Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

caiSis yovladwminda RmrTismSoblis miZinebis saxelobis sakaTedro taZari
(XIII s)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ღვთისმშობლის ტაძარი, გალავანი, სამრეკლო, პალატი

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება;

3. adgilmdebareoba

ცაიშის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარეში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სოფელ ცაისში.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

ცაიშის შესახებ ლიტერატურა ცოტაა. როგორც ირკვევა, ცაიშის ტაძარი წარმოადგენდა საეპისკოპოსო კათედრალს, ისტორიულ საბუთებში ამის შესახებ პირდაპირი ცნობა მხოლოდ XV საუკუნიდან მოგვეპოვება, მაგრამ არის ისეთი ცნობები, რომლებიც ცაიშის საეპისკოპოსოს არსებობას ადრეფეოდალური ხანიდან ვარაუდობენ. ბიზანტიელი მწერლების ცნობებში არის შემონახული ისეთი გეოგრაფიული სახელი, რომელიც დღეს არ არის შემორჩენილი, მაგრამ შესატყვისს უძებნის აკადემიკოსი ყაუხჩიშვილი, რომელიც VI-IX საუკუნეების ნოტაციებში დასახელებული კონსტანტინოპოლის პატრიარქისადმი დაქვემდებარებული ლაზიკის ეპარქიის ოთხი საეპისკოპოსოს შორის ნახსენებ საისის საეპისკოპოსოს ცაიშს უკავშირებს. თანაც ახლანდელ ტაძარში ჩაქსოვილია ადრინრელი ტაძრის ნაშთი. ქართულ წყაროებში ამ საეპისკოპოსოს შესახებ უძველესი ცნობა X-XI საუკუნეთა მიჯნისაა. ეს გახლავთ საწინამძღვრო ჯვრის წარწერა, სადაც "ბაგრატ აფხაზთა მეფე და კურაპალატის” გვერდით მოიხსენიება ცაიშელი ეპისკოპოსი ეფრემი.
საცაიშლოს საზღვარზე გვიანი ცნობა მხოლოდ ვახუშტისთანაა დაცული, რომელსაც მოყვნილი აქვს: `არს ეკლესია ჩაისს, დიდი, გუმბათიანი, კეთილშენი და შემკული~. ვახუშტის მიხედვით შეიძლება დაზუსტდეს საცაიშლოს საზღვრები – აღმოსავლეთით საცაიშლოს ესაზღვრებოდა საჭყონდიდო მთა უნაგირამდე, დასავლეთით ზღვა, სამხრეთით მდინარე რიონი, ხოლო ჩრდილოეთით წალენჯიხის საეპისკოპოსო უნაგირის მთით.
ცაიშის ტაძარზე ხელმოსაჭიდი ცნობები მხოლოდ XVII საუკუნიდან გვაქვს. 1614 წელს მომხდარა საშინელი მიწისძვრა, ამ ამბავს გადმოგვცემს ცაიშის რამდენიმე ხატის წარწერა. ამ წარწერებში ნათქვამია, რომ `ძვრამ საშჰინელმა~ დაანგრია საყდარი და შემდეგ მოთხრობილია მისი აღდგენის ამბები. ტაძარი აღუდგენია ეპისკოპოსს მალაქიას, რომელიც მიწისძვრის შეწყვეტის შემდეგ `წელსა მეორესა~ დაუნიშნავთ კათალიკოსად. პირველად ამალაქიას 1612 წელს დაუმთავრებია ტაძრის მოხატვა და შემკობა; 1614 წელს მიწისძვრისგან დანგრეულა ტაძარი; 1616 წელს მალაქიას დაუწყია ცაიშის ტაძრის აღდგენა და 1619 წელს დაუმთავრებია. მიწისძვრის შემდგომ აღდგენილი ცაიშის კათედრალის ისტორიის შესახებ მომდევნო წყაროებში სისტემატური ცნობები არ გვხვდება. XVII საუკუნის 50-60 წლებში ქვეყნის ასაწიოკებლად შემოსულ მტერს ეკლესია აუოხრებია და გაუტეხია. ამავე ხანებში ცაიშელად დანიშნული დავით ჯოლია გვაუწყებს, რომ აკლესიაში არსებულ შესამოსელთაგან ყველაფერი მოუსპია ხანძარს, მაგრამ თვით ნაგებობის ბედის შესახებ არაფერია ნათქვამი. მომდევნო პერიოდზე არაფერი ისმის, ცაიში, როგორც საეპისკოპოსო კათედრა აღარ არსებობს. ამ ხნის განმავლობაში თვით ნაგებობაც დაზიანებულა. მისი აღდგენა მოხდა მხოლოდ 1777 წელს კაცია II დადიანის ღვაწლით და მასვე დაუბრუნებია მისი უწინდელი მამული ყოველგვარი სახეობით. თვით ტაძრის აღდგენა ეპისკოპოსად განწესებულმა გრიგოლ ჩიქოვანმა იკისრა. ხატების წარწერებიდან ჩანს, რომ გრიგოლ ცაიშელს ტაძრის ირგვლივ გალავანი მთლიანად აღუდგენია. მასვე განუახლებია მონასტრის სხვადასხვა ნაგებობა დღეს ჩვენ არ ვიცით, რომელ შენობებზეა საუბარი, რადგან ამჟამად არაფერი შემორჩენილა, გარდა სამრეკლოსა და პალატისა. 1823 წელს რუსეთის ხელისუფლებამ სამეგრელოს სხვა საეპისკოპოსოებთან ერთად გააუქმა ცაიშის საეპისკოპოსოც. ამის შემდეგ 1879 წლამდე აქ იყო მონასტერი, შემდეგ კი სადეკანოზო, რომელშიც შედიოდა ზუგდიდის მაზრის 20 ეკლესია. ცაიშის ტაძარი განათლების მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ ეკლესიასთან იყო სკოლა. 1989 წლიდან გაუქმებულ ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღდგა და მრევლიც გაჩნდა. ამ დროიდან სიცოცხლის ბოლომდე ტაძრის წინამძღვარი იყო ეპარქიის მოღძვართ-მოძღვარი აწ განსვენებული დეკანოზი ამირან შენგელია, რომელიც ტაძრის სამხრეთ კარიბჭესთანაა დაკრძალული. ამჟამად ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი ზაბულონ ქობალია.
ცაიშის ტაძარი მე-14 სუკუნეში დადიანთა საგვარეულოს საძვალე იყო. დადიანთა გარდა იქ იკრძალებოდნენ ცნობილი საზოგადო და საეკლესიო მოღვაწეები. ცაიშის ნეკროპოლი შეუსწავლელია. ბევრმა საფლავმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. დღეს ტაძრის შიგნით ექვსი საფლავია შემორჩენილი. საკურთხევლის მახლობლად, ამბიონთან განლაგებულია სამი საფლავი. საფლავის ქვაზე აღნიშნული წარწერების მიხედვით, აქ დასაფლავებული ყოფილა დავითი, კონსტანტინე, ნინა დადიანი და უკანასკნელი მიტროპოლიტი გრიგოლ ჩიქოვანი. ეს საფლავი უნახავს ექვთიმე თაყაიშვილს, მაგრამ მეცნიერი არ მიუთითებს სადაა განსვენებული ეს იერარქი, ტაძარში თუ ეზოში. დღეს მისი საფლავი დაკარგულად ითვლება, რადგან საფლავის ქვაზე წარწერა წაშლილია. ცაიშში ასევე დაკრძალული ყოფილა ლევან მე-5 დადიანის სიძე მანუჩარ შერვაშიძე. ცაიშის ნეკროპოლი საინტერესო ისტორიული ძეგლია, მაგრამ ბევრი საფლავი დაკარგულად ითვლება, რადგან ზოგიერთ საფლავზე წარწერა აღარ იკითხება.
ასეთია ცაიშის ძეგლის გარშემო არსებული ისტორიული წყაროების მიმოხილვა. ადგილობრივი მოხუცების ზეპირი გადმოცემით იგი XIX საუკუნის შუა წლებში ისლით ყოფილა გადახურული, ხოლო იმავე საუკუნის 80-იან წლებში – ყავრით. უკანასკნელ წლებში იგი თუნუქით გადახურეს.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება;

7. arqiteqturuli aRwera

aRmosavleTis fasadi ganakveTi aRm-iT samxreTis fasadi gegma
gegma rekonstruqcia

არქიტექტურული კომპლექსი ხევის ჩრდილოეთითაა, ურთას მთის ერთ-ერთ განიერ ფერდობზე, მდინარე ჯუმიდან ასიოდე მეტრის სიმაღლეზე. ნაგებობები შემოსაზღვრულია ფართო და მაღალი გალავნით, რომლის ცენტრში ტაძარია აღმართული, სამხრეთ ნაწილში კი – ორსართულიანი სამრეკლო. ტაძრის დასავლეთით, გალავნის გარეთ შემორჩენილია საეპისკოპოსო სასახლის ნანგრევები, რომლებსაც ადგილობრივნი დღესაც პალატს უწოდებენ. პალატი გამოიყენებოდა სატრაპეზო ღვინის შესანახად. პალატის შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს, ურთას მთასთან არის ვიწრო გამოქვაბული, რომელიც (ვარაუდით) გადის სოფელ ნარაზენამდე. კომპლექსიდან სხვა არაფერია შემორჩენილი.
ადრეფეოდელური ხანის ტაძარი აღარ შემოგვრჩა, მაგრამ მისი ნაშთები ჩაქსოვილია გვიანდელ ტაძარში. ეს გვიანდელი საყდარიც 1614 წელს მიწისძვრას დაუნგრევია და აღუდგენიათ 1616-1619 წლებში. ხოლო XVI საუკუნის პირველ ნახევარში ესეც დაზიანებულა და აღუდგენიათ 1777 წელს. დღეს ცაიშის ტაძარი წარმოადგენს მრავალფეროვან ძეგლს, როგორც რადიკალური, ისე ადგილობრივი ცვლილებებით. ეს მდგომარეობა ყველაზე მეტად ფასადების განხილვის დროს ირკვევა. შემდგომი დროის აღმდგენელ ოსტატებს არ უცდიათ მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება.
ცაიშის ტაძარი აღმართულია თავდაპირველ სამსაფეხურიან ცოკოლზე. ნაგებობის ყოველი მასა კარნიზით მთავრდება, არსებული კარნიზის რამდენიმე სახიდან პირველადი მცირე მანძილზეა შემორჩენილი. შენობა თავდაპირველად შემოსილი ყოფილა ოდნავ მონაცრისფრო თეთრი ქვით. დღეს, ერთი შეხედვით, ტაძარს მთლიანად ნაცრისფერი გადაჰკრავს, მაგრამ ახლოდან ყველა ფასადის ფერი გარკვევით განსხვავდება ერთმანეთისაგან. თავდაპირველ შემოსვაში ძირითადად დაცულია ჰორიზონტალური რიგები, სადაც აბსოლუტურად სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქვები ენაცვლება ერთმანეთს. ამიტომ წყობას საკუთარი სახე აქვს და გვიანი დროის აღდგენა ერთი შეხედვითაც შეიმჩნევა, მიუხედავად იმისა, რომ ეს აღდგენაც საკმაოდ კარგად თლილი კვადრებითაა შესრულებული. აღმოსავლეთის ფასადი ერთადერთია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია შედარებით ხელუხლებლად, თავდაპირველი ფორმებით. გუმბათის ყელი მთლიანად მიწისძვრის შემდგომი დროისაა. შიგნიდან იგი ჩაჭყლეტილგვერდებიანი ცილინდრია, რომელსაც აგვირგვინებს ნახევარწრიული გუმბათი. გუმბათის ყელში გაჭრილი რვა სარკმელი არ ექვემდებარება არავითარ კანონზომიერებას, ისინი განლაგებული არ არის ღერძებზე, არც სიგანესა სიმაღლეებშია დაცული თანატოლობა. გუმბათის ყელი შიგნიდან მთლიანად შელესილი ყოფილა, მაგრამ დღეს ნალესი ზოგან ჩამოცვენილია. გუმბათის ყელის ქვედა ნაწილში მოჩანს ოთხი საკმაოდ დიდი ქვევრის თავი, ეს ქვევრები გამოიყენებოდა როგორც რეზონატორები. გარედან გუმბათის ყელი წარმოადგენს რაღაც საშუალოს ცილინდრსა და მრავალწახნაგა პრიზმას შორის, წიბოები ისე დუნედაა გამოყვენილი, რომ მისი შემჩნევა უშუალოდ მხოლოდ სახურავზე ასვლის შემდეგაა შესაძლებელი. სარკმლები მეტად დაბალი ხარისხით შესრულებული, პროფილიანი საპირეებით არის მოჩარჩოებული.
ტაძრის ძირითადი შიდა სივრცე შექმნილია ჯვრის ფორმის გეგმაზე აღმართული მასებითა და ცენტრალური გუმბათით. ამ ჯვრის ჩრდილო და სამხრეთის სწორკუთხა მკლავები მოკლეა, ხოლო დასავლეთისა და აღმოსავლეთის – დაგრძელებული. აღმოსავლეთის მკლავი მთავრდება საკურთხევლის აფსიდით. საკურთხევლის გეგმა მთლიანად უწესოა, ასევე არაწესიერ გეგმაზეა აგებული ბემაც. აფსიდის და ბემის არაწესიერი ფორმა და აფსიდის კედლის სისქის განსხვავება დანარჩენი კედლებისაგან გვიკარნახებს, რომ აქ გადაკეთებასთან გვაქვს საქმე. საკურთხეველი გვერდიგვერდ, საკმაოდ მჭიდროდ განლაგებული სამი სარკმლიდან შემოსული შუქით ნათდება. როგორც მთელი აფსიდი კონქით, ისე ბემაც კარგად თლილი კვადრებითაა ამოყვანილი, სადაც ნალესობა ჩამოცვენილია, ძალიან წესიერი წყობა ჩანს. საკურთხევლის გვერდით ოთახები, სადიაკვნე და სამკვეთლო, გეგმით თითქმის კვადრატია. ისინი გადახურულია გარე კედლებზე დაყრდნობილი კამარებით. ამ სადგომებს ანათებს აღმოსავლეთის კედელში გაჭრილი თითო სარკმელი. სამკვეთლოში სარკმელზე მიდგმულია ერთი ახალი ტრაპეზე, სადიაკვნეში კი – ორი. აღსანიშნავია გუმბათქვეშა მასიური პილონები (200X210 სმ), რომელთა წიბოები 450-ითაა ჩამოჭრილი და შემოსილია თლილი ქვით. ამ პილონებზე გადასული თაღით გუმბათქვეშა სივრცეს უერთდება ორსართულიანი დასავლეთის მკლავი; ზედა სართულში პატრონიკეა მოთავსებული, ხოლო ქვედა ნაწილი ცილინდრული კამარითაა გადახურული და სამმხრივ ღიადებით უერთდება მომიჯნავე ნაწილებს. პატრონიკე XVII საუკუნის აღდგენის დროსაა აგებული საკმაოდ უმწეოდ. ყველა კედელი დაბრეცილია, გადამხურავი ცილინდრული კამარა ოვალური ფორმისაა, ტალღობრივი ზედაპირით. საიდუმლო ოთახები მოთავსებული ყოფილა საკურთხევლის გვერდითი სადგომების ზემოთ, მეორე სართულზე. აღდგენის შემდეგ ეს ოთახები გამოსულა ხმარებიდან. ამ სადგომებს ერთი საყურადღებო დეტალი აქვთ: მათ აერთიანებს ერთმანეთთან ვიწრო `გვირაბი~ (49X60 სმ), რომელიც იწყება ორივე სადგომის საკურთხევლისაგან გამყოფი კედლიდან და მიჰყვება აფსიდის მომრგვალებას. გვირაბი გადახურულია საკმაოდ ფართო და ბრტყელი ორი კრამიტის ერთმანეთზე მიბჯენით მიღებული სრული კამარით. ამ ხვრელში გასვლა მხოლოდ მუცელზე ხოხვით ხერხდება.

aRm. fasadi rekonstruqcia

ცაიშის ტაძრის ორნამენტაციისა და რელიეფების მხოლოდ მცირე ნაწილმა მოაღწია დღემდე თავდაპირველი სახით, დანარჩენი ფრაგმენტებია. ხელუხლებელი და თავდაპირველი ნიმუშები გვაქვს აღმოსავლეთის ფასადზე; დანარჩენ ფასადებზე ისინი აღმდგენელი ოსტატის მიერაა განლაგებული ზოგი შესაფერ ადგილებზე, ზოგან მხოლოდ შესამოს მასალად. ცაიშის ტაძრის მორთულობა თავის დროზე უდავოდ მდიდარი იყო ორნამენტული მოტივებითა და ცალკეული კომპოზიციებით, მაგრამ სიმრავლეს თან არ ახლავს ხარისხობრივი სიმაღლე. ცაიშის ორნამენტაცია მიეკუთვნება XIII-XIV საუკუნეების მიჯნის საქართველოს არქიტექტურულ ძეგლთა შემკულობის ჯგუფს. ორნამენტაციის უდიდესი ნაწილი შესრულებულია ქვის სიბრტყეში ჩაჭრით და ორნამენტების უმრავლესობა გეომეტრიული სახეებისაგან შედგება. რელიეფები გაფანტულია ძეგლის სხვადასხვა ადგილას. მათი უმრავლესობა ძალიან დაზიანებულია, ამიტომ მათ მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგული აქვთ მხატვრული ღირსება და, მეორე მხრივ, შეიძლებოდა მათში წარმოდგენილი ყოფილიყვნენ ისტორიული პირებიც.
მალაქია გურიელმა ორჯერ მოახატვინა ეკლესია. პირველი პერიოდის მხატვრობა დაიღუპა მიწისძვრის დროს, ხოლო მეორე პერიოდის (1616-1619 წწ) მხატვრობის დიდმა ნაწილმა მოაღწია ჩვენამდე. ამ დროს ფრესკა ფარავდა საყდრის ყველა შიდა ნაწილს, გარდა სადიაკვნესა და საიდუმლო ოთახებისა. ცენტრალურ და გვერდით პილონებზე გამოსახულია რამდენიმე სასულიერო და საერო პირი. მათ წარწერები არ შერჩენიათ, მაგრამ მსგავსება დიდია იმ ეპოქის სხვა მხატვრობასთან, ფრესკა ან მისი კვალი ყველგანაა შერჩენილი. აღსანიშნავია მე-17 საუკუნის წმინდა გიორგის ფრესკა, პატრიკონის დასავლეთ კედელზე მე-17 საუკუნის დედოფალ ნესტან-დარეჯანის ფრესკა, მე-17 საუკუნის ცაიშის ტაძრის საკურთხევლის მოხატულობა, მე-17 საუკუნის სცენა წმინდა გიორგის ცხოვრებიდან.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

ცაიშის ტაძარი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი მოქმედია.

9. gamoyenebuli masalebi

პარმენ ზაქარაია - “ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII ს.ს.,” 1990წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://www.szs.gov.ge

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016