arqiteqturuli leqsikoni

ობელისკი (ბერძ.) – მონუმენტის სახეობა, რომელიც წარმოადგენს ზევითკენ დავიწროებულ ქვის წახნაგოვან ბოძს პირამიდულად წაწვეტებული დაბოლოებით.

ობსერვატორია (ლათ) – შენობა ან შენობათა ჯგუფი, სადაც მოთავსებულია ასტრონომიული, მეტეოროლოგიური, სეისმური და მისთ. დაკვირვებების ჩასატარებლად საჭირო ხელსაწყოები.

ოდა – 1. ოთახი, სენაკი. 2. იგივეა, რაც ოდა-სახლი. 3. კუთხ. ქართლში – ბოსლის ის ნაწილი, სადაც საქონელი არ იმყოფება.

ოდა-სახლი – ხის ან ქვის ბოძებზე შეყენებული ფიცრული სახლი.

ოდეონი (ბერძ) – მუსიკალური წარმოდგენების და დეკლამაციისათვის განკუთვნილი წრიული მოხაზულობის სათავსი ბერძნულ თეატრში.

ოვები (ლათ) – იონიკები; ჩვეულებრივ ნაოთხალ ლილვზე გამოყვანილი ჩუქურთმა, რომელიც მიიღება ოვალური ამოზნექილობების, ისრისებრი წიბოებისა და ფოთლოვანი მოტივების შენაცვლებით.

ოთახი – სადგომი, სათავსი; საცხოვრებელი ან საზოგადოებრივი შენობის ნაწილი, რომელიც კედლებით გამოყოფილ სივრცეს წარმოადგენს.

ოკტასტილი (ლათ) – ბერძნული ტაძრის სახეობა, რომლის მთავარ ფასადზე რვა სვეტია განლაგებული.

ოპისტოდომოსი (ბერძ) – სადგომი ბერძნულ ტაძარში, რომელიც განლაგებულია მთავარი შესასვლელის საწინააღმდეგო მხარეს და დამოუკიდებელი გასასვლელი აქვს.

ორანჟერეა (ფრან) – სათბური; საგანგებო შენობა, სადაც სინათლისა და სითბოს საჭირო პირობების დაცვით ხელოვნურად აშენებენ თბილი ქვეყნების მცენარეულობას.

ორთავი – 1. ზღურბლი, ბჭე, დირე, კარიბანი, კარაპინი, კარნაგელა; კარის გადასასვლელზე დადებული ძელი. 2. ანყოლი; კარის ღიობის (ჩარჩოს) შიდა გვერდითი სიბრტყეები. 3. კარძელი, ზღუდარი; კარის ღიობის შემკვრელი ზედა ძელი.

ორკარედი – ორსაგდულიანი კარი.

ორმაგი სიმრუდის კამარა – კამარა, რომელიც მიიღება მრუდხაზოვანი წარმომქმნელის მოძრაობით ასეთივე წარმმართველის გასწვრივ.

ორნამენტი (ლათ) – ჩუქურთმა.

ორნამენტიკა (ლათ) – ამა თუ იმ ძეგლის, შენობის სხვადასხვა სახის ორნამენტთა ერთობლიობა.

ოროკო – მთაგორიან რელიეფზე საფეხურებად გამოყვანილი ტერასები – ვაკე ადგილები.

ორტოსტატი (ბერძ) – ორფოსტატი; ქვის კედლის ქვედა ნაწილის რელიეფით დამუშავებული ვერტიკალური ფილები.

ორღობე – გასასვლელი ორ პარალელურ ღობეს შორის.

ორშუქა დარბაზი – ორი სართულის სიმაღლე დარბაზი.

ორქესტრა (ბერძ) – 1. ბერძნული ტრაგედიის მოქმედი პირების ან გუნდის გამოსვლისათვის განკუთვნილი წრიული მოხაზულობის ბაქანი ბერძნულ თეატრში. 2. საპატიო სტუმრებისათვის განკუთვნილი ნახევრწარიული ფორმის ბაქანი ბერძნულ თეატრში.

ოსუარიუმი (ლათ) – 1. მიცვალებულის ფერფლის ან ძვლების შესანახის ქვის ან თიხის ყუთი. 2. ნეშტის მოსათავსებელი ნიშებიანი კედელი.

ოტელი (ფრან) – 1. სასტუმრო. 2. საცხოვრებელი ოტახების, საზეიმო დარბაზებისა და სასამსახურო სათავსების შემცველი სახლის დასახელება ფრანგულ არქიტექტურაში.

ოფორტი (ფრან) – ლითონის ზედაპირის მჟავებით ამოყვანის გზით მიღებული გრავიურა.

ოქროს კვეთი – ოქროს კვეთის პროპორციები საფუძვლად უდევს მსოფლიო არქიტექტურას, კერძოდ – ანტიკური და აღორძინების ხანის არქიტექტურას, ბევრ ნაწარმოებს. მისი არსი მდგომარეობს Aჩ მონაკვეთის ორ ნაწილად ისეთ დაყოფაში, რომელიც იძლევა შემდეგ შეფარდებას: BC/AB=AB/AC ეს შეფარდება დაახლოებით უდრის 3/5, 5/8, 8/13 და ა.შ.

ოქსინო – ოქროქსოვილი ხავედის ფარდაგი. `ტარიელ დაჯდა საჯდომსა ოქსინო გარდაგებულსა~ (ვეფხისტყაოსანი)

ოჯინჯალი – ხის მოწყობილობა შუაცეცხლის თავზე, რომელზედაც ჯაჭვია შეკიდული (გურიასა და იმერეთში გავრცელებული ტერმინი).



megobari saitebi

   

23.09.2014