|
ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესია
(XIII ს I ნახ.)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ეკლესია.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესია მთიანეთის ყველაზე ძველი გუმბათოვანი ნაგებობაა. იგი აგრეთვე გამორჩეულია იმით, რომ საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთში გუმბათიანი ტაძრები იშვიათობას წარმოადგენს.
სარკმლებს ქვევით, ქვიშაქვის სამ ფილაზე, არის ოდნავ დაზიანებული ასომთავრული წარწერა: “ქ. სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა (აქ სიტყვა არ იკითხება), დედამან დიდმან შნ ცოველის ასულმან ხათუნაყ აღვაშენე (აქ ისევ არ იკითხება ორი-სამი სიტყვა) წმიდისა ღვთისმშობელისა სალოცველად სულთა ჩუენთათვის, შვილთა და მომავალთა შვილებად ჩუენთა (აქ ისევ არ იკითხება სიტყვები) ეკლესია (აქაც აკლია ბოლო სიტყვა)”.
|
warwera |
მეცნიერთა ერთი ჯგუფის ვარაუდით, „ხათუნაყ“ სახელის ქვეშ ლაშა–გიორგის ხარჭად შერაცხული მეუღლეს (დავით ულუს დედა) ხათუნა შეიძლება იგულისხმებოდეს, ანუ ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესია მის მიერ შეიძლება იყოს აგებული.
ინფორმაცია აღებულია http://geworld.net –დან.
3. adgilmdebareoba
ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, თიანეთისაკენ მიმავალი გზის პირას აღმართული სოფლიდან ჩრდილო–აღმოსავლეთით, 2–3 კმ–ზე, მდ. ბოდავისხევის თავზე, სწორ ადგილზე.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
არ მოგვეპოვება.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
|
gegma
|
ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესია თარიღდება XIII საუკუნის I ნახევრით. ეკლესიას გარს ევლება ამჟამად ფრაგმენტულად შემორჩენილი ქვის გალავანი. მის ჩრდილო–დასავლეთით საცხოვრებელი ნაგებობების ნაშთებია.
ეკლესია „ჩაწერილი ჯვრის“ ტიპისაა, გუმბათქვეშა ბურჯების ერთი წყვილი (16,3X13მ). შენობის კედლის სიბრტყეები და კამარები წვრილი ნატეხი ქვითაა ნაწყობი. საბჯენი თაღები, გუმბათქვეშა ბურჯები, პილასტრები, აფრები და გუმბათის ყელის ნაწილი შირმისაა. XVI-XVII საუკუნეებში სამხრეთის და ჩრდილოეთის მხრიდან (სამხრეთ–აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ–აღმოსავლეთ კუთხეებთან) ნაგებობას მცირე ეკვდერები მიაშენეს, რომელთაგანაც მხოლოდ ჩრდილოეთისაა შემორჩენილი.
ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია გუმბათის ყელისა და კამარების მნიშვნელოვანი ნაწილი, კედლების ზემოთა ნაწილები და ლავგარდანი, ფასადების საპირე წყობის დიდი ნაწილი აკლია. ჯვრის აღმოსავლეთის მკლავი დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომლის წინ ბემაა. აფსიდი და ბემა ერთმანეთთანაა შერწყმული. მათ საზღვრებზე შეკიდულ პილასტრებზე დაყრდნობილი ვიწრო საბჯენი თაღია. აფსიდის ღერძზე ფართო თაღოვანი სარკმელია, ხოლო ჩრდილო ნახევარში, მაღლა – დიდი და საკმაოდ ღრმა ნიში. საკურთხეველი დარბაზის იატაკის მიმართ რამდენადმე შემაღლებულია. ადრე იგი გამოყოფილი იყო შირიმის მოზრდილი კვადრებით ნაწყობი კანდელით. ამჟამად შემორჩენილია მისი მარჯვენა კიდის მცირე ნაწილი. ჯვრის დანარჩენი მკლავები სწორკუთხაა, თითოეულ მკლავში თითო თაღოვანი შესასვლელია გაჭრილი. დასავლეთის მკლავი სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავებზე თითქმის ორჯერ ღრმაა და კუთხის სივრცეებს თითო ფართო ნახევარწრიული თაღით უკავშირდება. საკურთხევლის გვერდებზე სწორკუთხა სამკვეთლო და სადიაკვნეა. ორივე მათგანს შესასვლელი დასავლეთიდან აქვს, შესაბამისი მკლავიდან, აღმოსავლეთით კი – თითო სარკმელი. სადიაკვნის ჩრდილოეთ კედელში, იატაკიდან 2,2 მ. სიმაღლეზე, მაღალი წრიული ნიშია, საიდანაც იწყება მილისებრი ასასვლელი კამარებს ზემოთ არსებულ სივრცეში. სამკვეთლოს და სადიაკვნის კედლები ნაწყობია ნატეხი ქვებით, კამარა კი – ეკლესიის კონქისა და მკლავების კამარებისაგან განსხვავებით – შირიმისაა.
|
|
gumbaTis yeli |
gumbaTi |
ეკლესიის შუაში, საკურთხევლის შვერილებსა და დასავლეთით თავისუფლად მდგომ ორ ბურჯზე აღმართული გუმბათი ორსაფეხურიან, ოდნავ შეისრულ საბჯენ თაღებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრიულ საფუძველზე გადასვლა აფრების საშუალებით ხდება. გუმბათის საფუძველს შემოუყვება მაღალი სარტყელი, რომლის პროფილს თარო და ლილვი შეადგანს. მსგავსი ლილვი გასდევს გუმბათქვეშა თაღებსაც. თაღების წვეროსთან იგი ეხება სარტყლის ლილვს, მაგრამ მას არ ებმის. გუმბათის ყელში თორმეტი სარკმელია. ეკლესია შიგნით შელესილია.
ეკლესიის ფასადებზე კარ–სარკმელების ღიობები, დეკორატიული ელემენტები, ლავგარდანი, გუმბათის ყელი და გუმბათქვეშა კვადრატი გამოყვანილია შირიმით.
ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, ძლიერ პროფილირებული გლუვი საპირით, რომელსაც ეყრდნობა სახურავის კეხამდე აღმართული მაღალი დეკორატიული ჯვარი. თითო სარკმელია ფასადის გვერდითი ნაწილების ღერძებზეც.
დასავლეთის ფასადის ქვემოთა ნაწილში, ღერძზე ფართო თაღოვანი შესასვლელია. შესასვლელის ზემოთ სამი ფილისაგან შედგენილ და სწორკუთხა ჩარჩოთი მოსაზღვრულ არეზე, ოთხსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა. ჩარჩოზე ზემოდან დადგმულია მაღალი დეკორატიული ჯვარი. ჯვრის ქვემოთა მკლავის გვერდებზე შეწყვილებული სარკმლის ღიობებია. ჯვრის ზედა სამივე მკლავის ბოლოში გამოყვანილია ჩარჩოში ჩასმული თითო დისკო. ჯვრის ქვედა მკლავის ბოლო აღდგენილია და მოჩუქურთმებულია. ფასადის გვერდით ნაწილებში პროფილირებულ საპირეში ჩასმული თითო სარკმელია.
|
|
samxreTi fasadi |
ganakveTi CrdiloeTisaken |
სამხრეთის და ჩრდილოეთის ფასადები განსხვავებულადაა გაფორმებული. ორივე მხარეზე შესასვლელი მოთავსებულია არა შესაბამისი მკლავის ღეძზე, არამედ მის დასავლეთ ნაწილში. ზემოთ, მკლავების ღეძებზე გაჭრილია სარკმლები. სამხრეთით ორმაგი, ჩრდილოეთით ცალმაგი. სარკმელთა საპირეები პროფილირებულია. სამხრეთ სარკმლების საპირეებს აკავშირებს მათ შორის მოქცეული რთულპროფილიანი ღერო, რომელიც ზემოდან დასრულებულია ჩარჩოში მოქცეული ბრტყელი გირჩით. სამხრეთის და ჩრდილოეთის სარკმლები დამატებითაა მორთული რტოებზე გამობმული ყურძნის მტევნებით. ჩრდილოეთის სარკმლის ზემოთ გირჩია, რომლის ორივე მხარეს (თაღის ოდნავ ზემოთ) გამოსახულია თითო ხვია.
|
samxreT-dasavleTis burji |
მოგვიანებით (XV საუკუნეში) ეკლესია შეუკეთებიათ და მორთულობის აღდგენილი ნაწილები, არსებულ პროფილთან მისადაგებით, განსხვავებული მასალით შეუვსიათ. აღმოსავლეთის ფასადის შუა სარკმლის ქვემოთა ნაწილის მოპირკეთება, დასავლეთის ფასადზე დეკორატიული ჯვრის მოჩუქურთმებული ძირი და მისი ქვემოთ წყობაში ჩასმული სამი სწორკუთხოვანი ფილა მოჩუქურთმებული ჩარჩოთი და ასომთავრული წარწერით გვიანდელი შეკეთების შედეგია. შენობას აგვირგვინებს გუმბათის მაღალი ყელი, რომელიც ოდესღაც დასრულებული იყო კარვისებრი სახურავით. გუმბათის ყელში გაჭრილი იყო პროფილირებული საპირეებში ჩასმული თორმეტი სარკმელი. გუმბათს გარს ევლება ნახევარსვეტებზე დაყრდნობილი თაღედის უწყვეტი რიგი. კვადრატულ ბაზისზე დაყრდნობილ ყოველ კონას, რომელიც სამი ნახევარსვეტისაგან შედგება, თაღების საფუძველთან, შემოჭრილი აქვს გლუვი სარტყელი, რომლის ქვეშ, თითოეული ნახევარსვეტის ბოლოში, თითო ბურთულაა. მსგავსი ბურთულებია გამოყოფილი ნახევარსვეტების ძირებში. გუმბათის ყელის თაღედი დგას მრგვალ პროფილირებულ სარტყელზე, ყელი დასრულებულია რთული პროფილის ლავგარდნით (შემორჩენილია რამდენიმე ქვა). ეკლესიის ჩრდილოეთ მინაშენს (6,6 X 3,7 მ) შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთით ღრმა აფსიდის ღეძზე, ვიწრო სარკმელია, მსგავსი სარკმელია დასავლეთითაც. მინაშენი გადახურულია კვერცხისებრი ფორმის კამარით.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესია წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი მოქმედი არ არის.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
1. .საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ2, 2004წ.
2. ფოტოების ავტორი – ია მელითაური, ნინო ნაროზაული.
10. marSruti
ბოდორნა–ავენისი.
11. bmulebi
http://www.nplg.gov.ge
http://geworld.net
|