Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

აჭის წმ. გიორგის ეკლესია
(XIII s
)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ტაძარში არის ფრესკები იკონოგრაფიული თვალსაზრისით იშვიათი გამოსახულებებში. მაგალითად „მირქმაში“ წარმოდგენილ იოსებსა და იოაკიმეს, ორთავეს ხელთ ორ–ორი გვრიტი უპყრია.

ტაძარში ექვთიმე თაყაიშვილმა აღმოაჩინა ოქროთი დაფერილი ვერცხლის ჯვარი, რომელსაც ამკობდა წარწერა: „ჰოი ძელო ცხორებისაო, მეოხ ეყავ შენთა მკობთა დღესა მას განკითხვისასა. შეიქმნა ჯვარი ესე ბეთანიასა ღვთის მშენებლისა ოქროსა და ვერცხლის წმიდისა, უფლებასა დედოფლისა თამარისა, ადიდენ ღმერთმან“. ეს ჯვარი საწინამძრვრღოდ ითვლებოდა და მასზე მეფის ლაშქარი ლოცულობდა. ჯვარს ჰქონია ძვირფასი თვლებით შემკული მედალიონები, რომლისგანაც დღეს გაძარცვულია. (ასევე უნახავს ექვთიმე თაყაიშვილსაც)

 

3. adgilmdebareoba

აჭის წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, გურიის მხარეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით 9 კმ-ის დაშორებით მდებარე სოფელ აჭში.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

აჭის ეკლესიასთან დაკავშირებული საბუთები მცირე რაოდენობითაა დაცული და თვით ეკლესიის შესახებ ისინი არაფერს გვეუბნებიან. საბუთები XVI საუკუნის მეორე ნახევარზე ადრინდელები არაა. უმთავრესად ეს შეწირულების ან ნასყიდობის წიგნების დამოწმებებია.

ეკლესია მოქმედია 1991 წლიდან.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

გადმოცემით, ეკლესიის აშენება ვერა და ვერ გამოსდიოდათ იმ ადგილას სადაც ჰქონდათ ჩაფიქრებული. ერთ დღეს, ნახეს მტრედებს ნაფოტები ისე დაეწყოთ ახლანდელი ტაძრის ადგილას, რომ ეკლესიის ფორმა ჰქონდა მიღებული. ეს ჩათვალეს ღვთიურ ნიშნად და ამ ადგილას ააშენეს ეკლესია.

აჭისწყლის ხეობა თვალწარმტაც ბუნებრივ გარემოს ქმნის. აღნიშნულ ხეობაში მდებარეობს ქვა, რომელსაც ”დევის ქვას” უწოდებენ. გავრცელებული ლეგენდის მიხედვით, აჭის სოფელს დევი შემოეჩვია, შეწუხებულმა მოსახლეობამ ლოცვით მიმართა წმინდა გიორგის შემწეობისთვის. წმინდა გიორგიმ  განგმირა დევი, მდინარის პირას აღმართული უზარმაზარი ლოდი (გაქვავებული დევი)  კი  დღემდე ინახავს ამ ლეგენდას.

 

7. arqiteqturuli aRwera

moxatuloba

ერთ ნავიანი დარბაზულია  ეკლესია ნაგებია კარგად გათლილი კვადრებით და პორფირით არის მოპირკეთებული. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს – სამხრეთიდან  და დასავლეთიდან. კარის თავზე ჯვრებია გამოსახული (დასავლეთით ჯვრის თავზე  ასევე გამოსახულია ვარდული). ლილვებით შედგენილი საპირეებითაა მორთული სარკმლებიც (თითო დასავლეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ კედელში). სამხრეთი კარის თავზე წარწერაა“ წმიდაო გიორგი, მეოხ ექმენ პატიოსანთ საღირს, რატის, უშანიანს და მეოხ ექმენ  ნიკოლოზ აჭიელსა და კალატოზთა მიქელას და მხეციძესა“.

ტაძარი შიგნიდან მთლიანად მოხატულია ფრესკებით. მოხატულობაში დიდი ადგილი უჭირავს სცენებს წმინდა გიორგის ცხოვრებიდან (დასავლეთ კედელზე). საკურთხეველში ვედრებაა გამოსახული. ძირითადი სცენები კი ქრისტოლოგიურ ციკლს (ათორმეტი დღესასწაული) უკავია. მოხატულობა XIII საუკუნის ბოლოს განეკუთვნება.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

აჭის წმ. გიორგის ეკლესია შემოქმედის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და მოქმედია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

ფოტოების ავტორი – ქრისტინე საბაშვილი

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://www.achis-eklesia.ge

http://www.guria.gov.ge

http://www.sakartveloo-lamazo.narod.ru

http://www.regions.ge

http://63cm3.blogspot.comm

http://geoah.ge

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016