arqiteqturuli leqsikoni

უბანი – დასახლებული ადგილის (ქალაქის, სოფლის ნაწილი).

უდაბნო – ძველი მონასტერი.

უნიფიკაცია (ლათ)– რისამე (მაგალითად კონსტრუქციული ან არქიტექტურული ელემენტების) დაყვანა ერთიან ნორმაზე, ერთიან ფორმაზე, ერთ სახეობაზე.

ურასა – იაკურტეგბის საცხოვრებლის სახეობა, რომლის ჩონჩხს წარმოადგენს მიწაში ჩაფლული ბოძების რიგი.

ურბანიზაცია (ფრანგ) – დიდ ქალაქებში მრეწველობის და მოსახლეობის თავმოყრა.

ურბანიზმი (ფრან) – თეორია, რომელიც ქადაქებს მატერიალური და სულიერი კულტურის თავმოყრას დიდ ქალაქებში და ქალაქის შემდგომ განვითარებას.

ურდული – კედა, საკვალთი, საგდული, რაზა; კარის საკეტი ძელაკი ან ლითონის ღერო.

ურნა (ლათ) – 1. კრემაციაქმნილი მიცვალებულის ნეშტის შესანახი კერამიკული, ქვის, იშვიათად – ლითონის ჭურჭელი. 2. ლარნაკი; სითხის შესანახი კერამიკული ან ლითონის ჭურჭელი ანტიკურ რომში.

უტილი (ლათ) – მოუჭიქავი გამომწვარი ნაკეთობა კერამიკულ წარმოებაში

უწყვეტი სარძირკველი – ლენტური საძირკველი; კაპიტალური კედლის ქვეშ მთელ პერიმეტრზე ამოყვანილი საძირკველი.

 


megobari saitebi

   

23.09.2014