|
სოლომონისის მღვიმის ეკლესია
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
სოლომონისის მღვიმის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ნანგრევები.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
სოლომონისის მღვიმის ეკლესია მდებარეობს თურქეთში, ერზერუმის პროვინციაში, შენკაია (Şenkaya) რაიონში, ისტორიულ მხარე იმიერ ტაოში, სოფელ სოლომონისიდან (ევბაქან) (Evbakan) დაახლოებით 9 კილომეტრის დაშორებით.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
ისტორიულ ოლთისში, ბანას ცნობილი კათედრალის მიმდებარე მხარეში, მაღლა, კლდოვან მთაში სოლომონისის ანუ სოლომონის ციხის სახელით ცნობილი სოფელი (დღევანდელი Sogomon Qale) მდებარეობდა.
სოფლის ჩრდილოეთით, კლდოვან მასივში გამოკვეთილი წმ. ნიკოლოზის სახელობის მღვიმის ეკლესიაა. მის კედლებზე 1902 წელს ე. თაყაიშვილმა მისი 4 ქტიტორის გამოსახულება დააფიქსირა, ვინაობის აღმნიშვნელი წარწერებით. აქედან ქრონოლოგიურად პირველია რატი-ყოფილი რაფიელის გამოსახულება და წარწერა, რომელიც გვაუწყებს, რომ რაფიელმა წმ. ნიკოლოზს დაუმტკიცა პატრონ ყვარყვარესაგან ბოძებული სიგელი, თვითონაც სოლომონისში დამკვიდრდა 1482 წელს და შესწირა მუხრტაფი. ჩრდილოეთ კედელზე მონაზონის სამოსში გამოწყობილი ქალი ქტიტორის – მარეხის გამოსახულებაა, ასევე თანმხლები წარწერით, სადაც მასთან ერთად მისი მეუღლე ყვარყვარეც (სავარაუდოდ) მოიხსენიება. წარწერა XVI საუკუნის II ნახევრით თარიღდება. შემდეგ კედელზე გამოსახულია ბერი, წარწერით: „მე, ივანე გენათელი“. ის ადგილობრივი ჩანს და იქვე მდებარე გელათიდან უნდა ყოფილიყო (ე. თაყაიშვილის ცნობით, იმ დროისათვის სოფელი გელათი ჯერ კიდევ არსებობდა).
ეკლესია ერთი საერისთაო გვარის კუთვნილება უნდა ყოფილიყო. ისტორიული წყაროები საფუძველს გვაძლევს, დავასკვნათ, რომ ეს ქტიტორები ჯაყელ-ციხისჯვარელების კალმახელთა შტოს წარმომადგენლები არიან.
წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში გამოსახული პირველი ქტიტოირი – რატი-ყოფილი რაფიელი კალმახელთა გვარის უცნობი წარმომადგენელია. ხოლო ყვარყვარე და მისი მეუღლე მარეხი, ე. თაყაიშვილის ვარაუდით, ყვარყვარე IV და მისი თანამეცხედრე ლევან I დადიანის ასული მარეხია.
სოფლის სამხრეთით, კლდოვან ადგილას დიდი ციხე იდგა, შიგ მდებარე პატარა მოხატული გუმბათიანი ეკლესიით. ამჟამად მხოლოდ ეკლესიაა შემორჩენილი, რომელიც X საუკუნის დასაწყისით თარიღდება. იგი წმ. დიმიტრის სახელობის უნდა ყოფილიყო.
სოლომონისის სიძველეებმა XIX საუკუნეში მიიქცია მოგზაურთა და მკვლევართა ყურადღება – მას შემდგომ, რაც 1878 წლის ბერლინის ხელშეკრულებით რუსეთმა ოსმალეთისაგან ეს ტერიტორიები მიიღო. ამ წელს ვ. ვეიდენბაუმმა ერთ-ერთმა პირველმა აღწერა ახლად შემოერთებული „ოსმალოს საქართველო“, მათ შორის სოლომონ-ყალას ეკლესიები და მათი მოხატულობა. მითითებას სოლომონ-ყალას შესახებ ასევე ვხვდებით 1881 წლის დ. ბაქრაძის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ნარკვევში ყარსის ოლქის შესახებ. აქ აღნიშნულია, რომ სოლომონ-კალას ქართული სახელი სოლომონისია. 1902 წელს ეს ადგილები საფუძვლიანად მოიხილა და აღწერა ე.თაყაიშვილმა. 1907 წელს, როცა ის მეორედ ესტუმრა სოლომონისს, ძეგლის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებული დახვდა. საქმე ისაა, რომ გზის გაკეთების შემდგომ სოფლის სომეხ და ბერძენ მოსახლეობას იქ თავისუფლად მისვლა დაუწყიათ სალოცავად, და ამავე დროს, დროის გასატარებლადაც. ეკლესიის მოხატულობა ისე ყოფილა გაჭვარტლული, რომ ფრესკების გადაღება შეუძლებელი გამხდარა.
2005 წლის 9 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხელოვნების კვლევის ცენტრის მიერ მოწყობილი ექსპედიციის წევრებს სოლომონისში მართლაც საგანგაშო მდგომარეობა დახვდათ. ამჟამად ეკლესიები თითქმის დანგრეულია. ფრესკები – გაჭვარტლული და დაზიანებული, ხოლო დასაკრძალავები – თანამედროვე განძის მაძიებელთა მიერ გადათხრილი.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
სოლომონისის წმ. ნიკოლოზის მღვიმის ეკლესია სოფლის ჩრდილოეთით, თეთრი ფერის მოყვითალო კონუსურ მწვერვალთა ერთიანობით შექმნილ კლდოვან მასივშია გამოკვეთილი. ეკლესია ორნაწილიანია. ესაა უგუმბათო ყელით დაგვირგვინებული კვადრატული დარბაზი, აღმოსავლეთით საკურთხევლის აფსიდით და მასთან ვიწრო დერეფნით დაკავშირებული სწორკუთხა სათავსით, რომელიც დასაკრძალავს წარმოადგენს. დასაკრძალავში გასვლა შესაძლებელია ეკლესიის შუა ნაწილში გაჭრილი კარის საშუალებით. იქ ნათლად შეინიშნება სამი სამარხის ნაშთი, რომლის განადგურებაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში დაუწყიათ. ასევე, დასაკრძალავები უნდა ყოფილიყო ეკლესიის შესასვლელის მარჯვნივ, კლდეში ამოჭრილ ღრმა უბეში, რომელიც ეკლესიის ქტიტორს – რატის ეკუთვნოდა და ტრაპეზთან სათავსში, რომლებიც სავარაუდოდ, ასევე ქტიტორებს – ყვარყვარესა და მის მეუღლეს – მარეხს.
გამოქვაბული ეკლესია მთლიანად ყოფილა მოხატული. მისი ასომთავრული წარწერების პალეოგრაფია კუთხოვნებით გამოირჩეოდა. დღეისათვის მოხატულობის იკონოგრაფიული პროგრამის შესახებ მსჯელობა მხოლოდ ე. თაყაიშვილის მოკლე აღწერილობის დახმარებითაა შესაძლებელი. მისი თქმით, ის გამოირჩეოდა ხასხასა ფერებით, რომელშიც მუქი ლურჯი ჭარბობდა. მხატვრობა მისივე დაკვირვებით, XV საუკუნის II ნახევრის უნდა ყოფილიყო. კედლებზე იყო ქტიტორების გამოსახულებები. ეკლესიის სამხრეთ კედელზე პატრონი წმინდანის ნიკოლოზის ფიგურის მარჯვნივ გამოსახულ ქტიტორს – ბერ რაფიელს ახლდა ერთი ხელით შესრულებული 1482 წლით დათარიღებული ორი ასომთავრული წარწერა. მის პირდაპირ, ჩრდილოეთ კედელზე იყო მონაზონის სამოსით წარმოდგენილი ქალი ქტიტორის მარეხის, გამოსახულება, მისი და მისი თანამეცხედრის სახელის წარწერებითურთ. ეკლესიაში ყოფილა მე-4 ქტიტორი მამაკაცის ფრესკაც, რომლის წარწერა უკვე აღარ განირჩეოდა.
ამჟამად ეკლესია თითქმის დანგრეულია, ხოლო ფრესკები – გაჭვარტლული და დაზიანებული.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
სოლომონისის წმ. ნიკოლოზის მღვიმის ეკლესია თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დაყოფით სამცხე–ჯავახეთის და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
1) გ. აბრამიშვილი, პ. ზაქარაია, ი. ციციშვილი – ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია. 2000წ.
2) პ. ზაქარაია– Зодчество Тао-Кларджети, 1990წ.
3) ვ. ბერიძე – Архитектура Тао-Кларджети, 1981წ.
4) გამოყენებულია - www.virtualtao-klarjeti.com - ფოტოები და ნახაზები
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
არ მოგვეპოვება.
|