებრივ, მრგვალი კვეთის საყრდენი ბოძის სახით, რომელზედაც დაყრდნობილია ანტალბლემენტი ან თაღის ქუსლი და რომელიც შედგება ღეროს, კაპიტელისა და ბაზისისგან.

სვეტისთავი – კაპიტელი; სვეტის დამაგვირგვინებელი ნაწილი რომელსაც ეყრდნობა არქიტრავი.

სვეტის ტანი – სვეტის ბაზისსა და სვეტისთავს შორის მოქცეული გლუვი ან კანელიურებით დამუშავებული ნაწილი.

სვეტნარი – კოლონადა; საერთო არქიტრავის ქვეშ განლაგებული სვეტების რიგი.

სიზრქე – კონსტრუქციის სიღრმე, სისქე, მაგ. კედლის სიზრქე, ჭერის სიზრქე და ა.შ.

სისიტილი (ბერძ) – ანტიკური ტაძარი, რომლის სვეტშორისი სვეტის დიამეტრის ტოლია.

სიტუაციური გეგმა – ადგილმდებარეობის გრაფიკული გამოსახულება საგანგებო პირობითი ნიშნების საშუალებით.

სკენა (ბერძ) – ძველი ბერძნული თეატრის სასცენო ნაწილი.

სკოცია (ბერძ) – მრუდხაზოვანი არქიტექტურული პროფილე, რომელიც მიიღება სხვადასხვა რადიუსის მქონე ორი რკალის შეუღლებით.

სკულპტურა – ქანდაკება, ნაქანდაკარი, ნატიფი, ნაძერწი; სახვითი ხელოვნების ნაწარმოები, რომელსაც მოცულობითი ფორმა აქვს და სრულდება მკვრივი (ქვა) ან პლასტიკური (თიხა) მასალისაგან.

სკუფია (ბერძ) – გუმბათის დამაგვირგვინებელი ნაწილი, რომელსაც ამავე სახელწოდების თავსაბურავის ფორმა აქვს.

სოგმანი – ქვის ფილების ან ფიცრების დამაკავშირებელი ჩანადგამი.

სოლარიუმი (ლათ) – 1. რომაული საცხოვრებელი სახლის სამხრეთ მხარეზე მოწყობილი ტერასა ან ბრტყელი სახურავი. 2. მზის აბაზანების მისაღებად განკუთვნილი ბაქანი.

სოლი – სამკუთხა კვეთის ხის ჩანადგამი, საჭექი; ასეთივე ქვა ან ლითონის ღერო.

სოლისებრი თაღი – სოლისებრი ქვებით – სომებით ან სწორკუთხა ქვების სოლისებრი ნაკერებით ამოყვანილი თაღი.

სოლისებრი კამარა – სოლისებრი ქვებით – სომებით ან ესეთივე ნაკერებით ამოყვანილი კამარა.

სომი – საჭექი; სოლისებრი საკამარე ქვა.

სოფიის კენჭი – იხ. მოზაიკა.

სოფიტი (იტ) – 1. კოჭის, თაღის, კამარის, ლავგარდანის და შენობის სხვა ნაწილების ქვევიდან ხილული, არქიტექტურულად დამუშავებული ზედაპირი. 2. სცენის კიდულზე ან მის გვერდებზე განლაგებული სანათების რიგი.

სოხანე – ძვ. დატკეპნილი მიწის იატაკი.

სოხასტერი (ბერძ.) – ძვ. სადაყუდებლო. განდეგილის სადგომი.

სტალაქტიტები (ბერძ) – დეკორაციული მოტივე საფეხურებად განლაგებული პრიზმული ფიგურების სახით, რომელიც ბუნებრივ სტალაქტიტებს მოგვაგონებს. ეს მოტივე ფართოდ არის გამოყენებული მუსლიმანურ არქიტექტურაში – ლავგარდანის და სხვა, ჩვეულებრივ გამოწეული ნაწილების დამუშავებისას.

სტელა (ბერძ.) – მემორიალური ნაგებობა, რომელიც წარმოადგენს ვერტიკალურად დაყენებულ ქვის ფილას წარწერით ან რელიეფური გამოსახულებით.

სტერეობატი (ბერძ) – ანტიკური შენობის ან სვეტნარის ძირი, ცოკოლი, რომელიც ხშირად საფეხურებად არის დაყოფილი.

სტილი (ფრან) – ხელოვნებაში – გარკვეული ეპოქის, ერის, მიმართულების ან ცალკეული შემომქმედის დამახასიათებელი გამომხატველი ხერხების, მხატვრული თავისებურებების ერთობლიობა, რაც შეპირობებულია იდეური, საზოგადოებრივ-ისტორიული შინაარსის ერთიანობით.

სტილიზაცია – 1. რომელიმე სტილის ფორმების მიბაძვა ხელოვნებაში. 2. პირობით, დეკორაციულ ფორმათა გამოყენება ხელოვნებაში.

სტილობატი (ბერძ) – 1. სტერეობატის ზედაპირი. 2. სვეტნარის საყრდენი ქვის ფილა.

სტოა (ბერძ.) – 1. ანტიკური საბერძნეთის საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობა, რომელიც წარმოადგენს კედლის გასწვრივ ერთ ან ორრიგად განლაგებულ გადახურულ სვეტნარს. 2. კარიბჭე, ნართექსი; სვეტებიანი, გვერდღია, კამაროსანი ნაგებობა – ტაძრის მთავარი შესასვლელი ან გარემოსავლელი. დროთა განმავლობაში სტოას პირვანდელი სახე შეიცვალა და სვეტებს შორის ადგილი კედლით ამოშენდა.

სტუკო (იტ) – მაღალხარისხოვანი ბათქაში, რომელიც იძლევა გაპრიალების და საჭრისით დამუშავების საშუალებას.

სუბსტრუქცია (ლათ) – ნაგებობის ან მისი ნაწილის ძირი, საყრდენი.

სფეროკონუსური გუმბათი – გუმბათის განივკვეთს ისრული თაღის მოხაზულობა აქვს.

სფერული გუმბათი – გუმბათის ფორმა უახლოვდება ნახევარსფეროს.

სფინქსი (ბერძ) – ადამიანის თავის და ლომის სხეულის მქონე მითიური არსების ქანდაკება, რომელიც მეტად გავრცელდა ძველი ეგვიპტის არქიტექტურულ ანსამბლებში.

სცენა (ლათ) – თეატრის შენობის ნაწილი – ბაქანი, რომელზედაც ტარდება თეატრალური წარმოდგენა.

სხვენი – თავანი; შენობის ზედა სართულის გადახურვასა და სახურავს შორის მოქცეული სივრცე.

სხვენის გადახურვა – გადახურვა, რომელიც გამოყოფს შენობის ზედა სართულს სხვენისაგან და სართულშუა გადახურვისაგან განსხვავებით არ გააჩნია იატაკი.

 


megobari saitebi

   

23.09.2014