arqiteqturuli leqsikoni
ფაბრიკა (ლათ) – მანქანების გამოყენებაზე დაფუძნებული მსხვილი სამრეწველო საწარმო.
ფაიფური – სხვადასხვა სახის ნაკეთობა, რომელიც მზადდება ორგზის გამომწვარი და მოჭიქული მინარევიანი (მარმარილო, ცარცი და სხვა) მაღალხარისხოვანი თიხის მინირელური მასისაგან.
ფანზა (ჩინ.) – ქვის ან ალიზის, ხის კარკასიანი სახლი ჩინეთში.
ფანჩატური – თალარი, საჩრდილობელი, ტალავარი; მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა.
ფანჯარა (თურქ.) – 1. სარკმელი; შემინული ღიობი კედელში, სათავსის განათებისათვის; 2. ძვ. სარკმლის ბადე ან შემაღლებული (გადასავარდნი) ადგილის მოაჯირი. ამ მნიშვნელობით ტერმინმა თითქმის XIX საუკუნამდე მოაღწია, როდესაც მან თავისი დღევანდელი მნიშვნელობა მიიღო. `თურქული ენაა, ქართულად კანკელი და ლანძვი და არდაბაგი ჰქვიან~ (საბა).
ფანჯრის ალათი – მინების დასამაგრებელი, მოძრავი (ზოგჯერ უძრავი) კარკასი, რომელიც კლედელში ჩამაგრებულ ჩარჩოში თავსდება.
ფარდახტი – ბათქაში; განსაკუთრებული ხსნარით (გაჯის და კირლამის ნარევით) შელესილი შრე კედლის ან ჭერის ზედაპირზე.
ფარდული – 1. სამეურნეოდანიშნულების სასაწყობო მცირე ნაგებობა. 2. დგარებზე შეყენებული ჩარდახი, სვეტებზე დამყარებული სახურავი.
ფარღია – ძვ. ლოჯია, აივანი, `სახლი გვერდღია~ (საბა).
ფასადი (ფრან.) – შენობის გარე მხარე.
ფაქტურა (ლათ) – კედლის, ჭერის და სხვა არქიტექტურული ფორმის, ელემენტის და, აგრეთვე, მხატვრული ნაწარმოების (ფერწერა, ქანდაკება, გამოყენებითი ხელოვნება და ა.შ.) ზედაპირის დამუშავების ხასიათი.
ფაცხა – ლარი, ლაჭყორი, ჩოდოლი; წნული ქოხი დასავლეთ საქართველოში.
ფეანდაზი (სპარ) – იგივეა, რაც ფეინდაზი; გრძელი და ვიწრო ძვირფასი ნოხი დასაფენად. `ქვეშ გასაშლელი ხელმწიფის სავლელად~ (დ. ჩუბინაშვილი)
ფენილი – გადახურვის კოჭებზე, ნივნივებზე, ლართხებზე და მისთ. მიჯრით დაწყობილი ფიცრები (ფიცარფენილი, ფიცარნაგი) ან ძელები (ძელჭერი).
ფერმა (ფრან.) – წამწე; გეომეტრიულად მდგრად სისტემაში გაერთიანებული ხის, ფოლადის ან რკინა-ბეტონის ღეროებისაგან შემდგარი მზიდი კონსტრუქცია.
ფერწერა – სახვითი ხელოვნების სახეობა, სადაც გამოსახულება სრულდება საღებავებით.
ფესტონი (ფრან) – ფერწერული ან ძერწული სამკაული ტალღისებრი ორნამენტის, გირლანდის და სხვა სახით.
ფილაკი – მცირე ზომის (მოსაპირკეთებელი) ფილა.
ფილაქვა – თხლად, ფილის სახით გათლილი ქვა.
ფილიგრანი (ფრან) – ოქროს, ვერცხლის, სპილენძის და ა.შ. წვრილი გრეხილი მავთულით შექმნილი იუველირული მხატვრული ნაკეთობა, რომელსაც წნული მაქმანის სახე აქვს.
ფირნიში – აბრა; წარწერებიანი ან ნახატებიანი დაფა სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი დაწესებულებების, მაღაზიების და ა.შ. შესასვლელებთან, მათი დანიშნულებასა და საქმიანობის აღსანიშნავად.
ფიქალი – ბრტყლად გათლილი და სუფთად დამუშავებული ქვა.
ფიცარფენილი – ფიცარნაგი; მიჯრით დალაგებული ფიცრებით შექმნილი ზედაპირი.
ფლერონი (ფრან) – ჯვარედი ყვავილი; გოთიკური ორნამენტი, რომელიც წარმოადგენს ჯვარულად განშტოებული ღეროს მქონე სტილიზებული ყვავილის სკულპტურულ გამოსახულებას და რომელიც აგვირგვინებს გოთიკური შენობის სხვადასხვა ნაწილებს.
ფლიგელი (გერმ.) – 1. ფრდედი; საცხოვრებელი სახლის გვერდითი მინაშენი. 2. დიდი სახლის ეზოში მოქცეული მცირე სახლი.
ფლისკინა – ბირქი, ბლისკინა; `თხრილი, გარშემორტყმული ციხეთა და ქალაქთა სიმაგრისათვის, ავსებული ქყლითა~ (დ. ჩუბინაშვილი).
ფოიე (ფრან) – მაყურებელთა დარბაზს მიკედლებული სადგომი, რომელიც განკუთვნილია მაყურებლების ან მსახიობების (არტისტული ფ.) დასასვენებლად.
ფოლვარკი (პოლ.) – ცალკე დასახლება ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, კარმიდამო, მამული.
ფოლოსი (ბერძ) – წრიულო მოხაზულობის გეგმის მქონე შენობა, რომელიც განლაგებულია საფეხურებად დანაწევრებულ პოდიუმზე და მთელ პერიმეტრზე გარშემორტყმულია სვეტნარით
ფორტი (ლათ.) – ცალკე მდგომი მცირე ციხე-სიმაგრე.
ფორტიფიკაციული ნაგებობა – საციხო ნაგებობა; სამხედრო-საინჟინრო საქმეში – თავდაცვითი ნაგებობათა კომპლექსი, ციხე-სიმაგრე.
ფორუმი (ლათ) – თავდაპირველად სავაჭრო, შემდგომში კი საზოგადოებრივი მოედანი ანტიკურ-რომაულ ქალაქებში.
ფოსო – წრეთარგი; შეზნექილი მრუდხაზოვანი არქიტექტურული პროფილე, რომელსაც წრის მეოთხედის მოხაზულობა აქვს.
ფრამუგა (პოლ.) – კარ-ფანჯრების თავზე მოთავსებული ალათების ზედა (ყრუ ან მოძრავი) ნაწილი.
ფრესკა (იტ.) – კედლის ნოტიო შელესვაზე წყლის საღებავებით მოხატულობის შესრულების ტექნიკა; ასეთი ტექნიკით შესრულებული ნაწარმოები.
ფრთედი – ფლიგელი; `სახლის გვერდზედ მიშენებული სადგომი~ (დ. ჩუბინაშვილი).
ფრიგიდარიუმი (ლათ) – რომაული თერმების სადგომი ცივი აბაზანებით.
ფრიზი (ფრან.) – 1. Aანტაბლემენტის ჰორიზონტალური ნაწილი, რომელიც მოქცეულია არქიტრავსა და კარნიზს შორის. ფრიზის არე, ხშირად, გამოყენებულია სკულპტურული გამოსახულების ან ორნამენტული მოტივების მოსათავსებლად.
ფრონტისპისი (ფრან.) – 1. იგივეა, რაც ფრონტონი; 2. მთავარი ფასადი.
ფრონტონი (ფრან.) – ფასადის დამაგვირგვინებელი, ლავგარდნით შემოფარგლული სამკუთხა სიბრტყე; ფანჯრის, კარის და სხვ. ელემენტების ანალოგიური დაგვირგინება.
ფსევდოდიპტეროსი (ბერძ) – ანტიკური ტაძარი, რომლის სვეტნარი განლაგებულია ნაოსის გარშემო, მისგან ორმაგიმ სვეტშორისის მანძილზე.
ფსევდოპერიპტეროსი (ბერძ) – რომაული ტაძარი, პორტიკით მთავარ ფასადზე და ნახევარკოლონებით სხვებზე.
ფუნდუკი (ბერძ) – 1. ქარვასლამ სასტუმრო ქარავნებისათვის. ტერმინი XVII საუკუნემდე გვხვდება, შემდეგ კი უკვე ქარვასლა იხმარება. 2. საქარავნო საქონლის საწყობი.
ფუნიკულიორი (ფრან.) – ქანობიან რელიეფზე მოწყობილი საბაგირო რკინიგზა.
ფუტი (ინგლ.) – ინგლისში, ამერიკაში და, ადრე, რუსეთში მიღებული სიგრძის საზომი ერთეული, რომელიც უდრის 0,304 მეტრს.
ფუძე-ჩარჩო – საძირკვლის ქვედა ნაწილი, რომელიც დატვირთვებს ფუძეს გადასცემს.
|