Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto

ვაჟა-ფშაველას სახლ–მუზეუმი
(1961 წ.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

საცხოვრებელი სახლი, საგამოფენო შენობა.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

სახლ-მუზეუმში დაცულია პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის ეთნოგრაფიული ხასიათის მასალები, პოეტის კრებულების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, აგრეთვე პოეტისადმი მიძღვნილი ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები, ფოტომასალა და სხვა. მუზეუმის საფონდო ერთეულთა რაოდენობა შეადგენს 2000-ზე მეტს.

3. adgilmdebareoba

ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ფშავში, დუშეთიდან 52 კმ მანძილის დაშორებით მდებარე სოფელ ჩარგლის ცენტრში.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი დაარსდა 1961 წელს.
1976 წელს ძეგლზე სარემონტო სამუშაოები ჩაატარა სპეც. სამეცნ.–სარესტ. საწ. გაერთიანებამ (ხელმძღვ. თ. აბრამიშვილი). აღდგა პავლესეული სახლი, შეკეთდა გადახურვა და სხვ. 1986 წელს აღდგენილ იქნა საბძელ–გომური, წყლის წისქვილი, წყარო. 1987 წელს, მწერლის დაბადების 125 წლისთავზე, აშენდა მუზეუმის საგამოფენო შენობა ოთხი საგამოფენო დარბაზით და ერთი ფონდსაცავით (არქიტექტორები: ო. ლითანიშვილი, ა. გურული). მუზეუმის შესასვლელის წინ დაიდგა ვაჟა–ფშაველას ბრინჯაოს ქანდაკება – კვარცხლბეკზე შედგმული დიდი ზომის (სიმ. 5 მ) თავი.
მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან – 16 სთ-მდე.
ტელეფონი: (+995 55) 12 75 27
ელ-ფოსტა:

lelaraz@yahoo.com

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

ა) ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი დგას სოფლის ცენტრალურ ნაწილში. სახლი ერთსართულიანია, ოროთახიანი. ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. წინა მხარეს, გრძივი ფასადის მთელ სიგრძეზე, ხის სვეტებიანი გადახურული აივანი გასდევს. აივანი მხოლოდ გვერდებიდანაა გახსნილი. აივნიდან სწორკუთხა შესასვლელით ვხვდებით ვიწრო ტალანში, რომლის ორივე მხარეს სხვადასხვა ფართობის თითო ოთახია, ორივე ოთახის ფანჯრები აივანზე გამოდის. პატარა ოთახს ორი სწორკუთხა ფანჯარა აქვს, მოზრდილს – სამი. ორივე ოთახში თითო ბუხარია. ოთახებიდან თავდაპირველი ვაჟას მამის (პავლე რაზიკაშვილი 1831–1890 წწ.) მიერ აგებული პატარა (16 კვ.მ.) ოთახია, ამ ოთახში დაიბადა და თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა ცნობილმა ქართველმა პოეტმა ვაჟა–ფშაველამ (ლუკა რაზიკაშვილი, 1861–1915 წწ.). მეორე ოთახში (ფართ. 20 კვ.მ.), რომელიც ვაჟას ოჯახისთვის იყო განკუთვნილი, მუზეუმის გახსნის წელსაა (1935) მიშენებული. 1976 წელს ძეგლზე სარემონტო სამუშაოები ჩაატარა სპეც. სამეცნ.–სარესტ. საწ. გაერთიანებამ (ხელმძღვ. თ. აბრამიშვილი). აღდგა პავლესეული სახლი, შეკეთდა გადახურვა და სხვ. 1986 წელს აღდგენილ იქნა საბძელ–გომური, წყლის წისქვილი, წყარო.

meore oTaxi sagamofeno Senoba

ბ) 1987 წელს, მწერლის დაბადების 125 წლისთავზე, აშენდა მუზეუმის საგამოფენო შენობა ოთხი საგამოფენო დარბაზით და ერთი ფონდსაცავით (არქიტექტორები: ო. ლითანიშვილი, ა. გურული). მუზეუმის შესასვლელის წინ დაიდგა ვაჟა–ფშაველას ბრინჯაოს ქანდაკება – კვარცხლბეკზე შედგმული დიდი ზომის (სიმ. 5 მ) თავი (მოქანდაკე ბ. ავალიშვილი). ქანდაკების უკან, მუზეუმის სახურავზე, ვიწრო, სწორკუთხა კვარცხლბეკზე დგას არწივის ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც ვაჟას მიერ შექმნილ პოეტურ სახეს განასახიერებს.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ჩარგლის ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.


9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 2ტ, თბ. 2008წ.
2. ინტერნეტ ბმული -

http://www.georgianmuseums.ge


10. marSruti

დადგინდება;


11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.georgianmuseums.ge

http://burusi.wordpress.com

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016