Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

bana bana

დრისის ჯავახაანთ ციხე
(თამარის ციხე)
(განვით. ფეოდ. ხანა)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ციხე-გალავანი,  ეკლესია,  კოშკი და სასახლე.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

დრისის  ჯავახაანთ  ციხის  კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით 30 კმ–ში მდებარე  სოფელ ჭყოპიანის  დასავლეთით  400 მეტრზე,  მდინარე  თეძმის  მარცხენა  ნაპირას.

4. ruka

bana

5. istoriuli mimoxilva

არ მოგვეპოვება.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

drisis cixe

gengegma

დრისის  ჯავახაანთ  ციხის  კომპლექსს  შემოვლებული  ჰქონდა  რთული  მოხაზულობის  გალავანი.  მშენებლებს კლდოვანი  კონცხის  ყველა  ადგილი  გამოუყენებიათ.  გალავანი  და  მის  ტერიტორიაზე  მდგარი  სხვა ნაგებობები,  ეკლესიის  გარდა,  ნაგები  იყო  ქვიშაქვითა  და  რიყის  ქვით.

 

 

 

 

drisis cixe

ganakveTi da gegma

ა) ციხე – გალავანი  ორიარუსიანია.  ზედა  იარუსზე,  ჩრდილოეთით  კოშკი  დგას,  სამხრეთით  მცირე  ეკლესია.  ზედა  იარუსის  გალავნის  კედლებში  ვიწრო  სათოფურებია.  ქვედა  იარუსზე  სხვადასხვა  დანიშნულების  ნაგებობები  ყოფილა.
ბ) სამხრეთით  მდგარა  ორსართულიანი  სასახლე,  რომელსაც  ჩრდილოეთით  ეკვროდა  სამეურნეო  დანიშნულების  შენობა.  (ყველა  დანგრეულია)
გ) ეკლესია დარბაზულია,  (6,35X4,65 მ)  ნაგებია  კარგად  გათლილი  მწვანე  ტუფის  კვადრებით.  დაზიანებულია:  დარღვეულია  იატაკის  დონე,  გაბზარულია  კამარა,  ფასადებზე  საპირე  ქვები  ბევრ  ადგილას  ამოცვენილია.  შესასვლელი  დასავლეთ  კედლის  ცენტრშია.  იგი  შიგნიდან  თაღოვანია, გარედან  გადახურულია  არქიტრავის  ქვით,  რომელზედაც  გამოყვანილია  არქივოლტით  შემოსაზღვრული  ნახევარწრიული ტიმპანი.  შვერილი,  ნახევარწრიული  აფსიდის  ღერძზე  ერთი  შეისრული  სარკმელია,  მის  მარცხენა  მხარეს  –  ვიწრო  სალოდე,  საკურთხევლის  იატაკში  ამოჭრილია  წრიული  ფორმის  საკმაოდ  ღრმა,  ჭურისებრი  სათავსი.  საკურთხევლის  ჩრდილოეთ  კედელში  ქვემოთკენ  დახრილი  ვიწრო  სათოფურია.  ერთი  სწორკუთხა  სარკმელი  გაჭრილია სამხრეთ  კედელში,  ხოლო  ორი  თაღოვანი –  დასავლეთ  კედელში.  დარბაზი  გადახურულია  შეისრული  კამარით,  რომელიც  ქვის  კრონშტეინებზე  გადაყვანილ  სატრიუმფო  თაღსა  და  დასავლეთ  კედელს  ეყრდნობა.  სამხრეთ ფასადზე,  კედელში  ჩასმულ  ფილაზე  ამოკვეთილია  მცენარეული  ორნამენტი.

drisis cixe drisis cixe
nangrevebi nangrevebi

დ) კოშკი,  (5,8X3,9 მ)  რომელიც  გეგმით სწორკუთხაა,  ციხის  სამხრეთ  ნაწილში  დგას.  იგი ოთხსართულიანია.  ნაგებია  ნატეხი  ქვიშაქვით.  ძლიერ  დაზიანებულია:  ჩამონგრეულია  ზედა  ნაწილები  და  სართულშუა  გადახურვები.  შესასვლელი  მესამე  სართულის  ჩრდილოეთ  კედელშია.  პირველი  სართულის  ოთხივე  კედელზე  საპირე  ქვები  ამოცვენილია.  სამხრეთ  კედელში  სწორკუთხა  სათოფურია.  მეორე  სართული  დაბალია,  შესაძლოა  სამეურნეო  დანიშნულებისა  იყო.  მესამე  სართულის  კედლები  შედარებით  განიერია,  გადახურულია  ოდნავ  შეისრული  კამარით.  აქ,  აღმოსავლეთ  და  ჩრდილოეთ  კედლებში  თითო  სწორკუთხა  სათოფურია.  ამავე  სართულზე,  ჩრდილოეთით,  იატაკში  ამოჭრილია  სწორკუთხა  ჩასასვლელი.  მსგავსი  ხვრელობი  კამარაზეც  არის,  ზედა  სართულში  ასაძრომად.  მეოთხე  სართულის  კედლები  მცირე  სიმაღლეზეა შემორჩენილი,  სათოფურების  კვალი  არ  შეიმჩნევა.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

დრისის  ჯავახაანთ  ციხის  კომპლექსში მდებარე ეკლესია  სამთავისისა  და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
დრისის  ჯავახაანთ  ციხის  კომპლექსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.


9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა - 5ტ. 1990წ.
2. ფოტოების ავტორი – გიორგი კიღურაძე და ზაზა ქარდავა.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

http://church.ge

http://novators.comoj.com

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016