arqiteqturuli leqsikoni
შაბაქი (თურქ) – 1. ულურსმოდ (კოტებით) შეერთებული ელემენტებისაგან დამზადებული გეომეტრიულსახიანი გისოსი აღმოსავლეთის არქიტექტურაში. 2. გულბაღი; ხეზე ჭრით დამუშავებული აივნის ტიმპანი.
შადრევანი (სპარ) – სარაჯი; დეკორაციული ნაგებობა, რომელიც წარმოადგენს წყლის მაღლა ატყორცნილ ჭავლის ან ჩამდინარე ნაკადის ფუძეს და მოჩარჩოებას.
შანდალი – საბაზე, სასნთლე, სანთლის დასამაგრებელი არმატურა.
შარა – (არაბ., სპარს) - `დიდი გზა საურმე~ (დ. ჩუბინაშვილი), იგივეა, რაც შარაგზა.
შახნიშანი (სპარს) – ახლო აღმოსავლეთის სასახლეებში მოწყობილი ღრმა ნიში, რომელშიაც ხშირად ტახტი იდგა.
შახრასტანი (სპარს) – შუა აზიის ფეოდალური ქალაქის ბირთვი – ქალაქის კედლის შუა მოწყობილი ნაწილი.
შეკიდული თაღი – თაღი, რომლის წარმართველი ორი სხვადასხვა ცენტრიდან შემოხაზული, თაღის უმაღლესი წერტილია ქვეით გადაკვეთილი რკალებისაგან შედგება.
შეკიდული ჭერი – გადახურვის მზიდ ელემენტებზე (კოჭებზე, ფერმის წვედა სარტყელზე) შეკიდულ საკიდურებზე დამაგრებული ჭერი.
შეკიდული ხიდი – ხიდი, რომლის სავალი ნაწილი ბაგირზეა შეკიდული.
შეკრული კამარა – მართკუთხა სათავსის მთელ პერიმეტრზე დაყრდნობილი კამარა.
შეკუმშული თაღი – კუმშვილი თაღი; თაღი, რომლის წარმმართველი რკალის ცენტრი მის ქუსლებს ქვეით მდებარეობს.
შელესვა – ბათქაში; ნაგებობის ზედაპირზე სამშენებლო ხსნარით შექმნილი მოსაპირკეთებელი შრე, რომელიც ასწორებს ზედაპირს და გარეშე გავლენისაგან იცავს კონსტრუქციას. გარდა ამისა, შელესვის დანიშნულებაა მოამზადოს ზედაპირი შემდგომი შეღებვის, მოპირკეთებისა და ზედაპირისათვის დეკორაციული თვისებების – ფორმის, ფაქტურის, ფერის მისანიჭებლად.
შემაღლებული თაღი – თაღი, რომლის წარმმართველი რკალის ცენტრის ქვეით (ქუსლებამდე) სწორხაზოვანი მონაკვეთებით გრძელდება.
შემაღლებული კამარა – კამარა, რომლის წარმმართველი შემაღლებული თაღის მოხაზულობისაა.
შემკრავი – 1. ძელებისგან შედგენილი ჩარჩო, რომელიც შენობის პერიმეტრზე კრავს კარკასული კედლის დგარების ზედა და ქვედა ბოლოებს. 2. ბაზო; ძელაკებისგან შეკრული ჩარჩო კარის გულფიცრის ირგვლივ.
შემოფიცვრა – ფიცრის სამოსი; მჭიდროდ მორგებული ფიცრების შრე.
შენაჭრი – ელემენტის კვეთი; კონსტრუქციის შეკიბული ნაწილის თარაზული სიბრტყე (მაგ. საძირკვლისა და კედლის საზღვარზე).
შექცეული ბატიყელა – 1800 –ით გადმობრუნებული ბატიყელას მოხაზულობის მქონე არქიტექტურული პროფილე. შექცეული ბატიყელა, ჩვეულებრივ, საყრდენის ელემენტია (ბაზისი, ცოკოლი და მისთ.).
შექცეული ქუსლი – არქიტექტურული პროფილე, რომელიც წარმოადგენს 1800-ით შეტრიალებულ ქუსლს.
შიდაციხე – ზედაციხე, ციტადელ; შუა საუკუნეების დასახლების შიგნით, ჩვეულებრივ გაბატონებულ ადგილზე განლაგებული ციხე-სიმაგრე.
შლაგბაუმი (გერმ) – ბერა; გზის ჩასაკეტი მოწყობილობა, რომელიც, ჩვეულებრივ, ეწყობა რკინიგზისა და გზატკეცილის გადაკვეთაზე, განსაზღვრული მნიშვნელობის მქონე ობიექტების შესასვლელთან და ა.შ.
შორენკეცი – მოჭიქული ან მოუჭიქავი კერამიკული მოსაპირკეთებელი ფილა.
შორისული კედელი – გარე კაპიტალურ კედლებს შორის მოქცეული შიდა, მზიდი კედელი.
შპალერი (გერმ) – 1. ქარხნული წესით დამზადებული გობელენი. 2. გასხლული ბაჩქნარის ან ხეების რიგი ბილიკის გასწვრივ. 3. საგანგებო ცხაური, რომელზედაც ამაგრებენ ბუჩქს ან ხეს, მათთვის განსაკუთრებული ფორმის მისანიჭებლად.
შპრენგელი (გერმ) – ღეროებით შედგენილი კონსტრუქცია, რომელიც ზრდის ძირითადი კონსტრუქციის (კოჭის, ფერმის და ა.შ.) სიხისტეს და ზიდვისუნარიანობას.
შუაკედლისი – ღიობებს შორის მოქცეული კედლის ყრუ ნაწილი.
შუაციხე –იგივეა, რაც შიდაციხე.
შუაჯვარედი – ტაძრის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნება გრძივი ნავისა და ტრანსეპტას (განივი ნავის) გადაკვეთით.
შუკუმი – სარკმელი; ფანჯრის საგდულის ნაწილი, რომელიც დამოუკიდებლად იღება და სათავსის გასანიავებლად არის განკუთვნილი.
შუქურა – კოშკური ნაგებობა, რომელშიც თავსდება სინათლის ძლიერი წყარო გამძღოლთა ორიენტირებისათვის.
შუქფარანი – სათავსის ზედა შუქით განათების მიზნით მოწყობილი, შენობის გადახურვის სიბრტყიდან მკვეთრად გამოყოფილი შემინული ნაწილი.
შუქფარი – ლითონის ან სხვა მასალის ფარი, რომელიც ელექტროლამფაზე ჩამოიცმება შუქისაგან მხედველობის დასაცავად ან სინათლის სხივებისათვის გარკვეული მიმართულების მისანიჭებლად.
|