arqiteqturuli leqsikoni

წალკოტი – `ხილის ადგილი, ბაღი~ (საბა).

წამატი – ხის კოჭის, ნივნივის და მისთ. ნაზრდი.

წამწე – 1. ფერმა; გეომეტრიულად მდგრად სისტემაში გაერთიანებული ხის, ფოლადის ან რკინაბეტონის ღეროებისაგან შემდგარი მზიდი კონსტრუქცია. 2. ხის ხიდის ჯირგვალური ბურჯი ნაპირზე. `ხიდის ყურზე(დ) ძელნი ჯირგვლად წარზიდული ხიდის სიმაგრისათვის~ (საბა).

წანწალა – კოპორჭი, ცალდირე ხიდი; თხრილზე ან რუზე გადასასვლელად გადებული ხე.

წაწყური წყობა – ზედა რიგების თანდათანობითი გადმოშვებით ამოყვანილი წყობა. იხელეთ ცრუ თაღი, ცრუ კამარა, ცრუ გუმბათი, გვირგვინი.

წვეთები – გუტები; წაკვეთილი კონუსის, ცილინდრის ან სხვა ფორმის სამკაული დორიულ ანტამბლემენტზე.

წვეტურა – ლირსი; შენობის ვიწრო მხარეზე ორქნობიანი სახურავით შექმნილი სამკუთხი არე.

წიბოვანი კამარა _ კამარა ამოყვანილია მრუდხაზივან კოჭებისგან შედგენილ კარკასზე, რომელიც დატვირთვებს აღიქვამს და გადასცემს საყრდენს.

წითელი ხაზი – ქუჩის ან მოედნის განაშენიანების საპროექტო ხაზი; ხაზი, რომელზედაც იდგმება შენობები.

წინკარი – ტამბური; საცხოვრებლად გამოუყენებელი სათავსი, რომელიც საცხოვრებელ ოთახებს ქუჩასთან აკავშირებს (ჩვეულებრივ გარე კიბეების საშუალებით).

წირთხლი – 1. ანყოლი, თავარა, ორთავი; კარის ან ფანჯრის ღიობის შედა, გვერდითი სიბრტყეები. 2. კარის გადასასვლელზე გადებული ძელი. 3. ზღუდარი; კარის ღიობის შემკვრელი ზედა ძელი.

წირწკიმალი – იგივეა, რაც წკირა.

წკირა – ხის ლურსმანი.

წნული – 1. წკეპლების, მავთულის და მისთ. გადახლართვით შექმნილი ფარი, ღობე, გოდორი და ა.შ. 2. დაწნული ორნამენტი, რომელსაც, ჩვეულებრივ, საფუძვლად უდევს მცენარეული ორნამენრი.

წოლანა – ლართხი; გადებული ძელთაგანი, რომლებზედაც ლაგდება ფიცარფენილი

წოლი _ გადახურვის კოჭებზე ან საგანგებო სადგარებზე მოთავსებული ხის ძელი, რომელზედაც ლაგდება ფიცარფენილი.

წრეთარგი – ფოსო; შეზნექილი, მრუდხაზოვანი არქიტექტურული პროფილი, რომელსაც წრის მეოთხედის მოხაზულობა აქვს.

წყალსაგდები – ხვრეტი საგუბარის კედელში, რომლის საშუალებითაც ხდება ზედმეტი წყლის გადმოგდება წყალსაგდებიდან.

წყალსაგროვი ნაგებობა – მიწისზედა და მიწისქვეშა წყლების შემკრები ნაგებობა სარწყავად, წყლის ენერგიეს გამოყენებისა და სხვა მიზნებისათვის.

წყალსადენი – შენობაში ან მოსამარაგებელ ტერიტორიაზე წყლის გამანაწილებელი მილგაყვანილობა.
წყალსადინარი მილი – ზედაპირული წყლების გადამყვანი მილი.

წყალსარინი – არხი, არხების სისტემა ან სხვა მოწყობილობა ნაგებობიდან ზედაპირული ან მიწისქვეშა წყლების მოსაცილებლად.

წყალსატევი – ბუნებრივად ან ხელოვნურად შექმნილი წყლის მარაგი.

წყალსაშვები – საგანგებო ამონაჭერი ჯებირის ზედა კიდურზე გადასაგდები წყლის თავმოსაყრელად ერთ ჭავლში.

წყალსაცავი – წყლის დინების შესაჩერებელი და დასაგუბებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობა.

წყალსაწნევი კოშკი – ჩვეულებრივ, შემაღლებულ ადგილზე განლაგებული კოშკი, რომლის ზედა იარუსში მოთავსებულია წყლის რეზერვუარი, მოსამარაგებელ ტერიტორიაზე წყლის წნევით განაწილების მიზნით.

წყალჩამკეტი ნაგებობა – მდინარის დინების გადამკეტი ჰიდროტექნიკური ნაგებობა.

წყვეტილი საძირკველი – საძირკველი, რომელიც ლენტური საძირკვლისგან განსხვავებით შენობის მთელ პერიმეტერს არ გასდევს და საძირკვლის კოჭით გადახურულ ცალკეული სუბსტრუქცუიბის სისტემას წარმოადგენს.

 


megobari saitebi

   

23.09.2014