arqiteqturuli leqsikoni

ჰა – ჰეკტარის შემოკლებული აღნიშვნა.

ჰალტელი (გერმ) – 1. სათელი; პროფილირებული ხის თამასა, რომელიც იხმარება პირდაპირი ნაკერის, შვერილების, წიბოების და მისთ. დასაფარად. 2. ხის ან ლითონის ნაკეთობის შიდა კუთხის დამრგვალება.

ჰარამხანა (არაბ) – არამანა; საგანგებო სადგომი, სადაც კარჩაკეტილად ცხოვრობდნენ შეძლებულ მუსლიმანთა ცოლები.

ჰარმონია (ბერძ) – შენობის, მხატვრული ნაწარმოების ყველა ელემენტის მწყობრი შეთანხმებულობა და თანაზომიერება.

ჰაუპტვახტი (გერმ) – 1. საყარაულო შენობა ან სადგომი ბაქნით, რომელზედაც გამოდიოდა საყარაულო განრიგი. 2. სამხედრო მსახურთა საჯელის მოსახდელი, საგანგებო სადგომი.

ჰეისონი _ კლასიკური არქიტექტურული ორდერის კარნიზის გამოტანილი ფილა.

ჰერალდიკური ორნამენტი – ორნამენტის ძირითად მოტივს წარმოადგენს ერთმანეთის პირისპირ, სიმეტრიულად განლაგებული ჰერალდიკური ცხოველების გამოსახულება.

ჰერმა (ბერძ) – ბოძზე ან სვეტზე დადგმული ბიუსტი.

ჰეროონი (ბერძ) – გაღმერთებული გმირებისადმი მიძღვნილი საკულტო ნაგებობა საბერძნეთში, რომლის კარიბჭე დასავლეთისაკენ - `აჩრდილების სამეფოსკენ~ იყო მოქცეული.

ჰესი – ჰიდროელექტროსადგურის შემოკლებული დასახელება.

ჰექსასტილი (ლათ) _ ვიტრუვიუსის კლასიფიკაციის მიხედვით ძველ ბერძნული ტიპის (პერიპტეროსის) ერთ-ერთი სახეობა 6 სვეტით მთავარ ფასადზე.

ჰექტარი (ფრან) – მეტრული სისტემის მიწის ფართობის საზომი ერთეული, რომელიც უდრის 10 000 კვადრატულ მეტრს.

ჰიდროელექტროსადგური – გიდროტექნიკურ ნაგებობათა კომპლექსი, რომელიც წყლის დინების ენერგიეს ელექტროეჰერგიად გადაამუშავებს.

ჰიდროიზოლაცია – 1. შენობის, მისი ცალკეული ნაწილების დაცვა მიწისქვეშა და ზედაპირული წყლებისაგან. 2. საგანგებო მასალის შრე ან კონსტრუქცია, რომელიც არ ატარებს წყალს და იცავს ნაგებობას ან მის ნაწილებს წყლისა და ტენიანობის ზეგავლენისაგან.

ჰიდროსაიზოლაციო ხალიჩა – მრავალფენიანი ჰიდროსაიზოლაციო შრე.

ჰიდროტექნიკა (ბერძ) – წყლის რესურსების გამოყენებისა და წყლის სტიქიონთან ბრძოლის ტექნიკური საშუალებების შემსწავლელი მეცნიერება.

ჰიდროტექნიკური ნაგებობა – წყლის რეჟიმის რეგულირების, წალეკვისაგან ნაპირების დაცვის, წყლის დინების ენერგიის გამოყენებისა და მისთ. მიზნებისათვის აგებული ტექნიკური ნაგებობა (ჯებირი, ჰესი და მისთ).

ჰიმნასიუმი (ბერძ) – ვარჯიშისათვის განკუთვნილი ნაგებობა ანტიკურ საბერძნეთში, რომელიც წარმოადგენდა მთავარი შენობისა და ღია ბაქნებისაგან შემდგარ კომპლექსს.

ჰიპეტრალური ნაგებობა (ბერძ) – ანტიკური ან ძველი აღმოსავლეთის ნაგებობა, სასინათლო ღიობით ჭერში.

ჰიპოსტილური დარბაზი (ბერძ) – მრავალსვეტიანი დარბაზი ეგვიპტისა და ირანის არქიტექტურაში.

ჰიპოტრასელიონი (ბერძ) _ დორიული კაპიტელის ყელი, რომელიც სვეტის ზედა ნაწილშია მოთავსებული, აგრძელებს მის მოხაზულობას და ოდნავ ჩაღრმავებული, განივი ზოლებით არის გამოყოფილი.

ჰოლი (ინგლ) _ ვრცელი მოსაცდელი სადგომი საზოგადოებრივ შენობაში.

ჰორელიეფი (ფრან) _ სკულპტურული გამოსახულება სიბრტყზე, რომელიც ბარელიეფისგან განსხვავებით სიბრტყიდან გამოწეულია ასახული საგნის საგულისხმო მოცულობის ნახევარზე მეტად.

 

 


megobari saitebi

   

23.09.2014