Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

ოშკი
(963–973 წწ)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

მთავარი ტაძარი, სემინარია-სატრაპეზო, ორი მცირე ეკლესია.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

– X საუკუნის ქართული კულტურული ძეგლი ოშკი მძიმე მდგომარეობაშია – ამ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი ავრცელებს, რომელიც სამონასტრო კომპლექსის მოსანახულებლად თურქეთში იმყოფებოდა, მან დასძინა, რომ თურქული საზოგადოების ელიტური ნაწილი და ხელისუფლება ძეგლის გადასარჩენად ქართველების მხარში ამოსადგომად მზადყოფნას გამოთქვამენ.

http://www.financial.ge 

29/04/2010

ოშკი ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო ტაოში. ჩვენამდე მოღწეულია ოშკის მონასტერში შექმნილი ხელნაწერები, მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ოშკის ბიბლია (978წ), რომელიც ამჟამად ათონის მთაზეა დაცული.

3. adgilmdebareoba

ოშკის ტაძარი მდებარეობს თურქეთში, ერზერუმის პროვინციაში, უზუნდერეს (Uzundere) რაიონში, ისტორიულ მხარე იმიერ ტაოში, მდინარე თორთომის (თორთუმისწყალი) ხეობაში, ისტორიულ სოფელ ოშკში (ჩამლიიამაჯ) (Çamlıyamac).

 

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

მიუხედავად ოშკის მნიშვნელობისა მთელი გვიანი შუა საუკუნეები, ტაძარი უცნობი იყო ქართული სინამდვილისთვის, სამხრეთ საქართველოს თურქეთის მიერ დაპყრობის გამო. ქართულ ისტორიულ წყაროებში თითქმის არ არის ცნობები ოშკის მონასტრის მშენებლობაზე. ნაწილობრივ ამ ხარვეზს ავსებენ ტაძრის კედლებზე მოთავსებული ასომთავრული წარწერები. ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით ამ წარწერების უმეტესობა იყო შესრულებული წითელი საღებავით ტაძრის გარე კედლებზე, ფრესკებზე, ხოლო ქვაზე გამოჭრილი წარწერა კი მხოლოდ სამია. პირველი დიდი, წარწერა მოთავსებულია სამხრეთ მკლავის კარის ტიმპანზე და შესრულებულია წითელი საღებავით.
„ქ. მოწყალებითა ღმრთისაჲთა, რომელი სცავს ყოველთა მოშიშთა მისთა და წარუმართებს მოყუარეთა სახელისა მისისათა საქმეთა კეთილთა, ამის წმიდისა სამებისა სარწმუნოვებითა და მეოხებითა წმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთის მშობელისაჲთა, მადლითა წმიდჲსა ძელისა ცხორებისაჲ თა, შეწევნითა და მეოხებითა დიდებულისა ნათლისმცემლისაჲთა დაყოველთა წიდათაჲთა, რომელნი საუკუნითგან სათნო-ეყვნეს ღმერთსა, ამათ ყოველთა
წმიდათა სადიდებელად და საქებად იწყეს ღმთივ გუიგუინოსანთა მეფეთა ჩუენთა შენებად ამის წმიდისა საყდრისა, რაჲთა ამას შინა აღესრულებოდიან დღესასწაულნი და შეიმკვებოდიან ჴსენებანი წმინდათანი, ვითარცა წერილ არს: „ჴსენებასა წმიდათასა ეზიარებოდით“. ამათ ყოველთა სურვილითა, ამათ დიდებულთა მეფეთა ჩუენთა უშურველ იყვნენ საფასენი წარმავალნი წარუვალისა მისთუის, რაჲთა იგი ყოველნი წმინდანი შემწედ მოიგნენ, და ღმერთმან შეეწიენ ორივე ცხოვრებათა ძეთა ღმრთივ კურთხეულისა ადარნასე კუროპალატისათა, ბაგრატ ერისთავთა ერისთავსა, დავით მაგისტროსსა, სამებამან წმიდამან სამნივე დაიფარენ მარჯუენითა თჳისითა და ადიდენ ორივე ცხოვრებათა და მე, გრიგოლ, ღირს მყო ღმერთმან მსახურებასა ამას მათსა ღმრთისა მიმართ, და მე ვიყ ავ საქმესა ზედამდგომი, და არწმუნა ღმერთმან გონებასა მათსა ერთგულებაჲ ჩემი, მონისა მათისაჲ. ესე იყო გალატოზთა და მოქმედთა მიზდი და აზავერთა მექუიშე თაჲ, რომელ წელიწადსა წაეგების, დრამაჲ: კ (ქართულ სათვალავში 20): ათასი; ღუინოჲ ფისოსი ჭ (ანუ 5000); რკინაჲ ლიტრაჲ ნ (ანუ 50); ხუარბალი გრივი ს მ ი (ანუ 250); გალატოზი და ხუროჲ და მჭედელი, რომელ მარადის შურებო და ჲ ი (ანუ 70); ჴარი, რომელ ქვასა კრებდა ლ (ანუ 30), ჯორი და სხუაჲ აზავერი, რომელ გრიგოლ-წმიდით სპონდიკსა კრებდა: ლ; სხუაჲ აზავერი, რომელ ... კრებდა ჲ (ანუ 60): ............ ჲ (ანუ 60) და ....... (ყოველი) ერი და მოქმედი პ (ანუ 80): ......“
ამ წარწერიდან ჩანს, რომ ამშენებლები ყოფილან ტაოს ბაგრატიონები, ადარნასე III კურაპალატის შვილები - ბაგრატ ერისთავთერისთავი (გარდაიცვალ 966 წელს) და დავით მაგისტროსი (იგივე დავით III დიდი კურაპალატი, გარდაიცვალა 1001 წელს). წარწერის ნაწილი, სადაც თარიღია სავარაუდებელი, განადგურებულია, მაგრამ წარწერის თანახმად ტაძარი ადარნასეს სიცოცხლეშივეა დამთავრებული, ხოლო მან კურაპალატობა 958 წელს მიიღო და 961 წელს გარდაიცვალა, მშენებლობის დასასრული სწორედ 958-961 წწ. არის სავარაუდებელი. ამ პირების სამშენებლო მოღვაწეობას ადასტურებს აგრეთვე სამხრეთ ფასადის გორელიეფები, სადაც ფიგურებს ხელში ტაძრის მოდელები უკავიათ. აქ როგორც მშენებლები ბაგრატ ერისთავთერისთავი და დავით მაგისტროსი არიან გამოსახულნი. წარწერაში კიდევ ერთი საინტერესო ცნობაა. ექვთიმე თაყაიშვილი თვლის, რომ მოხსენიებული გრიგოლი არის გრიგოლ ოშკელი, რომელიც იყო მშენებლობის ხელმძღვანელი. აღმოსავლეთ ფასადზე კიდევ ერთი საინტერესო ბარელიეფი არის. თაყაიშვილის აზრით ამ ბარელიეფზე არის გამოსახული ოშკის ტაძრის არქიტექტორი, მაგრამ გ. ჩუბინაშვილი თვლის, რომ ეს მთავარანგელოზის გამოსახულებაა. მთავარია ამ ბარელიეფზე მოთავსებული წარწერა, რომელიც იშიფრება ასე: „ათსა წელსა აშენებდა“. ამ წარწერიადან მკვეთრად ჩანს, რომ მშენებლობა გრძელდებოდა ათი წელიწადი. 1973 წელს პროფესორ ვ. ჯობაძის (ლოს–ანჯელესი, აშშ) მიერ იყო აღმოჩენილი წარწერა, რომელიც აკონკრეტებს ტაძრის მშებნებლობის დაწყების თარიღს და რომლის თანახმად ოშკის ტაძრის მშენებლობა დაიწყო 963 წელს. მკვლევართაგან ოშკი პირველმა ვენეციელმა სომეხმა სწავლულმა ნ. სარგისიანმა მოინახულა 1843-1853 წწ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ექვთიმე თაყაიშვილის სამი უმნიშვნელოვანესი ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში, რომლის დროსაც მთლიანად იქნა აღწერილი და აზომილი ოშკის მონასტერი.
ოშკი ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო ტაოში. ჩვენამდე მოღწეულია ოშკის მონასტერში შექმნილი ხელნაწერები, მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ოშკის ბიბლია (978წ), რომელიც ამჟამად ათონის მთაზეა დაცული. ოშკში მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და მღვდელმთავრები: გრიგოლ ოშკელი (X ს.), სტეფანე დეკანოზი (X ს.), იოანე ჩირაი (X ს.), ოშკის ბიბლიის გადამწერი — მიქაელ ვარაზვაჩეს ძე, სტეფანე მწერალი, გიორგი გელასის ძე, გაბრიელ ოშკელი (XI ს.) და სხვა.
სამწუხაროდ ოშკის ტაძარს ერთხანს იყენებდნენ ნაწილს მეჩეთად, ნაწილსაც ბოსლად, ფარეხად და თივის საწყობად, შიგნიდან შესაბამისი გადატიხვრით.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

foto
foto foto foto

ოშკის მონასტერი აშენებულია გეგმაში აყირავებული სამკუთხა ფორმის გრძელ ფერდობზე, რომელიც ხევებითაა შემოზღუდული. ოშკის ანსამბლში თავის დროზე ალბათ მრავალი ნაგებობა იყო. მთავარი ტაძრის გარდა დღეისათვის შემონახულია მხოლოდ ორი მცირე ეკლესია და სატრაპეზო.
ა) ოშკის ტაძრის გეგმა წარმოადგენს დიდი ზომის და რთული კონფიგურაციის ტეტრაქონქს. მისი სიგრძე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 38,5 მეტრია (დასავლეთ ეკვდერის გამოკლებით); სიგანე შუა ნაწილში დაახლოებით 36 მ, ხოლო სიმაღლე დაახლოებით 40 მ. ჯვრის ფორმა კარგად გამოკვეთილია როგორც შიგნიდან, ასევე გარედანაც. შიგნით ჯვრის სამი მკლავი აფსიდალურია, ხოლო მეოთხე დასავლეთისა – სწორკუთხა. ჯვრის ოთხივე მკლავი გარშემორტყმულია სხვადასხვა სათავსებით. ოშკის სამი მკლავი შიგნით თითქმის ერთნაირადაა გადაწყვეტილი. თითოეული მკლავი შედგება აფსიდისა და მის გვერდებზე თითო სადგომისაგან. იგივე კომპოზიცია მეორდება მეორე სართულზეც. მათ სხვადასხვა დამხმარე დანიშნულება ჰქონდათ. ყველა სადგომი ნათდება თითო სარკმლით, გარდა საკურთხევლის აფსიდისა, სადაც სამი სარკმელია. დასავლეთის მკლავი სწორკუთხა ფორმისაა და თითქმის სამჯერ გრძელია, ვიდრე დანარჩენი სამი. ის წარმოადგენს ერთ სწორკუთხა სადგომს, რომელიც გადახურულია თაღებზე დაყრდნობილი ცილინდრული კამარით. ამ მკლავის გვერდები განსხვავებულადაა გადაწყვეტილი. ჩრდილოეთის მთელ სიგრძეზე ორსართულიანი დახურული სათავსები მდებარეობს, ხოლო სამხრეთის მხარეზე სვეტებით ორ რიგად გაყოფილი გალერეა. დასავლეთის მკლავის პატრონიკე კარებით უერთებოდა პატრონიკეებს, რომლებიც განლაგებული იყო ჩრდილოეთის მკლავზე. ეს უკანასკნელი ნახევრად დახურული გრძელი პატრონიკეები სამი ნახევრადმრგვალი ღიობით უერთდებოდა ტაძრის დასავლეთის მკლავის სივრცეს. აღსანიშნავია, რომ ექვთიმე თაყაიშვილის მონახულების დროს სარკმლებში კიდევ იყო შემორჩენილი ალებასტრის ფრაგმენტები. იმ დროს ალებასტრის ჩარჩოებში სვავდენ შუშებს. სამკვეთლო და სადიაკვნე თითო კარით უერთდება საკურთხეველს. ხოლო მათი ზედა სართულები ვიწრო გასასვლელებით არიან შეერთებული გვერდის ოთახებთან. ასეთივე გასასვლელით უერთდება ჩრდილო პატრონიკე ჩრდილო-დასავლეთ გვერდის ოთახს. ამას გარდა, კუთხის ყველა ოთახი შეერთებულია ჩრდილო და სამხრეთი მკლავების აფსიდებთან ღია კამარებით.
ოშკის საკურთხეველში დაცულია დიდი ოთხკუთხედი, მთელი ქვისგან გამოკვეთილი ტრაპეზი, რომელიც უძრადვად არის მოთავსებული საკურთხევლის შუა ნაწილში, აღმოსავლეთი კედლიდან 2 მეტრის მანძილზე. მისი სიგრძე უდრის 173 სმ, სიგანე — 86 სმ, სიმაღლე — 85 სმ. საკურთხევლის იატაკი 3/4 მეტრით არის ამაღლებული.

foto
gegma I sarTuli gegma II sarTuli fasadi

ტაძრის ინტერიერი კარგად განათებულია. სინათლე შემოდიოდა მრავალრიცხოვანი სარკმელებიდან, რომლებიც ყველა მხრიდან იყო განლაგებული. კონკრეტულად სამი სარკმელი ერთ რიგად განლაგებული იყო საკურთხევლის აფსიდში. სამ-სამი სარკმელი, მაგრამ სხვადასხვა დონეზე, განლაგებული იყო გვერდითა აფსიდებში. ყველაზე მეტი სარკმელი დასავლეთის მკლავში იყო. ამას ემატებოდა კიდევ გუმბათის თორმეტი სარკმელი. სამკვეთლოსა და სადიაკვნეში თითო სარკმელია, რომლებიც დამრეცად იყო მიმართული, რაც გამოწვეულია ფასადის გადაწყვეტით. სარკმელთა რიცხვი პატარა აფსიდებში, რომელნიც თან ახლავს ჩრდილო და სამხრეთ მკლავებს, ერთი და იგივე არ არის: ჩრდილო მკლავის ქვედა სართულის აფსიდებში ორ-ორია, სამხრეთ მკლავის აფსიდებში კი თითო. ეს აიხსნება იმით, რომ ჩრდილოეთის მხარე ბნელია და დაახლოვებულია ფერდობის ჩამონაჭერთან და აქედან ერთი სარკმელი საკმაო სინათლეს ვერ მისცემდა ტაძარს, ვინაიდან იგი ფერდობის ჩამონაჭრის ხაზს ქვევით იყო განთავსებული. ზედა სართულებში კი ამგვარ აფსიდებს თითო სარკმელი ახლავს. დათვალიერების დროს ადვილი შესამჩნევია, რომ ტაძარში თავიდანვე იყო გათვალისწინებული მოხატვვა. კედლები ამოყვანილია ოდნავ დამუშავებული ქვებით, რომლებიც შემდგომ შეილესა და მოიხატა. კონსტრუქციული ნაწილები ამოყვანილია თლილი ქვებისაგან და არ არის შემკული. კედლებზე ყველგან არის ფრესკების კვალი, მაგრამ ცალკეული კომპოზიციები მხოლოდ საკურთხეველშია შენარჩუნებული. საკურთხევლის კედლის წარწერიდან ვიგებთ, რომ ეს მოხატულობა შესრულებული იყო 1036 წელს. ტაძარი მოიხატა აშენებიდან 60-70 წლის შემდეგ. ეს დასტურდება შესაბამისი თარიღიანი წარწერით, რომლის მიხედვით ტაძარი მოხატულა ჯოჯიკ პატრიკიოზის ხარჯით. ექვთიმე თაყაიშვილის დასკვნით ეს ჯოჯიკი არის ის ერისთავთ ერისთავი, რომელმაც თორნიკესთან ერთად მიიღო მონაწილეობა ბარდა სკლაროსის წინააღმდეგ ომში, ბიზანტიის იმპერატორების ბასილ მეორის და კონსტანტინეს მხარეს. ფრესკები მონუმენტური ხასიათისაა. საკურთხევლის კონქზე მჯდომარე მაცხოვარი იყო გამოსახული, მარჯვნიდან და მარცხნიდან მთავარანგელოზებით. ამჟამად მოჩანს მაცხოვრის ფეხები, ტახტის კვარცხლბეკი და ერთი მთავარანგელოზის ტანსაცმლის ნაწილი. ქვემოთ, აღმოსავლეთის კედელზე გამოხატული ყოფილა ღვთისმშობელი, ვედრებად ხელაპყრობილი. მის მარჯვნივ და მარცხნივ წარმოდგენილი არიან პეტრე და პავლე მოქციქულები, წარწერებით: „წ~ჲ პ~ე, წ~ჲ პავლე“. მათ შემდეგ სხვა მოციქულებია. პეტრეს გრაგნილზე წარწერაა: „თქუენ ხართ ნათელი სოფლისა...“ ამის ქვემოთ წარწერიანი ლენტია ტაძრის მოხატვის თარიღით. სარკმლის მარჯვნივ გამოსახულია იაკობი. შუა სარკმლის კედელზე წმინდა ეკატერინეა, წარწერით: „წ~ჲ ეკატერინე“ და სტეფანე წარწერით:„წჲ სტ ფ ნე პირ ვ ლი მწ მე“. სარკმლის ორივე მხარეს, ლენტის ქვეშ, ეკლესიის მამებია გამოხატული. შუა სარკმლის გვერდზე, მარჯვნივ, პეტრე ალექსანდრიელია, შვეული წარწერით. სარკმლის მარჯვნივ, კედელზე გამოხატულია იოანე ოქროპირი, წარწერით: „წჲ ოქროპირი“ — მისი გამოსახულება უკეთაა შემონახული. იქვე გამოხატული მეორე ფიგურა დაზიანებულია. საკურთხევლის მარცხნივ წარმოდგენილი იყო ქრისტეს ჯვარცმა. იკვეთება ჯვარზე მიმსჭვალული მარცხენა ხელი ქრისტესი, საიდანაც სისხლი წვეთავს; ჩანს ასევე ქრისტეს ბაგესთან მიტანილი ღრუბელი და მახვილი, ჩანან წინამდგომნიც. კომპოზიციის მგლოვიარე ანგელოზი ყველაზე უკეთ არის შენახული. ტაძრის სამხრეთ მკლავის სარკმელს ქვემოთ არის იოანე ნათლისმცელის გამოსახულება, რომელიც მარჯვენა ხელით ხალხს აკურთხებს. მარცხენაში მას გრძელი ჯვარი უჭირავს, მასთან მარჯვნივ და მარცხნივ თითო ხელებე-გაწვდილი კაცია მისული კურთხევის გამოსათხოვად. მათ ღია ფერის ქართული სამოსები აცვიათ, მაღალი ქუდები ახურავთ და შავი წვერი აქვთ. მარჯვნივ მგომს იოანე ჯვარს წერს სამი თითით. მარცხენა ფიგურას სახე მოშლილი აქვს, ხოლო მარჯვენას დაზიანებული თვალები. ფიგურებს მარჯვნივ ნაგებობათა ქვედა ნაწილები მოჩანს, სავარაუდოდ გამოსახული იყო იერუსალიმში შესვლის კომპოზიცია. სამხრეთ სტოას აღმოსავლეთ ნაწილში, აფსიდის ცაში, შემორჩენილია მაცხოვრის კარგად დაცული ფრესკა. სამხრეთ მკლავის პატარა სარკმელთან შემონახულია თეკლესა და მარინეს ფიგურები, წარწერებით: „წ~ჲ თეკლე“, „წ~ჲ მარინე“. მარინეს სახე ჩამოშლილია, თეკლესი კი შემონახულია, მხოლოდ თვალები ამოჩიჩქნული აქვს. თავზე წითელი შარავანდი ადგას. ჩრდილო მკლავის სარკმელს ქვემოთ გამოსახული უნდა ყოფილიყო წმინდა ელენე, მაგრამ ახლა მისი წარწერაღაა დაცული: „წჲ ელ(ენე)“. გუმბათის ყელის ძირში, ირგვლივ, ლენტზე იყო წითელი წარწერა, მისგან მხოლოდ შემდეგი შემორჩა: „რლი ცხორ...“. ეს არის ის რაც ამჟამად შემონახულია ოშკის მოხატულობიდან.

foto
foto foto foto

ოშკს – ჯვარგუმბათოვან ნაგებობას – სამი მთავარი შესასვლელი აქვს. ისინი განლაგებულია ღერძებზე – დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. გარდა ამისა არის კიდევ ორი შესასვლელი. ერთი ჩრდილოეთის სათავსის დასავლეთითაა და აქვს მარტო ადგილობრივი მნიშვნელობა. მეორე შესასვლელი განლაგებულია სამხრეთის გალერეის ცენტრში.
ინტერიერში ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართულია გუმბათი, რომელიც ეყრდნობა ოთხ მძლავრ სვეტს. გადასვლა გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრეზე ხდება აფრების დახმარებით. აფრების ზედაპირი დამუშავებულია მარაოსებურად. გუმბათქვეშა ბურჯებიდან აღმოსავლეთის წყვილი მრავალწახნაგაა, დასავლეთის წყვილი კი პილასტრებით ბოლოვდება, რომელნიც უთანასწორდებიან ტაძრის დასავლეთი მკლავის სართავ კამარათა პილასტრებს. წინა სვეტების საფეხურები მრგვალია, უკანასი — მრავალკუთხედი. მათ ზემოთ რელიეფური კვარცხლბეკებია, შემკული ვაზის ფოთლებისა და მტევნების სარტყელებით. ენტაზისები განსხვავებული ფორმისა, კაპიტელების სიახლოვეს ლენტებითა და წრეებით მთავრდებიან. დასავლეთ მარცხენა სვეტში არის ღრმა, შეისრული, სვეტებიანი, მოჩუქურთმებული ნიში. ასეთი ნიში განკუთვნილი იყო წინამძღვრის ან არქიელის საჯდომად.
გუმბათის ყელის ცილინდრული მასა კარგად არის შეთავსებული ტაძრის ქვედა კორპუსთან. ის ბოლოვდება მუზარადისიბერი გუმბათით, სიმაღლით 6.86 მ.. გუმბათის ყელის სიმაღლე 6.4 მეტრს უდრის, ხოლო რადიუსი 5.66 მეტრს (კედლების ჩათვლით)., ქუდი ამჟამად მოტეხილი აქვს, ზედა ნაწილი კი დაზიანებული. გუმბათი გადახურულია წითლად და ყვითლად მოჭიქული კრამიტით, დანარჩენი ტაძრის სახურავიც კრამიტის იყო, მხოლოდ მოუჭიქავი. გუმბათის ყელი დაფარულია ერთიანი თაღედიდ. ოცდაოთხი თაღის საერთო გადაწყვეტა ერთიანია, მაგრამ განსხვავდება დეტალებში. სარკმელი თორმეტია, მაღალი და განიერი. თაღები ეყრდნობა ორმაგ ხვეულ სვეტებს, რომლებიც ბოლოვდება კაპიტელებით და ბაზებით. ისინი საერთო ფორმებით თითქოს ერთნაირებია, მაგრამ თითქმის ყოველ ელემენტს აქვს განუმეორებელი ნიუანსი. უმეტესი კაპიტელი დაფარულია ფოთლოვანი ორნამენტით, დანარჩენი – რელიეფებით. ასევე რთულად გადაწყვეტილია ბაზებიც. საინტერესოა, რომ გუმბათის შემკობის დროს ავტორმა გაითვალისწინა მთის სიახლოვე და შესაბამისად განალაგა რელიეფები. აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, განსაკუთრებულად კი სამხრეთიდან ტაძარი ისეა განლაგებული, რომ გუმბათის კედლებიოს გამოსახულებები ძნელი დასათვალიერებელია. რელიეფები კარგად ჩანს ჩრდილოეთიდან მთის კალთებიდან. ამიტომ მან ყველაზე ხატოვანი სცენები განალაგა ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით. გუმბათის ყელის ქვედა ნაწილი ამ მხრიდან შემკულია ცხოველთა ბარელიეფებისგან შემდგარი ლენტით. ზოგი წყვილად მორბენალი, ზოგი ერთმანეთს ადევნებული, ზოგიც ერთმანეთთან მებრძოლი, მათ შორის გამოირჩევიან ირმები და ძაღლები. ზოგიერთი ცხოველის მხოლოდ თავებია წარმოდგენილი, მედალიონებში. ერთ-ერთში მტაცებელი ფრინველის თავია. ბარელიეფები გამოირჩევა თავისი რეალისტური სახით.

foto
foto

ოშკის ტაძრის ფასადები მოპირკეთებული იყო კარგად თლილი ქვის კვადრებით და მდიდრულად იყო დეკორირებული. ნაგებობა აღმართულია სამსაფეხურიან ცოკოლზე. ოშკის ტაძრის ფასადების დიდი მასა თითქოს ერთი დეკორატიული ვრცელი პანოა. თვალში საცემია თაღედი და რელიეფის სიმრავლე. ამ მრავალფეროვნებაში ერთგვარი სიმშვიდე შეაქვს სამ მხარეზე შვერილი ჯვრის მკლავებს, ისინი ერთნაირად ხუთ–ხუთი თაღითაა შემკული. თავისთავად კი ხუთი თაღის პირამიდული დალაგება მოუსვენრობის შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც სწორედ ამ ეპოქის ახალი ცხოველხატული სტილის უპირველესი ნიშანია. ამავე სტილის გამოვლენაა თაღედებში ორ–ორი ღრმა და მაღალი ნიშების ჩართვა. ამ ნიშებში ჩრდილო–სინათლის თამაშის გამო მთელი დღის განმავლობაში ფასადების სახე მუდმივ ცვალებადობაშია. ამავე მიზანს ემსახურება სამხრეთის ფასადის მარცხენა მონაკვეთის თაღოვანი გალერეა ხერხისებური სახურავით. ამ შთაბეჭდილებას აძლიერებს სამმხრივ ღია მოჩუქურთმებული კარიბჭე. გრიგოლ ოშკელი ნოვატორია ტაძრის რელიეფური სკულპტურით მორთვის საქმეში. მისი მიდგომა პრინციპულად განსხვავდება მეექვსე–მეშვიდე საუკუნეების ეკლესიათა რელიეფით მორთვისაგან. ოშკის ტაძარში როგორც გარეთ, ისე ინტერიერშიც მრავალფეროვნებაა. ოფიციალურ, საკულტო და ქტიტორთა გამოსახულებების გვერდით უამრავი ჟანრული სურათია. წინა ეპოქების რელიეფებთან შედარებით, აქ, გარდა იმისა, რომ მეტად ცოცხალი სურათებია გამოსახული, შესამჩნევია ჰორელიეფური გამოსახულებებიც. ქართული ქანდაკების ისტორიაში მეათე საუკუნის მეორე ნახევარი და მომდევნო საუკუნის პირველი ნახევარი სამყაროს რეალისტურად ასახვის მიმართულებითაც აღმავლობნბის ხანაა. შუა საუკუნეების მთელ სიგრძეზე სამყაროს ასახვა ქართულ ქანდაკებაში ამაზე მაღლა არ ასულა.
ოშკის სამხრეთის გალერეის მრავალრიცხოვანი რელიეფებიდან, პირველ რიფში, უნდა აღინიშნოს სვეტზე გამოსახული მუხლმოყრილი, ხელებაპყრობილი მამაკაცი, რომელიც, წარწერის მიხედვით, არის გრიგოლი, მშენებლობის ხუროთმოძღვარი. მკლევართა აზრით, იგი უნდა იყოს ლიტერატურის ისტორიაში ცნობილი მრავალმხრივი ფიგურა – გრიგოლ ოშკელი.
ოშკის რელიეფებში გამოირჩევა „ვედრების“ კომპოზიცია, სამხრეთის ფასადის მარჯვენა მონაკვეთზე მდებარეობს. აქ თითქმის ნატურალურ ზომებში ჰორელიეფური ტექნიკით შსრულებული ხუთი ფიგერაა: ცენტრში ტიპიური სცენაა – შუაზე ქრისტე, მარცხნივ მარიამი და მარჯვნივ მ– იოანე ნათლისმცემელი.. კომპოზიციას მარჯვნივ ამტავრებს ბაგრატ ერისთავთ ერისთავი და მარცხნივ – დავით მაგისტროსი. ორივეს, როგორც დამკვეთებს, ხელში გუმბათოვანი ეკლესიის მოდელები უჭირავთ. მათ მდიდრულად მორთული სამეფო ტანისამოსი აცვიათ. სხვა მრავალრიცხოვანი რელიეფებიდან აღსანიშნავია წმინდა ნინოს გამოსახულება ისევ სამხრეთ გალერეის ერთ–ერთ სვეტზე. ეს რელიეფი იშვიათობას წარმოადგენს. საერთოდ მეათე საუკუნის ქართულ არქიტექტურაში ოშკის ეს გალერეა ითვლება უნიკალურად. ოშკის ტაძრის ოთხივე ფასადზე, აღნიშნულის გარდა, უამრავი რელიეფია – ანგელოზების, ფრინველების, ცხოველების და სიუჟეტური კომპოზიციებია. ასევე, მრავალფეროვნებით ხასიათდება ფასადების მომრთავი ჩუქურთმა.

foto
foto

ბ) სემინარია-სატრაპეზო ტაძრის ჩრდილო მკლავის სიახლოვეს განთავსებულია. ამ შენობას სამნავიანი ბაზილიკის შიდა გაგმარება აქვს. შენობა აგებულია უხეშად დამუშავებული რუხი ქვით, მხოლოდ სვეტებსა და კამარებში ქვის დამუშავება უკეთესია. სწორკუთხედის შიგნით განლაგებულია ორ რიგად ოთხ–ოთხი სვეტი. ისინი თაღებით იკვრება და შენობის სივრცეს ბაზილიკისამებრ, ნავებად ანაწევრებს. აღმოსავლეთით სვეტ-ბურჯები უფრო მსხვილი და მძლავრია, ვიდრე დასავლეთით. ეს გამოწვეული უნდა ყოფილიყო აღმოსავლეთ ნავის ბრტყელი გადახურვით. სატრაპეზოს ინტერიერი ნათდება სარკმლებით, რომლებიც განლაგებულია აღმოსავლეთ კედელში. კიდევ ერთი სარკმელი სამხრეთის ნავის ჩრდილოეთ კედელშია. შესასვლელი სამხრეთის მხრიდანაა. მოპირდაპირე მხარესაც კარებია გაჭრილი, ეს კარები აკავშირებს დიდ და პატარა დარბაზებს. მეორე, მცირე დარბაზს ორიგინალური გადაწყვეტა აქვს. ის კვედრატულია და გადახურულია სფერული გუმბათით. გადასვლა კვადრატიდან გუმბათზე ხდება ტრომპებით. დარბაზიც, მსგავსად ბაზილიკისა ნაშენია უხეშად ნათალი რუხი ქვით, ხოლო ტრომპები ქარგად დამუშავებული ქვით. ჩრდილოეთით დარბაზს ახლავს კარი, რომელიც უერთდებოდა ჩრდილოეთით მდგარ შენობას, ამჟამად განადგურებულს. თვით დარბაზი უნაკლოდაა შემონახული. დასავლეთის მთელი გვერდი ყრუა, ამ მხარით შენობის ფერდთან მიდგმის გამო.
გ) ერთი მცირე ეკლესია მდებარეობს ფერდობზე, მთავარი ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით. იგი წარმოადგენს პატარა დარბაზულ ეკლესიას, სიგრძით 5.11 მ და სიგანით 3.43 მ. ეკლესია მოპირკეთებულია რუხი, თლილი ქვით. ერთადერთი კარი სამხრეთიდან აქვს, სარკმელი კი - სამი: აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთით. ნახევარწრიულ საკურთხეველში ორი უბეა, დარბაზი თითქმის კვადრატული. საკურთხევლის კამარა კრონშტეინებზეა დაბჯენილი. ნავის კამარა გოდრულია, სახურავი - ქვის. ლავგარდანის მორთულობა ნამგლისებური სახეებისგან შედგება. ასეთივე მორთულობა აქვს საკურთხევლის პილასტრების ქუსლებს. კარის ზღუდარა მოჩუქურთმებული არქივოლტითაა შემკული, ხოლო მის ზემოთ რგოლებში ჯვრებია გამოკვეთილი. სამხრეთ სარკმელიც მსგავსი არქივოლტით სრულდება, ხოლო თავს ზემოთ ჯვარი ადგას. დანარჩენი სარკმლებიც მსგავსია მორთულობით. ეკლესიის კედლები შიგნით შელესილია, თუმცა მოუხატავია.

დ) მეორე მცირე ეკლესიას ასეთივე გეგმა აქვს, ისიც ფერდობზე დგას, ტაძრის სამხრეთით. ჩრდილოეთით მას გვიანდელი ეკვდერი ადგას, ნახევარ ნავის სახით. ინტერიერში ეკლესიის ზომებია: 6.11 მ × 3.1 მ, კედლის სისქე - 0.74 მ. ეს ბაზილიკა გაცილებით დაზიანებულია, პირველთან შედარებით. თლილი ქვის პერანგი შემოცლილი აქვს მთლიანად, სახურავი მოხდილი, თუმცა თაღები მთელია. აქაც, საკურთხეველში ერთი სარკმელი და ორი უბეა. დასავლეთის კედელი ჩამონგრეულია. საკურთხევლის სართავი კამარები დაკიდულია. ეკლესიას კარი სამხრეთით აქვს, ხოლო დასავლეთით ეკვდერში გასასვლელი.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

ოშკის ტაძარი თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დაყოფით სამცხე–ჯავახეთის და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi

1. გ. აბრამიშვილი, პ. ზაქარაია, ი. ციციშვილი – ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია. 2000წ.
2. პ. ზაქარაია – Зодчество Тао-Кларджети, 1990წ.
3. ვ. ბერიძე – Архитектура Тао-Кларджети, 1981წ.
4. თამაზ დვალი, ნუგზარ ანდღულაძე, ვალერი სილოგავა - "ოშკი" (X საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი), 2009წ.
5. მასალები გამოყენებულია ინტერნეტ ბმულ .
www.ka.wikipedia.org- დან.
6. ფოტოები აღებულია თ. დვალის, ნ. ანდღულაძის, ვ. სილოგავას წიგნიდან "ოშკი".

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://wapedia.mobi/ka

http://tao-klarjeti.ge

http://sioni-tatzari.piczo.com

 

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016